№7 ტრანსცხიმების შემცველობა ბავშვთა საკვებში და პირველი ლიცენზირებული ქართული ორცხობილა
ბავშვების ჯანსაღი კვება ყველა მშობლის უმთავრესი საზრუნავია. ბავშვის კვებაში ორცხობილა რომ განსაკუთრებული პროდუქტია, ამას ყველა პედიატრი ადასტურებს. იმ ფონზე, როდესაც ბაზარი გაჯერებულია ათასგვარი ორცხობილით, რომელთა წარმომავალობა ხშირად საკმაოდ საეჭვოა, მშობლებს პატარების რაციონის ამ მნიშვნელოვანი პროდუქტის შერჩევისას განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. მით უფრო, რომ როგორც სპეციალისტები ამბობენ, საქართველოში საკმაოდ ბევრი პროდუქტის შემადგენლობაში აღნიშვნა „მცენარეული ცხიმის“ უკან იმალება ტრანსცხიმები, რაც ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია. მსგავსი შეფარვით დაწერილი შემადგენლობები ბავშვთა კვებაშიც ხშირად გვხვდება.
როგორ ირჩევთ შვილისთვის ორცხობილას? – ამ შეკითხვით რამდენიმე რესპონდენტს მივმართეთ, რომელთაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. როგორც დავადგინეთ, მშობლების დიდი ნაწილი არჩევანს ქართულ ბაზარზე სულ რაღაც ორი წლის ისტორიის მქონე ქართული ბრენდის – „ლიბეს“ ორცხობილაზე აკეთებს, რომლის ბისკვიტები მათი პატარების რაციონის ყოველდღიური ნაწილი გახდა.
იმის მიუხედავად, რომ ქართული ორცხობილა ლიბე ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა, ის უკვე გახდა როგორც პატარების, ასევე მათი მშობლების საიმედო პროდუქცია: პატარებისთვის – მისი სასიამოვნო გემოს გამო, უფროსებისთვის კი ლიბეს ორცხობილა სანდო, ხარისხიანი პროდუქციაა. ლიბეს მწარმოებლების მიზანიც სწორედ ეს იყო – პატარებს ჰქონოდათ საშუალება, დაეგემოვნებინათ ჯანსაღი, გემრიელი და სასარგებლო ქართული ორცხობილა, რომელიც დამზადებულია გერმანული რეცეპტით. კომპანიისთვის, რომელიც აწარმოებს ლიბეს ორცხობილას, გადამწყვეტია ხარისხისა და საწარმოო პირობების მუდმივი კონტროლი. ლიბე საქართველოში შექმნილი, პირველი ლიცენზირებული საბავშვო ორცხობილაა.
რაში მდგომარეობს ორცხობილა ლიბეს უპირატესობა სხვა ორცხობილებთან შედარებით და რა განაპიროებებს მის სანდოობასა და სასარგებლო თვისებებს, ამის შესახებ კომპანიის მთავარ ტექნოლოგს, ლაშა თოფურიას გავესაუბრეთ.
– ბატონო ლაშა, როგორ მზადდება ორცხობილა ლიბე და როგორ არის წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე?
– ლიბე საქართველოში მზადდება, ევროპული ხარისხის მანქანა-დანადგარებით აღჭურვილ საწარმოში, ეკოლოგიურად სუფთა პირობებში და რაც მთავარია, ნატურალური ინგრედიენტებით. ჩვენი ორცხობილა არ შეიცავს ისეთ მავნე ინგრედიენტებს, როგორიცაა: პალმის ზეთი, ტრანსცხიმები, არაბუნებრივი კონსერვანტები, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები/პროდუქტი. ლიბეს ამჟამად ორი პროდუქტი აქვს: ლიბე, რომელსაც ჩვენ მოვიხსენიებთ, როგორც „ლიბე ბეიბის“, თუმცა ეს შეფუთვაზე არაა ასახული და განკუთვნილია პატარებისთვის 5 თვის ასაკიდან. წარმოდგენილია ორნაირი შეფუთვა: 210 და 50-გრამიანები. მეორე პროდუქტი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ბაზარზე: „ლიბე ჯუნიორი კლასიკი“ და „ლიბე ჯუნიორი ატამი“. „ლიბე ბეიბისა“ და „ლიბე ჯუნიორის“ შემადგენლობაში ძირითადი განმასხვავებელი ცხიმია. „ლიბე ბეიბიში“ ვიყენებთ ფრანგულ ნაღების კარაქს – „პრეზიდენტს“, „ლიბე ჯუნიორში“ კი – ნატურალურ სიმინდის ზეთს. „ლიბეს“ ბისკვიტები ცოტა შაქარს შეიცავენ, რაც განსაზღვრული რაოდენობით მიღებისას, არ აღემატება პატარების რაციონში შაქრის დღიურ, რეკომენდებულ დოზას. ბაზარზე არსებული ორცხობილების უმეტესობა, საშუალოდ, 20 გრამზე მეტ შაქარს შეიცავს (100 გრამზე). შემადგენლობის გარდა ეს ორი ორცხობილა განსხვავდება ფორმით და გათვლილია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე.
– რა განაპირობებს ლიბეს სასარგებლო თვისებებს?
