№7 სასაფლაოზე გაცნობილი აბესალომ და ეთერის ისტორია
გენერალი რომან გვენცაძე ასეთ ისტორიას ყვებოდა: „ეს ისტორია გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში მოხდა და მისი მონაწილეები ცნობილი წყვილია, რომელთა ვინაობას არ დავასახელებ და პირობითად მათ აბესალომი და ეთერი ვუწოდოთ...
მოკლედ, ზაფხულის ერთ საღამოს 20 წლის ეთერი ლექციებიდან ფეხით ბრუნდებოდა სახლში და გზად საბურთალოს სასაფლაო უნდა გაევლო. გზაში მას აბესალომი წამოეწია, რომელიც ასევე, საღამოს ლექციებიდან ბრუნდებოდა და გაცილება შესთავაზა. სასაფლაო რომ ჩაათავეს, ეთერმა აბესალომს უთხრა:
– რა კარგი ბიჭი ხარ, რომ გამომაცილე, თორემ მარტო რომ მევლო, შიშისგან, ალბათ, გული გამისკდებოდაო.
აბესალომი საკმაოდ ოხუნჯი ვინმე გამოდგა და ეთერს ხუმრობით უთხრა:
– ასეთია ჩემი ბედი. მარტოხელა გოგონას რომ ვხედავ, ვდგები და ვაცილებ. სიცოცხლეში კი უფრო სხვანაირი ბიჭი ვიყავიო...
გოგონამ იფიქრა, ზომბს ველაპარაკებიო, შიშისგან შოკში ჩავარდა და გული წაუვიდა. ბიჭმა გულწასული ეთერი რესპუბლიკურ საავადმოყოფში წაიყვანა და გოგონა ძლივს მოასულიერეს. გამოგვიძახეს ჩვენც (მაშინ მილიციის რაიონულ განყოფილებაში ვმუშაობდი). ბიჭი თავს იკლავდა – ჩემი ბრალია ყველაფერი და დამხვრიტეთო.. ერთი სიტყვით, ეთერი სამი დღე გააჩერეს საავადმყოფოში და აბესალომი მის სასთუმალს არ მოშორებია, ღამეებს უთევდა. სამი თვის მერე კი წყვილი დაქორწინდა და დღეს მათ მთელი საქართველო იცნობს...“