№7 კითხვა-პასუხი
ნინო კანდელაკი ანი რევია
კითხვა: მაქვს აჭრელებული კანი. არ მიყვარს ტონალურებისა და პუდრების გამოყენება. მაკიაჟსაც იშვიათად ვიკეთებ. თუმცა, დღისა და ღამის კრემებს ყოველ დილა-საღამოს ვისვამ. რისი ბრალია აჭრელებული კანი და რას მირჩევთ?
პასუხი: გირჩევთ, პირველ რიგში, სახის კანი დაიტენიანოთ. არსებობს სუპერ და ჰიპერ დამატენიანებელი კრემები, რომლებიც მაქსიმალურად ატენიანებს კანს. გარდა დამატენიანებელი საშუალებებისა, თანამედროვე დერმატო-კოსმეტოლოგიაში არსებობს სხვა საშუალებები: მეზოთერაპია, პლაზმოლიფტინგი, ოქროს ნიღაბი და სხვა. აუცილებლად უნდა მიმართოთ, დერმატო-კოსმეტოლოგს, რათა სწორად შეირჩეს დამატენიანებელი კრემი და ჩაგიტარდეთ მკურნალობის კურსი.