კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 ანანასი თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ანანასს იმდენი სასარგებლო თვისება აქვს და იმდენ ვიტამინს შეიცავს, რომ თავისუფლად შეიძლება სამკურნალო პრეპარატის დანიშნულებით გამოვიყენოთ. მასში შედის კალიუმი, მაგნიუმი, C, PP, B12, B1, B2 ვიტამინები, უამრავი სასარგებლო მიკროელემენტი და მინერალური ნივთიერება. ტროპიკული ხილის რბილობი შეიცავს ასკორბინის მჟავას, ცილებს, შაქარს, საკვებ ბოჭკოებსა და წყალს. გარდა ამისა, მასში შედის სასწაულმოქმედი ფერმენტი ბრომელაინი, რომელიც შლის ცილებს და ხსნის შეშუპებას. ანანასი შესანიშნავი საშუალებაა გრიპოზულ დაავადებებთან ბრძოლაში, რადგან ის დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, აუცილებელი სასარგებლო ნივთიერებებით ამარაგებს ორგანიზმს და ებრძვის ინფექციას. იმისთვის, რომ ანანასმა მაქსიმალური ეფექტი გამოავლინოს, უნდა მივიღოთ უზმოზე. ეს პირობა ფერმენტ ბრომელაინს უკავშირდება: სხვა საკვებთან კომბინაციაში მას სასარგებლო თვისების გამოვლენა აღარ შეუძლია და მხოლოდ ორგანიზმის ფერმენტაციას აუმჯობესებს. ამას გარდა, ბრომელაინი უმკლავდება სხვადასხვა ანთებით პროცესებს: ანგინას, პნევმონიას, სინუსიტს, ართრიტს და სხვა. კალიუმის მაღალი შემცველობის წყალობით, ანანასი ამაგრებს ადამიანის ნერვულ სისტემას – ის შესანიშნავი ანტიდეპრესანტია. ანანასი ჩინებული საშუალებაა ვენების ვარიკოზული გაგანიერების წინააღმდეგ. აგრეთვე, წმენდს სისხლძარღვების კედლებს ცხიმოვანი ნადებისგან. დაბლა სწევს არტერიულ წნევას, აყუჩებს კუნთებისა და სისხლძარღვების ტკივილს. დადასტურებულია, რომ ანანასს ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა შეუძლია. მეცნიერთა კვლევების მიხედვით ის ამცირებს კიბოს განვითარების რისკს. ანანასი ორგანიზმის შესანიშნავი გამაახალგაზრდავებელი საშუალებაა. კოსმეტოლოგიაში - მისგან ნაოჭების საწინააღმდეგო სახის სხვადასხვა ნიღბები და ბალზამები მზადდება. ანანასი წონის დასაკლებ ეფექტურ საშუალებად ითვლება. მას დახმარება შეუძლია არა მარტო ზედმეტი წონისაგან გათავისუფლებაში, არამედ ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებაში. ანანასი წონის დაკლების ბევრი საშუალების შემადგენლობაში შედის. რა თქმა უნდა, მხოლოდ ანანასის ჭამით ვერ გახდებით, რადგან წონის პრობლემას კომპლექსურად უნდა მიუდგეთ. საჭიროა ცხოვრების წესის, კვების რეჟიმის შეცვლა, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება. ანანასი კი მხოლოდ ერთ-ერთი საშუალებაა ზედმეტ წონასთან საბრძოლველად. ანანასი ამცირებს მადას. ყოველი ჭამის წინ 50 გრამი ანანასის ჭამა თრგუნავს შიმშილის გაძლიერებულ გრძნობას, შესაბამისად, ნაკლებ საჭმელს მიირთმევთ, რაც, ბუნებრივია, თქვენს ფორმებზეც აისახება. საჭმლის მომნელებელი ფერმენტების უკმარისობის დროს ირღვევა ცილების გადამუშავების პროცესი, რაც ჭარბწონიანობის ხელშემწყობი ფაქტორია, ხოლო ბრომელაინი ეს არის ნივთიერება, რომელსაც შეუძლია ამ ფერმენტების შეცვლა – აი მიზეზი, რის გამოც ანანასი ხელს უწყობს წონის კლებას. საბოლოო ჯამში, ანანასი, ეს არის ხილი, რომელიც მასში შემცველი ბრომელაინისა და სხვა ნივთიერებების საშუალებით აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.
უარყოფითი თვისებები – ანანასი ბევრ მჟავას შეიცავს, ამიტომ მისი მოხმარება კუჭის მომატებული მჟავიანობისას, წყლულისა და კუჭ-ნაწლავის სხვა დაავადების შემთხვევაში არაა რეკომენდებული. ორსულებმა კი, უმჯობესია, ამ ხილის მოხმარებისგან თავი შეიკავონ – ბოლომდე დაუმწიფებელ ანანასს ან მის წვენს შეუძლია საფრთხე შეუქმნას ნაყოფს. ანანასი შლის კბილის ემალს, თუ მისი ჭამის შემდეგ პირს სუფთა წყლით არ გამოივლებთ, რასაც იშვიათად აკეთებს ვინმე. პირიქით, მას ზედ ჩაის ან ყავას აყოლებენ, რაც აძლიერებს დაშლის ეფექტს. ანანასის მონოდიეტა ისევე მავნებელია, როგორც ნებისმიერი მონოდიეტა. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულმა კვლევებმა საპირისპირო შედეგები აჩვენა – ანანასმა შეიძლება, ხელი შეუწყოს წონის მატებას და არა პირიქით. ცხიმები, რომლებიც შეიძლება ორგანიზმიდან აუთვისებლად გამოდევნილიყო, იშლება და ხდება მათი ათვისება. ანანასი ძლიერი ალერგენია და ეს ალერგიულ ადამიანებს მუდამ უნდა ახსოვდეთ.скачать dle 11.3