№7 ანეკდოტები
საბავშვო ბაღში ათეისტმა მასწავლებელმა ბავშვებს ჰკითხა:
– აბა, ბავშვებო, ვინც ათეისტია, ხელი ასწიოს.
ყველამ ხელი ასწია მარიამის გარდა.
– მარიამ, შენ რატომ არ ასწიე ხელი?
– იმიტომ, რომ მე ქრისტიანი ვარ, – უპასუხა მარიამმა.
– რატომ ხარ ქრისტიანი?
– იმიტომ, რომ დედაჩემი და მამაჩემი ქრისტიანები არიან.
– დედაშენი და მამაშენი რომ იდიოტები იყვნენ, შენ რა იქნებოდი?
– ათეისტი, მასწავლებელო!
***
ცოლი – ქმარს:
– შენთვის ორი ახალი ამბავი მაქვს, კარგი და ცუდი. მოკლედ, გშორდები და მივდივარ!
– ახლა ცუდი მითხარი!