№7 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1975 წლის 11 ივნისს. მინდა ბიზნესის წამოწყება. ამ მხრივ, რომელ სფეროში მელის მეტი მოგება?
პასუხი: თქვენთვის აუცილებელიც კია ბიზნესში მოღვაწეობა, რადგან ეს თქვენი წარმატების ერთ-ერთი ფაქტორია. ხოლო, განსაკუთრებით მომგებიანი და კარგი იქნება უძრავი ქონების, ხელოვნების, ბენზინის, სასმელების, კლინიკებისა და სასტუმროების ბიზნესი.
კითხვა: დავიბადე 1984 წლის 8 მარტს. აქ ვერაფერს მივაღწიე და მინდა, სამშობლოდან დროებით წავიდე. უცხოეთის რომელი ქვეყნებია ჩემთვის მისაღები?
პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისიაა, ამიტომ იქ გამგზავრება და ძალების მოსინჯვა ძალიან კარგია. ქვეყნებიდან კი, წარმატების მომტანია: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილი, სერბეთი, ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, პორტუგალია, რუსეთი, სლოვენია, ესპანეთი, პოლონეთი, შვედეთი და კანადა.
კითხვა: ცხოვრებაში ნაკლებად მიმართლებს და იქნებ რამეს არასწორად ვაკეთებ და კარმული მისიის წინააღმდეგ ვმოქმედებ? დავიბადე 1994 წლის 12 იანვარს.
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შრომისუნარიანი, მიზანსწრაფული, მომთმენი, პრაქტიკული, ფულის სწორად მხარჯველი. გამოავლინეთ ინიციატივა, ლიდერულ-ორგანიზატორული ნიჭი, საკუთარ თავზე აიღეთ პასუხისმგებლობა, იყავით მაქსიმალისტი, მებრძოლი სულისკვეთების, ნებისმიერ საქმეს მეტი სერიოზულობით მოეკიდეთ. თუ ამას მიაქცევთ ყურადღებას, ცხოვრებაშიც უფრო მეტად გაგიმართლებთ და კოსმიურ მისიასაც შეასრულებთ.
კითხვა: დავიბადე 1999 წლის 14 თებერვალს. რომელი პროფესიებია ჩემთვის უფრო წარმატებული, რომ ბედი სწორედ იქ ვცადო და დრო ტყუილად არ ვხარჯო – უსარგებლოდ და უპერსპექტივოდ?
პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის განსაკუთრებულად კარგია და წარმატებების მომტანი რეანიმატოლოგია, ქირურგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, ფსიქიატრია, პედიატრია, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურა, საგამომძიებლო საქმე, მაკონტროლებელი ორგანოები, პედაგოგიკა, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო, კომერციული საქმიანობა, ფსიქოლოგია, ეთნოგრაფია და ასტროლოგია.
კითხვა: დავიბადე 1973 წლის 7 აპრილს. უცხოეთში მინდა წასვლა და იქ გაწეული შრომით გარკვეული კაპიტალის დაგროვება. რომელ ქვეყანას მირჩევთ?
პასუხი: თქვენთვის უცხოეთის ქვეყნებიდან მისაღებია ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი ნაწილი, ინგლისის დასავლეთი მხარე, ბელგია, კანადა, კუნძული სარდინია, საბერძნეთი, ნორვეგია, იტალია, არგენტინა, ბირმა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ესპანეთის კატალონიის მხარე, ლატვია, ავსტრია.