კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 რა იცით საკუთარ თავზე

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

არ დაიზაროთ, გააკეთეთ ეს ტესტი და გაიგეთ რაღაც ახალი საკუთარი თავის შესახებ.  საკმაოდ საინტერესოა და შესაძლოა, ცოტათი გაოცდეთ კიდეც.
1. საყვარელი ადამიანი შემთხვევით გაანაწყენეთ. როგორი იქნება თქვენი რეაქცია:
ა) ბოდიშს მოვუხდი – 1;
ბ) ვიფიქრებ, რომ მაინც მაპატიებს – 3;
გ) დანაშაულის გრძნობა დიდხანს შემაწუხებს – 2.
2. თქვენს პარტნიორს დაბადების დღის მოლოცვა დაავიწყდა:
ა)  დაველოდები, იქნებ გაახსენდეს – 2;
ბ) დავურეკავ და გულახდილად ვეტყვი, რასაც ვფიქრობთ – 1;
გ) მეწყინება, მაგრამ არ ვაგრძნობინებ – 3.
3. ყოველთვის ახერხებთ შეინარჩუნოთ თქვენი დამოკიდებულება რაიმე საკითხის მიმართ?
ა) რა თქმა უნდა, მე ყოველთვის მართალი ვარ – 3;
ბ) ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა არის კამათის თემა – 1;
გ) შევეცდები გავიღიმო და ისე შევინარჩუნო ჩემი პოზიცია – 2.
4. თუ თქვენს ზურგს უკან ჩურჩულებენ...
ა) ისეთ სახეს მივიღებ, თითქოს არაფერი მესმის – 2;
ბ) შენიშვნას მივცემ და როცა შესაძლებლობა მექნება, სამაგიეროს გადავუხდი – 3;
გ) შევეცდები, გავიგო, რა დგას ამ  ყველაფრის უკან – 1.
5. თუ თქვენი შეყვარებული პაემანზე არ მოვიდა, იფიქრებთ, რომ ის...
ა) ამაზრზენი ტიპია – 1;
ბ) ალბათ, დაავიწყდა, რომ უნდა შემხვედროდა – 2;
გ) ალბათ, გადამიყვარა – 3.
6. სად გირჩევნიათ შეხვდეთ დღესასწაულს?
ა) ფეშენებელურ რესტორანში – 3;
ბ) პიკნიკზე – 2;
გ) სახლში, მეგობრებისა და ნათესავების გარემოცვაში – 1.
შედეგები:
6-9 ქულა: საერთოდ არ ცდილობთ, ყველასთვის მოსაწონი იყოთ. ხართ გულწრფელი, სამართლიანი.  ყოველთვის ამბობთ იმას, რაც სიმართლედ მიგაჩნიათ. ალბათ, სწორედ ეს არის თქვენი მომხიბვლელობის საიდუმლო.
10-14 ქულა: ძნელად თუ იპოვით ისეთ ადამიანს, თქვენ  რომ  არ მოსწონდეთ. ზოგჯერ სულ არ ცდილობთ, ადამიანებთან ურთიერთობისას დისტანცია შეინარჩუნოთ. რადგან ფიქრობთ, რომ ეს სულაც არ არის აუცილებელი. გინდათ ყველასთან მეგობრული ურთიერთობა გქონდეთ და ახერხებთ კიდეც ამას.
15-18 ქულა: თუ კვლავ ისე მოიქცევით, როგორც აქამდე, წარმოუდგენელია, რომ წინააღმდეგობები არ შეგხვდეთ.  პრობლემებს ვერ აირიდებთ თავიდან. იფიქრეთ იმაზე, რომ  კომპრომისზე წასვლა სულაც არ ნიშნავს საკუთარი თავის გაყიდვას.

скачать dle 11.3