№7 ეს საინტერესოა
* გასული საუკუნის 50-იან წლებში კოსმოსური მედიცინის ერთ-ერთ სიმპოზიუმზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართა, ამერიკელმა კოლეგებმა საბჭოთა სტუმრებს დაუსვეს კითხვა: რატომ ვუშვებთ კოსმოსში ჩვენ მაიმუნებს, თქვენ კი – ძაღლებსო. მათ კი უპასუხეს: ყველაფერი დამოკიდებულია მიჯაჭვულობაზე: ზოგს ნათესავები უფრო უყვარს, ზოგს კი – მეგობრებიო.
* მეცხრე-მეათე საუკუნის ისტორიკოსის, ნაირახის მტკიცებით, ყაზახეთის სამხრეთში არაბების მისვლით ადგილობრივებს დამატებითი შემოსავალი გაუჩნდათ – მათ არაბები კვირაში 2 დერჰემს მეჩეთში მისვლისთვის უხდიდნენ.
* შემოდგომის ტყეში ციყვები ხის რამდენიმე ტოტზე გაირბენენ ხოლმე, შემდეგ ჩერდებიან და უყურებენ მოქანავე ტოტებს – რომელი ტოტიც ყველაზე გვიან გაჩერდება, მასზე უფრო მეტი გირჩი ან კაკალია.