კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 ვის და რატომ დაავალა სტალინმა 1945 წელს ჰიტლერის კვალის მოძიება

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მიუხედავად იმისა, რომ სტალინმა ჰიტლერი პირწმინდად დაამარცხა, საბჭოთა ბელადს სურდა ფიურერის სიკვდილის ასპროცენტიანი დასტური ჰქონოდა და საამისოდ საიდუმლო განკარგულებაც გასცა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ტიმოფეი ლეონოვი წერს: „ოფიციალურად მიჩნეული ვერსიით, 1945 წლის 30 აპრილს, ბერლინის დროით, დაახლოებით 16 საათსა და 30 წუთზე ადოლფ ჰიტლერმა და ევა ბრაუნმა თავი მოიკლეს. შემდეგ ჰიტლერის წინასწარი ბრძანებით, მათი ცხედრები რაიხსკანცელარიის ბუნკერიდან ეზოში გაიტანეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს... დაახლოებით ასეთი შინაარსის ტექსტით შეატყობინა მარშალმა ჟუკოვმა ბერლინიდან სტალინს ფიურერის სიკვდილის შესახებ 30 აპრილს, საღამოს. ჟუკოვმა თავისი შეტყობინება ამ სიტყვებით დაასრულა:
– საკადრისი მიიღო იმ ნაძირალამ და ჩაძაღლდაო.
სტალინმა მშვიდად მოისმინა მარშლის ინფორმაცია. პაუზა გააკეთა და ჰკითხა:
– ამხანაგო ჟუკოვ, დარწმუნებული ხართ, რომ დამწვარი გვამები ნამდვილად ჰიტლერსა და მის ცოლს ეკუთვნით?
– თვითმხილველების ჩვენებები გვაქვს. ეს ფაქტი ასევე, ჰიტლერის პირადმა მასაჟისტმა და დანტისტმა დაადასტურეს. ყველანი დაკავებულები არიან და მათთან საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
– ცხედრები სადაა?
– სპეციალურ ყუთებშია მოთავსებული.
– ცხედრები მოსკოვში გამოუშვით. ჰიტლერის დაკავებული გარემოცვა კი საფუძვლიანად გამოჰკითხეთ. დამატებითი სამხილების მოძიებაზე იმუშავეთ. ნაადრევ დასკვნებს ნუ გააკეთებთ და ნურც განცხადებას – ჰიტლერის თვითმკვლელობის თაობაზე. ყველაფერი ზუსტად გავარკვიოთ...“
ამ სატელეფონო საუბრიდან ცხრა დღის შემდეგ, ჟუკოვმა ბერლინში ფაშისტებისგან კაპიტულაცია მიიღო და მხოლოდ ამის მერე იქნა ოფიციალურად გაცხადებული ფიურერის თვითმკვლელობის შესახებ. გენერალი პავლე ფიტინი იხსენებდა: „რაიხსკანცელარიის ეზოში აღმოჩენილი დანახშირებული ცხედრები მოსკოვში სპეციალური თვითმფრინავით პირადად „სმერშის“ ხელმძღვანელმა, ვიქტორ აბაკუმოვმა ჩამოიტანა და საქმეში პათოლოგანატომები ჩაერთნენ. მიუხედავად სკურპულოზური კვლევებისა, ისინი დანამდვილებით ვერ ადასტურებდნენ, რომ ცხედრები ჰიტლერსა და ევა ბრაუნს ეკუთვნოდათ. სტალინის განკარგულებით, თავის ქალები და დანახშირებული ცხედრების ნაწილები სპეცსაცავში მოათავსეს. იმავე (სტალინის) ბრძანებით შექმნილმა საიდუმლო ჯგუფმა კი, სავარაუდოდ, გადარჩენილი და გაქცეული ჰიტლერის კვალის ძებნა  მთელ მსოფლიოში დაიწყო. სტალინმა ასე იოლად არ დაიჯერა ფაშისტი ფიურერის ასეთი აღსასრულის ამბავი და ჩვენს სამსახურებს ასპროცენტიანი სამხილების მოძიებას სთხოვდა“.
