№7 თევზის 4-დღიანი დიეტა
თევზის დიეტა ხელს უწყობს წონაში კლებას. თევზი ორგანიზმს ამარაგებს საჭირო ვიტამინებით, განსაკუთრებით კი, ავსებს D ვიტამინით, რაც აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. ამ რაციონის დაცვით, 4 დღეში, გარანტირებულად დაიკლებთ 2 კილოგრამს. თუმცა დიეტის დროს რაციონიდან უნდა ამოიღოთ შაქარი და ტკბილეული, მარილი კი ძალიან მცირე რაოდენობით მიიღეთ. თევზის დიეტური სახეობებია: სუდაკი, ხეკი, თინუსი, კამბალა, სკუმბრია, ვირთევზა, ნავაგა. დიეტის გამეორება რეკომენდებულია, დიეტის დასრულებიდან 8 კვირის შემდეგ. დიეტის პერიოდში, ზღვის პროდუქტების გარდა, შეგიძლიათ, მიიღოთ ხილი, ბანანის გამოკლებით. საკვების მიღება სასურველია ერთსა და იმავე დროს, ხოლო ვახშამი 6 საათს არ უნდა გადააცილოთ საღამოს.
პირველი დღე
საუზმე – 15 გრამი ორთქლზე მომზადებული თევზი, 150 გრამი წყალზე მოთუშული კომბოსტო, უშაქრო ჩაი.
სადილი – 200 გრამი ბოსტნეულის წვნიანი.
სამხარი – ნებისმიერი დაბალკალორიული ხილი.
ვახშამი – 150 გრამი მოხარშული თევზი და სტაფილოს სალათა, რომელიც ასე უნდა მოამზადოთ: 3 ცალ გახეხილ სტაფილოს მოასხით ცოტა ძმარი და ზეთი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და ცოტა ხმელი ქინძი.
მეორე დღე
საუზმე – 150 გრამი მოხარშული თევზი, უშაქრო ჩაი და რამდენიმე შავი ქლიავის ჩირი.
სადილი – 2 ცალი თევზის კატლეტი და კომბოსტოს მწნილი.
სამხარი – ნებისმიერი დაბალკალორიული ხილი.
ვახშამი – 200 გრამი მოხარშული თევზი და ხილის ახალგამოწურული უშაქრო წვენი.
მესამე დღე
საუზმე – 150 გრამი მოხარული თევზი და უშაქრო ჩაი.
სადილი – 1 ულუფა უხორცო ბორში.
სამხარი – ნებისმიერი დაბალკალორიული ხილი.
ვახშამი – 100 გრამი მოხარშული თევზი, უშაქრო ჩაი ერთ ჩაის კოვზ თაფლთან ერთდ.
მეოთხე დღე
საუზმე – 150 გრამი მოხარშული თევზი, 1 ცალი ბოლოკი, ერთი ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური და უშაქრო ჩაი.
სადილი – 200 გრამი თევზის წვნიანი, მწვანე სალათის ფურცლები.
სამხარი – 1 ნაჭერი მოხარშული თევზი და 2 ცალი კიტრი.
ვახშამი – 2 ცალი თევზის კატლეტი, 200 გრამი მოთუშული სტაფილო ხახვით.