კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 როგორ მოვიცილოთ ცელულიტი სახლის პირობებში

ნინო კანდელაკი ანი რევია

ცელულიტის წარმოქმნა არასწორ კვებას, უმოძრაო რეჟიმს, ჰორმონალურ დისბალანსს და უამრავ სხვა მიზეზს უკავშირდება. ფაქტია, ის ბევრ ქალბატონს აწუხებს და ესთეტიკურადაც ცუდი შესახედია. არსებობს ცელულიტთან ბრძოლის ბევრი მეთოდი, თუმცა საკმაო თანხებს მოითხოვს. მაგრამ, თუ მოინდომებთ და არ დაიზარებთ, ამ პრობლემის მოგვარება სახლის პირობებშიც მარტივადაა შესაძლებელი.
* მასაჟი – მასაჟი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ცელულიტს ნაკლებად შესამჩნევს ხდის;
* დიეტა – მიირთვით ბევრი ბოსტნეული, მიიღეთ ჯანსაღი ცხიმები და დღის განმავლობაში რაც შეიძლება ბევრი წყალი სვით. ასევე, კარგია მწვანე ჩაი.
* ყავის სკრაბი – აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კოფეინი კი ცელულიტს საკმაოდ ეფექტურად ებრძვის.
* ქოქოსის ზეთი – თუ მას კანზე წაისვამთ, ეს ზეთი მას ნაზსა და გლუვს გახდის.
* თაფლი – E, C და B ვიტამინებით მდიდარი ეს პროდუქტი, აქტიურად ებრძვის ცელულიტს. 2 სუფრის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი დარიჩინი, ერთმანეთში შეურიეთ. ნაზავი ფოლგას წაუსვით, პრობლემურ ადგილას დაიდეთ  და დაახლოებით ნახევარი საათით გაიჩერეთ. ასევე, ჯამში შეათბეთ თაფლი, დაუმატეთ ერთი კვერცხის გული, რამდენიმე წვეთი ფორთოხლის, მანდარინის ან ჟოჟობას ზეთი და წაისვით პრობლემურ ზონებზე. მჭიდროდ შეიხვიეთ ცელოფნით, შემდეგ შემოიხვიეთ თბილი პირსახოცი და ერთი საათით წამოწექით. შემდეგ, მიიღეთ შხაპი და წაისვით ანტიცელულიტური კრემი.
* ცისფერი თიხა საუკეთესოდ წვავს ცხიმის ფენას. მასში დიდი რაოდენობით შედის კანისთვის სასარგებლო მიკროელემენტები. გახსენით თიხა ცოტაოდენ თბილ წყალში, არაჟნის სისქის მიღებამდე. თანაბრად გადაინაწილეთ პრობლემურ ზონებზე და შეიფუთეთ ცელოფნით. გაიჩერეთ ერთი საათი. შემდეგ ჩამოიბანეთ.
* წიწაკა და დარიჩინი – 2 ჩაის კოვზ დაფქულ დარიჩინს, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი დაფქული წიწაკა, 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 7-8 წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი. წაისვით პრობლემურ ადგილას და გაიჩერეთ, დაახლოვებით, ნახევარი საათის განმავლობაში. ამ სახვევის გაკეთების წინ მოერიდეთ ბევრი სითხის მიღებას.
სასურველი ეფექტის მისაღებად და ცელულიტისგან გასათავისუფლებლად, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სახვევის გაკეთება რეკომენდებულია კვირაში 2-ჯერ.
ამის პარალელურად, კარგია და აუცილებელი ანტიცელულიტური ნაყენით ყინულის კუბების მოხმარება და სპეციალური ანტიცელულიტური სკრაბით პრობლემური ზონების დამუშავება:
* ანტიცელულიტური ნაყენის ყინულის კუბები – საჭიროა: 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი, 1 ჩაის კოვზი ვარდის ზეთი, 2 სუფრის კოვზი როზმარინი, 2 ჩაის კოვზი ოხრახუშის წვენი და 1 პაკეტი მწვანე ჩაი. ყველა ინგრედიენტი, ვაშლის ძმრისა და ვარდის ზეთის გარდა, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით 5-6 ჭიქა წყალი და ადუღეთ, სანამ არ განახევრდება. გააგრილეთ და დაუმატეთ ვაშლის ძმარი და ვარდის ზეთი. ჩაასხით ყინულის ფორმებში და გაყინეთ. ყოველ დილით ამ კუბებით დაიზილეთ პრობლემური ნაწილები.
* ანტიცელულიტური სკრაბი – ერთმანეთში აურიეთ ნახევარი ჭიქა „თურქული“ ყავის ნალექი, 1 სუფრის კოვზი წითელი ღვინო, 1 სუფრის კოვზი ზღვის მარილი და 3 კოვზი ანტიცელულიტური კრემი. დაბანის წინ ამ სკრაბით კარგად დაიმასაჟეთ პრობლემური ადგილები. დაბანის შემდეგ კი წაისვით ანტიცელულიტური, დამატენიანებელი მოქმედების კრემი.скачать dle 11.3