სტალინს რომ ჰიტლერის სიკვდილის ამბავი არ სჯეროდა, ამას ვიაჩესლავ მოლოტოვიც ადასტურებდა: „სტალინს ეჭვი ეპარებოდა, რომ ჰიტლერმა ასე მარტივად დაასრულა სიცოცხლე და მეუბნებოდა, ჰიტლერის მსგავსი ნაძირლები თავს არ იკლაევენ და ყოველმხრივ ებღაუჭებიან სიცოცხლესო. თუ ის გადარჩა, საკმაოდ სახიფათოა, რადგან ჩვენ წინააღმდეგ მის გამოყენებას ყოველთვის შეეცდებიან ჩვენი მტრებიო... სტალინმა ამ საქმის გარკვევა ბერიას დაავალა და ჩვენი დაზვერვა ჩვეულ სტილში შეუდგა ფიურერის  კვალის ძებნას მთელ მსოფლიოში.“
ბერიამ ამ ოპერაციის ჩატარება პავლე სუდოპლატოვის უწყებას დაავალა, რომელსაც ასეთი საქმეების კეთების უმდიდრესი გამოცდილება ჰქონდა. სუდოპლატოვი პირადად სტალინთან იყო ანგარიშვალდებული და როგორც კი რაიმე სიახლე გამოჩნდებოდა, მაშინვე მასთან შედიოდა მოხსენებით. თავად სუდოპლატოვი ყვებოდა: „სპეცჯგუფის ძირითადი ბირთვი 45 ადამიანისგან შედგებოდა და თითოეული მათგანი უმაღლესი კვალიფიკაციით გამოირჩეოდა. შევადგინეთ ძირითადი გეგმა, დავსახეთ მიმართულებები და ჯგუფმა ჰიტლერის ძებნა რაიხსკანცელარიის ჰიტლერბუნკერიდან დაიწყო. ფეხზე დააყენეს მთელი აგენტურული ქსელი, გამოცდილი რეზიდენტურა და უკვე 1946 წლის თებერვლის მიწურულს გაჩნდა საკმარისად სანდო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჰიტლერმა და ევა ბრაუნმა 1945 წლის 30 აპრილს საჰაერო გზით დატოვეს ბერლინი და ესპანეთში გაემგზავრნენ. მათ მაგივრად კი მათი ორეულები დახოცეს და დაწვეს. ეს ამბავი მიღებისთანავე ვაცნობე პირადად სტალინს. მან ულვაშებში ჩაიღიმა და თქვა:
– მეც ვვარაუდობდი. არაერთხელ მითქვამს, რომ ჰიტლერისნაირი ნაძირლები ასე მარტივად არ კვდებიან და ყოველმხრივ ებღაუჭებიან სიცოცხლეს. ესე იგი, იმ ნაძირალამ მაინც მოახერხა გაქცევა...
– დიახ. ამის დიდი ალბათობაა, ამხანაგო სტალინ. ეს ინფორმაციები სამი სხვადასხვა არხით მივიღეთ.
– თქვენი უპირველესი ამოცანაა, რომ ამ ინფორმაციის სისწორეში დარწმუნდეთ და ის ან ცოცხალი აიყვანოთ, ან მისი თავი მოიპოვოთ, – მითხრა სტალინმა.
ეს სიტყვები რომ მოვისმინე, სტალინის ბრძანება გამახსენდა, რომ ჩვენებს ჰიტლერზე მოსალოდნელი ყველა თავდასხმის მცდელობა გაენეიტრალებინათ. მაშინ სტალინს ცოცხალი ჰიტლერი ომში საბოლოო გამარჯვებისთვის სჭირდებოდა და მართლაც, ჰიტლერს, რომ იტყვიან, კბილებით ვიცავდით. ამის გახსენებაზე გამეღიმა. სტალინს ეს არ გამოჰპარვია და მითხრა:
– ალბათ, გაგახსენდათ, თუ როგორ დაგავალეთ ჰიტლერის დაცვა.
– დიახ, ამხანაგო სტალინ, – ვთქვი მე.
– მაშინ, ჰიტლერს ანგლო-საქსებისგან ვიცავდი. ახლა კი როლები შეიცვალა და ვფიქრობ,  სწორედ ისინი მფარველობენ იმ ნაძირალას. მიდით, განაგრძეთ მუშაობა!
სტალინისგან რომ წამოვედი, ჩემს კაბინეტში თათბირი ჩავატარე და ახალი მიმართულებები დავსახეთ“.
ჰიტლერზე ნადირობამ 1951 წელს საბჭოთა დაზვერვა არგენტინაში, ანდების მთებთან ერთ სანაპიროზე მიიყვანა, სადაც თითქმის ასპროცენტიანი სიზუსტით გახდა ცნობილი, რომ ჰიტლერი იმალებოდა. სტალინთან შეთანხმებით, იდეალურად მომზადებულმა უშიშროების ჯგუფებმა, რომლებიც 125 მებრძოლისგან შედგებოდა, წყალქვეშა ნავ „პიონერით“ ჰიტლერის ასაყვანად ან სალიკვიდაციოდ არგენტინას მიაშურა. თუმცა, დანიშნულების ადგილამდე ათ კილომეტრში ორასამდე საბჭოთა სამხედრო და „პიონერი“ ამერიკელების ხაფანგში გაებნენ და ისინი დაატყვევეს. თუმცა, რადისტმა მოსკოვში შეტყობინების გაგზავნა მოასწრო  და „ცენტრში“ ყველაფერი იცოდნენ. სტალინმა პირდაპირ ჰარი ტრუმენს გაუგზავნა ასეთი მიმართვა: „დაუყოვნებლივ მოვითხოვ ჩვენი სამხედროების გათავისუფლებას „პიონერიანად“. წინააღმდეგ შემთხვევაში დასავლეთ გერმანია დაიბომბება და მოხდება მისი სრული ოკუპაცია...“ ტრუმენი მიხვდა, რომ უკვე ატომურბომბიანი სტალინი უკან არ დაიხევდა და მისი მოთხოვნა შეასრულა, თუმცა, როგორც ჩანს, გაქცეულ ჰიტლერს ადგილსამყოფელი შეუცვალეს. შემდეგ კი სტალინიც გარდაიცვალა და ხრუშჩოვმა ეს საკითხი დახურა“.
скачать dle 11.3