კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 ვისზე დაქორწინდა თამუნა ქორქია და ვინ ითხოვს მანჩოს სერიალიდან მოშორებას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ჩიკას სადაქალოს ერთ-ერთი წევრის, მანჩოს როლს ულამაზესი თამუნა ქორქია ასრულებს. ის ჯერ კიდევ ოჯახიდან გამომდინარე – თამუნა ლეგენდარული კალათბურთელის, მიხეილ ქორქიას შვილია და შემდეგ საქმიანობისა თუ გარეგნობის წყალობით, ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. ახლა „ჩემი ცოლის დაქალებში“ შეყვარებულ ქალს თამაშობს. თამუნა რეალურ ცხოვრებაშიც შეყვარებულია და ცოტა ხნის წინ ოჯახიც შექმნა. სერიალის პარალელურად თამუნა „სილქნეტის“ პიარშიც მუშაობს.
თამუნა ქორქია: რაც სერიალში შეყვარებული ქალის თამაში მიწევს, მას შემდეგ უფრო მიჭირს მსახიობობა. ეს არ არის ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავი – ადამიანს საერთოდ არ იცნობ და ისე უნდა მოიქცე, თითქოს მასზე ძალიან ხარ შეყვარებული. ამიტომ ახლა უფრო რთულია, ვიდრე თავიდან. თან, რაც დრო გადის, მეტს სთხოვ საკუთარ თავს, მით უმეტეს, ყველაფერში ძალიან თვითკრიტიკული ვარ – რასაც ვაკეთებ, არაფერი მომწონს. სულ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მეტი შემეძლო.
– როგორ ემზადებოდი, როცა გაიგე, რომ შეყვარებული გოგო უნდა გეთამაშა?
– ვიგრძენი, რომ სერიოზული ამბავი იწყებოდა და მართლა გამიჭირდა, მსახიობების მდგომარეობაში შევედი (იცინის). სულელი ქალის თამაში უფრო მარტივი იყო. ახლაც სულელი ქალი ვარ, მაგრამ სულელი შეყვარებული ძალიან ართულებს საქმეს (იცინის). შეუძლებელს ვაკეთებ-მეთქი, ამას არ ვამბობ, მაგრამ ჩემი კომფორტის ზონიდან გამოვდივარ.
– მანჩოს ცხოვრებას, ფაქტობრივად, დაქალები განსაზღვრავენ, შენს ცხოვრებაში  რა ადგილი უჭირავთ მათ?
– მეგობრები ჩემს ცხოვრებაშიც ძალიან დიდ როლს ასრულებენ. ძალიან სოციალური ვარ და ადამიანები მიყვარს. მით უმეტეს, მეგობრები და მათთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა. მაგრამ ჩვენ ასეთი ურთიერთობა ნამდვილად არ გვაქვს (იცინის). იმ დოზით ვუშვებ ადამიანებს ჩემს ცხოვრებაში, რამდენადაც მინდა.
– როგორი რეაქცია აქვს მაყურებელს, როცა მანჩოს ხედავს?
– მგონი ვერ მცნობენ. თუკი ვინმე იგებს, რომ მე ვარ ის მანჩო, ძალიან უკვირთ, ეკრანზე საერთოდ სხვანაირი ჩანხარ, ცხოვრებაში ბევრად უფრო გამხდარი და კარგი ხარო. კომპლიმენტებს ვიმსახურებ ხოლმე (იცინის). თუ გოგოებთან ერთად ვარ, მაშინ მცნობენ. კომენტარებს ვკითხულობ ხოლმე სოციალურ ქსელში და წერენ, ეს სულელი ქალები მოაშორეთო, ამას წინათ ჩემზე წავიკითხე, ეს პუდელი მოაშორეთო. ძალიან გავხალისდი (იცინის).
– სიყვარულთან დაკავშირებული სიახლე მარტო სერიალში არ გაქვს. რეალურადაც სიახლეა ამ მხრივ, როგორც ვიცი, ოჯახი შექმენი. გაგვაცანი მეუღლე.
– კი, ასეა. ახლა ჩემს ცხოვრებაში ასეთი ადამიანი არსებობს და ის ჩემი მეუღლე ვასკა ქართველიშვილია, რომელიც პროფესიით რეჟისორია.
– მსახიობის ამპლუაში როგორ გაფასებს?
– საერთოდ არ აღმიქვამს მსახიობად. არ მინდა, სერიალს უყუროს, იმიტომ, რომ ძირითადად სულ შენიშვნები აქვს (იცინის). აქ ეს არ უნდა გაგეკეთებინა, იქ ისე უნდა გაგეკეთებინა... ერთხელ ვკითხე და მივხვდი, რომ არ უნდა მეკითხა (იცინის). პროფესიონალურად მაფასებს და ვახსენებ ხოლმე, რომ მე მსახიობი არ ვარ.
– თაყვანისმცემლებისგან ყოველთვის განებივრებული იყავი და შენი მოხიბვლა მარტივი ამბავი არ მგონია...
– ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოხდა, ორივე მხრიდან იყო ამის სურვილი. თავის დაფასებები და მსგავსი რამეები ცოტა ბავშვური თამაშები მგონია. დადგმული და მოგონილი რაღაცები არ მიყვარს. ადამიანები და ურთიერთობები მაშინაა საინტერესო, თუ ორივე პროცესში იზრდება და ყოველდღიურად ვითარდება. სხვა შემთხვევაში ცხოვრება ერთ ადგილას ჩერდება. თუ ადამიანი მაინტერესებს, ბარიერებს ხელოვნურად არ ვქმნი, ბუნებრივად რაც ხდება, ისიც საკმარისია.
– ოჯახის გოგო თამუნა როგორია?
– თუ საჭმელი გავაკეთე, გემრიელი გამომდის, მაგრამ არც კერძების მომზადება მიყვარს და არც სახლის დალაგება. მირჩევნია, წავიდე და ვიმუშაო. სახლში დიდ დროს ვერ ვატარებ. მყავს დამხმარე, ასე რომ, ამ საქმეების კეთება მე არ მიწევს. გულწრფელად რომ ვთქვა, არც მინდება (იცინის). თუ არ მექნება ვინმეს დახმარების საშუალება, ალბათ, ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ, საბედნიეროდ, მაქვს. თან, სულ დიეტაზე ვარ, არ მინდა, ვჭამო და ამიტომაც არ მიზიდავს კერძების მზადება. თუ მინდა, საყვარელ ადამიანს ვასიამოვნო, ვაკეთებ, მაგრამ ამ პროცესზე არ ვგიჟდები.
– გარეგნობაზე როგორ ზრუნავ?
– გადარეული ვარ თავის მოვლაზე და სულ რაღაც პროცედურებს ვიტარებ-მეთქი, რომ ვთქვა, არ იქნება მართალი. აი, თმაზე ვიტარებ ექსპერიმენტებს, ბევრჯერ შევიცვალე ფერი, ცოტა დამეწვა და ისე აღარ მეხვევა, როგორც ადრე. ვცდილობ, ვივარჯიშო, ხან გამომდის, ხან არა, განწყობას გააჩნია. ხანდახან გამოპრანჭვაც ძალიან მიყვარს, მაგრამ არ შემიძლია, ყოველდღიურად  გამოპრანჭული ვიყო. ალბათ, იმასაც თავისი ხიბლი აქვს, ხანდახან რომ იპრანჭები.
– დიეტა ახსენე.
– საშინელი გურმანი ვარ, გაკეთება არა, მაგრამ გემრიელი საჭმლის ჭამა ძალიან მიყვარს. ამიტომ წონასთან მაქვს ხოლმე პრობლემები. ვინმეს რომ ვეუბნები, დაკლება მინდა-მეთქი, რა სისულელეა, არ გჭირდებაო, – მპასუხობენ, მაგრამ შენ თვითონ რომ დისკოფორტს გიქმნის, იმ კილოგრამებზე მაქვს საუბარი. დიეტაზე ბავშვობაში ვიყავი და ახლა მსგავს სისულელეებს აღარ ვაკეთებ. ამ დროს სწორი კვება და ვარჯიშია საჭირო. მახსოვს, ადრე მინდოდა, ძალიან გამხდარი ვყოფილიყავი, ახლა მოდელის წონაზე აღარ მაქვს პრეტენზია, როგორიც ვარ, კომფორტულად ვარ და თავს დისკომფორტს აღარ ვუქმნი, პირიქით მაქსიმალურად ვანებივრებ.
– რამდენად ძლიერი გოგო ხარ?
– რთულია საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძლიერი ვარ. ძალიან მყარი ფსიქიკა მაქვს, ვერაფერმა შემირყია. ძალიან ემოციური ვარ, მაგრამ ნებისმიერი პრობლემის გამკლავება შემიძლია. ჯერჯერობით ასეა და მერე არ ვიცი, რა იქნება. ღმერთმა დამიფაროს! მთელი ცხოვრებაა, ოჯახი და მეგობრები გვერდში მიდგანან და ესეც ჩემი ძლიერი მხარეა, მაგრამ მე რომ სუსტი ვიყო, მთელი მსოფლიოც რომ დამდგომოდა გვერდით, ისე არ გამოვიდოდა, როგორც არის.
– რთული გზა გამოიარე, სიცოცხლისთვის გიწევდა ბრძოლა და მიუხედავად იმისა, რომ გადარჩენის შანსი სამი პროცენტი იყო, სიკვდილი დაამარცხე. რა გასწავლა შენი ცხოვრების ამ მონაკვეთმა?
– ცხოვრების სიყვარული, ძალიან დიდი ტრანსფორმაცია მოხდა ჩემში,  ჩემს ტვინში ყოველდღიურად რევოლუციები ხდება. მგონია, რომ შევიცვალე, ახლა საკუთარ თავთან სრულ კომფორტში ვარ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიური არ ვარ, ღმერთი შევიგრძენი, მაგრამ ამის გადმოცემა ძალიან რთულია. ისე ვარ, როგორც მინდა, ვიყო. გავაცნობიერე, რომ ყველა ადამიანი ისეა, როგორც თვითონ უნდა, რომ იყოს. თუ ისე არაა, ესე იგი, არ იცის, რა უნდა. ამის გაცნობიერება ძალიან მაგარია და ეს ყველაფერი იმ ამბების მერე მოხდა.
скачать dle 11.3