კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 ბრძნული აზრები

დოსტოევსკი: საკუთარი გზით არასწორად სიარული სჯობს, სხვისი გზით სწორად სიარულს.
ვოლტერი: ჭეშმარიტი ბედნიერება არ არის ძვირი და თუ მასში გიწევს მაღალი ფასის გადახდა, ესე იგი, ის ყალბია.
სპინოზა: ის, ვინც ცდილობს, ყველაფერი კანონის მიხედვით განსაზღვროოს, დანაშაულს წააქეზებს, ნაცვლად იმისა, რომ შეასუსტოს.
ბულგაკოვი: ბოროტებას უფრო ხშირად ადამიანის სახე აქვს და არა ეშმაკის.
ჰაინე: ღმერთი თუ ჩვენთანაა, მაშინ არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არის წინააღმდეგი.
შონი: მსოფლიო ისეთი ყალბი გახდა, რომ თითქმის ყველა მადლობელია ტყუილისთვის,  სიმართლე კი აღიზიანებს.
ფორბსი: უნდა ელოდოთ – ვინც მოვა, ელაპარაკოთ – ვისაც ესმის და გაჩუმდეთ მასთან – ვინც გაგიგებთ.
გოეთე: არ შეიძლება, დიდება იყოს იქ, სადაც არ არის უბრალოება, სიკეთე და სიმართლე.
შოუ: დაიმახსოვრე, შენ გაკვირდებიან: ზემოდან ღმერთი, შიგნიდან სინდისი და გარედან ხალხი.
როლანი: ვინც ჩუმად არის, იმაზე ორჯერ მეტი იცის, ვინც ლაპარაკობს.
ვოვენარგი: არ ეშინია მხოლოდ სულელს, ვისაც ეშინია და მაინც არ გარბის, ის ლაჩარი არ არის.
ნიცშე: ყველაზე დიდი ჯოჯოხეთი ელის მათ, ვინც უდიდესი ზნეობრივი გარდაქმნების პერიოდში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებისთვის იბრძოდა.
სენტ ეკზიუპერი: თუ ვინმემ შენ გამო ვიღაცა გაყიდა, არ ღირს მასთან საქმის დაჭერა, ადრე თუ გვიან ის შენც გიღალატებს.
ადამსი: ყველა ადამიანი ტირანი იქნებოდა, რომ შეეძლოს.
ჩერნიშევსკი: მხოლოდ ბავშვს შეუძლია, გაგრძნობინოთ, რომ სხვისი ცხოვრება შეიძლება, საკუთარს სჯობდეს.
ბალზაკი: ღმერთს არ უთქვამს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ის შეგვპირდა, რომ არასოდეს მიგვატოვებს.
როკფელერი: მე ჯერ არ ვიცი, ვის ვენდო მთლიანად, მაგრამ უკვე ვიცი, ვისი ნდობა არ შეიძლება საერთოდ.
სტეინბეკი: ვისაც ჭორების სჯერა, საკუთარ თავს პატივს არ სცემს.
მოლიერი: საშიში ის კი არ არის, ვინც ხმამაღლა ყვირის, არამედ ის, ვინც ზურგს უკან დუმს.
საგანი:  არის ასაკი, როდესაც ქალი ლამაზი უნდა იყოს, რათა იგი უყვარდეთ, შემდეგ კი დგება დრო, როდესაც ქალი უნდა უყვარდეთ, რათა იგი ლამაზი იყოს.скачать dle 11.3