№7 ტყვე თუ გადასახლებული
ნოდარ დუმბაძე და ჯანსუღ ჩარკვიანი ფრიდონ ხალვაშს ეწვივნენ მშობლიურ სოფელში. რადგან სახლი არ იცოდნენ, სოფლის ცენტრში მოთამაშე ბავშვებს ეკითხებოდნენ, რა გვარი ხარო, იმ მიზნით, რომ რომელიმე ხალვაში აღმოჩნდებოდა და მისგან გაიგებდნენ ფრიდონის მისამართს. ხუთიოდე ბავშვს რომ გვარი ჰკითხეს, მათ უპასუხეს – ივანოვი, პეტროვი, ვასილიევი, კონევი, მაქსიმოვი, ანუ ისე დაემთხვა, რომ ყველას რუსული გვარი აღმოაჩნდა. მხოლოდ მეექვსე აღმოჩნდა გვარად ხალვაში და ნოდარ დუმბაძემ მას ჩვეული იუმორით უხთრა:
– ბიძია, შენ აქ პლენში ხარ თუ გადასახლებაშიო.