– ლიბეს სასარგებლო თვისებებიდან გამოვყოფთ რამდენიმეს: ლიბეს ორცხობილა არ შეიცავს არომატიზატორებს, პალმის ზეთს, კონსერვანტებს, არ
შეიცავს გმო-ს, დამზადებულია ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით; წარმოადგენს ვიტამინებისა და ენერგიის წყაროს თქვენი პატარებისთვის; ხელს უწყობს ჩვილებისა და მოზარდების კვებითი რაციონის გამდიდრებას; ხელს უწყობს ღეჭვითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას ბავშვებში. ლიბეს ბისკვიტები ეფექტური არჩევანია ჩვილის ღეჭვითი თვისებების განსავითარებლად. თავდაპირველად შეგიძლიათ, ისინი ფაფის ფორმით შესთავაზოთ პატარებს, შემდგომში კი – უკვე პირდაპირ, ბისკვიტის სახით. რაც შეეხება „ლიბე ბეიბის“, ის სხვა თვისებებთან ერთად, მარტივად ხსნადია. „ლიბე ბეიბი“ გათვლილია პატარებისთვის 5 თვის ასაკიდან, „ლიბე ჯუნიორი“ – შედარებით მოზრდილი ბავშვებისთვის, მისი მოხმარება ასევე დასაშვებია ხუთი თვის ბავშვებისთვისაც. სხვათა შორის, „ლიბე ჯუნიორის“ ორცხობილებს მოზრდილი ადამიანებიც მშვენივრად შეექცევიან. ლიბეს ორცხობილა შეიცავს A და E ვიტამინებს, ვიტამინი A ერთ-ერთ ყველაზე დიდ როლს ასრულებს ბავშვის ჯანმრთელი ორგანიზმის ჩამოყალიბებაში. ის მნიშვნელოვანია, როგორც მხედველობის სრულფასოვანი განვითარებისთვის, ასევე ძვლებისა და ქსოვილების ფორმირებისთვის. ხელს უწყობს ისეთი მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციონირებას, როგორიცაა გული, თირკმელი და ფილტვი. ვიტამინი E იცავს ორგანიზმს, ეგრეთ წოდებული, თავისუფალი რადიკალებისგან, რაც ამცირებს ორგანიზმში მძიმე დაავადებების ჩამოყალიბების შანსს.
– სად შეიძლება შევიძინოთ ორცხობილა ლიბე?
– მისი შეძენა შესაძლებელია აფთიაქებში – „ფარმადეპო“, „ავერსი“, „ჯიპისი“ და „პსპ“, „გუდვილის“ და „აგროჰაბის“ მაღაზიათა ქსელებში.
როგორც ენდოკრინოლოგი თამარ მამულაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, ქართულ ბაზარზე არსებულ ორცხობილებში საკმოდ ბევრი იმპორტული წარმოების ორცხობილა შეიცავს ტრანსცხიმებს, რაც ძალიან სახიფათოა. მოგეხსენებათ, ტრანსცხიმები მიიღება ხელოვნური გზით არანაჯერი ცხიმების გადამუშავებისას ნაჯერ ცხიმებად, მათი გაცხელების და ჰიდროგენიზაციის (წყალბადის ატომების დამატებით) საშუალებით. ჰიდროგენიზაციით თხევადი მცენარეული ზეთები მყარ მასად გადაიქცევიან, ისეთი, როგორიცაა მარგარინი ან კულინარიული ცხიმები. 2006 წელს ინგლისურ „სამედიცინო ჟურნალში“ გამოქვეყნებული იყო სამეცნიერო მასალები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ტრანსცხიმები ზრდიან სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის კონცენტრაციას და შესაბამისად – ათეროსკლეროზის რისკს. მოგვიანებით დადგინდა კავშირი ტრანსცხიმებსა და მკერდის კიბოს, პროსტატის, დიაბეტის წარმოქმნის რისკს შორის. ტრანსცხიმებს შეუძლიათ გამოიწვიონ აუცილებელი ფერმენტების მუშაობის პროცესის დარღვევა, რომლებიც აუვნებელყოფენ ორგანიზმში მოხვედრილ ქიმიურ ნივთიერებებს და კანცეროგენებს. ტრანსცხიმები აქვეითებენ იმუნიტეტს, ზრდიან ინფექციური დაავადებების რისკს, ხელს უწყობენ ასაკობრივი სიბრმავის პროგრესირებას და ხელს უშლიან პროსტაგლანდინების ნორმალურ სინთეზს. საინტერესოა, რომ ასეთი მძიმე თვისებები აქვთ მხოლოდ საწარმოო ტრანსცხიმებს და არა ბუნებრივს. 2006 წელს აშშ-ს კონგრესის მიერ მწარმოებლებს დაეკისრათ ვალდებულება – პროდუქტის შეფუთვაზე მიუთითონ ტრანსცხიმების შემცველობა და წილი. ბევრ შტატში მიღებულია კანონი, რომელიც ზღუდავს ან სრულად კრძალავს ტრანსცხიმების გამოყენებას რესტორნებში და სკოლის სასადილოებში. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან ბევრი პროდუქტის შემადგენლობაში აღნიშვნა „მცენარეული ცხიმის“ უკან სწორედ რომ ტრანსცხიმი იმალება. მსგავსი შეფარვით დაწერილი შემადგენლობები განსაკუთრებით ხშირია ბავშვთა კვებაში, ამიტომაც პატარების კვების პროდუქტის შერჩევის დროს მშობლებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. ეს ეხება ორცხობილებსაც, რომელსაც ჩვენი შვილების ყოველდღიურ რაციონში ძალიან დიდი დატვირთვა აქვს.