კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 როგორ გადაარჩინა ზურაბ წერეთელმა საყვარელი ქალი თვრამეტჯერ სიკვდილს

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

…ალბათ, ბევრს არ ჰქონდა მისებრ მხურვალე, დაჟინებული ლტოლვა თავისუფლებისაკენ. რუსთაველზე დაინახა ინესა და შეუყვარდა. ეს თავისუფალი სულის არჩევანი იყო. „საღამო ხანს აკადემიიდან გამოვედი, ჩამოვუხვიე რუსთაველზე. მოპირდაპირე მხრიდან ორი გოგონა მოდის. ერთს რაღაც უცნაური, ლამაზი ქუდი ახურავს, ძალიან დიდი. ლამაზი თვალები აქვს. იმდენად მომეწონა, გავჩერდი კიდეც. გულიც ამიხმაურდა, რა ვქნა, ვინ არის? მოსვენება დავკარგე... ქუჩაში დავდიოდი და ვათვალიერებდი, იქნებ სადმე დავინახო. ერთ საღამოს ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე მივედი და რას ვხედავ, ის აქ არის... პასტერნაკის, პუშკინის ლექსებს კითხულობს... შემიყვარდა. გაცილება ვთხოვე და დამთანხმდა, დამიჯერა. მალევე ვიქორწინეთ.“ (ნ. კობიაშვილი წიგნიდან  – „ზურაბ წერეთელი ან იქ, სადაც მზე კაშკაშებს, ბნელი ვერ იქნება“) მალე ზურაბ წერეთელმა და თენგიზ მირზაშვილმა ინესას ბინაში სახელოსნოსთვის ოთახი იქირავეს – ფულს აკადემია იხდიდა. ხელის სათხოვნელად ინესას მამიდასთან და მის მეუღლესთან მივიდა. ორი წლისაც არ ყოფილა ინესა, დედ-მამა რომ დაუხვრიტეს. იგი მამიდამ გაზარდა… „მალე დავქორწინდით. მეგონა, დიდი ფული მქონდა, მოსკოვში გავიპარეთ. ჩემიანებს ვუთხარი, ბაკურიანში მივდივარ-მეთქი – მათ სხვა ჰყავდათ ჩემთვის არჩეული. სასტუმროსთვის ფული არ გვყოფნიდა და სერპუხოვოს მოედანთან ოთახი ვიქირავეთ. მაშინ,  ინესას პირველი საჩუქარი ვუყიდე: კერამიკისა და პლასტმასის ბროში. დავდიოდით გამოფენებზე, თეატრში, ალექსანდრეს ბაღში... ერთი სურვილი მქონდა, მისი ცხოვრების ყოველი დღე ბედნიერი ყოფილიყო. ვცდილობდი, გამეხარებინა, რას არ ვაკეთებდი... ძალიან ბედნიერი ვიყავი ინესა რომ მყავდა...“ მათ არ იცოდნენ ეჭვიანობა ერთმანეთზე, ადამიანურ სისუსტეებზე ამაღლების გასაოცარი ნიჭი გამოიჩინეს. ერთად ააგეს სულიერი ტაძარი, სადაც მხოლოდ ჰანგი ისმოდა და მხოლოდ მათი სანთლები ენთო. ძალიან უჭირდათ მატერიალურად, მაგრამ ჰქონდათ იმედი და რწმენის გზით სულთან ერთობაშიც იყვნენ. ერთი წლის შემდეგ ქალიშვილი – ელენე შეეძინათ. მოფერებით ლიკას ეძახდნენ და დღემდე ეს სახელი შერჩა. წერეთელი შეკვეთებს ეძებდა გამომცემლობებში. „ნიანგის“ კარიკატურებს ხატავდა, თან, სოფლის კლუბებისთვის შეკვეთებს ასრულებდა. 1960 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, გიორგი ჩიტაიასთან.  5 წლის შემდეგ სამხატვრო კომბინატში გადაიყვანეს... საფრანგეთში მცხოვრებმა ინესას (მეორე) მამიდამ და ბიძამ მათი შეუღლების ამბავი გაიგეს და ორივე პარიზში მიიწვიეს, მაგრამ საბჭოეთიდან გასვლა თითქმის შეუძლებელი იყო, მოწვევები გრძელდებოდა, მაგრამ მხოლოდ 1965 წელს მიიღეს უფლება, ერთ-ერთი გამგზავრებულიყო, რადგანაც მაშინ ცოლ-ქმარს უცხოეთში ერთად არ უშვებდნენ. ინესამ გადაწყვიტა, ზურა წასულიყო. ჩათვალა, რომ ზურას, როგორც მხატვარს, პარიზი ბევრს მისცემდა. ინესას ბიძა დე გოლის მთავრობაში მუშაობდა და ეტყობა, ახლო ურთიერთობა ჰქონდა დე გოლთან, რომ ფანტაზიის განვითარების კურსებზე ჩარიცხულიყო, თან, თარჯიმანიც მიამაგრეს. წერეთელმა კარგა ხნის მერე, მაგრამ მაინც, გამოხატა მადლიერება დე გოლისადმი და მოსკოვის ერთ-ერთ მოედანზე, მისი ძეგლი აღმართა, რომლის გახსნაზეც ჟაკ შირაკმა სამუდამო მეგობრობა შესთავაზა. მაშინ გაიცნო პიკასო და მის სახელოსნოშიც დადიოდა...“ პიკასოს წერეთლის ნამუშევარზე წაუწერია: „ახალგაზრდა წერეთელს კარგი საწყისი აქვს. ის ღრმად გრძნობს ფერს და განზოგადების საოცარი უნარი აქვს. ვფიქრობ, ის უდიდესი ფერმწერი იქნება. მდიდარი ტრადიციები მიიღო ფიროსმანისგან, რომელიც მეც დამეხმარა, როცა ახალგაზრდა ვიყავი.“ „პარიზში მივხვდი, რომ მხატვარს შეუძლია, ყველაფერი აკეთოს – სკულპტურა, ფაიფური, ვიტრაჟი, მოზაიკა. მე ვუყურებდი, როგორ მუშაობდა ვიტრაჟზე შაგალი. ვნახე, რომ პიკასო მარტო ფერმწერი კი არ არის, არამედ ძერწავს, ფაიფურსა და კერამიკას ხატავს, ხოლო ეზოში ვიტრაჟები და მოზაიკაა. მახსოვს, როგორ გავოცდი, როცა პიკასომ ხატვის შემდეგ სამეთუნეო სახელოსნოში ფაიფურისა და კერამიკის მოხატვა დაიწყო, შემდეგ ისევ მოლბერტს დაუბრუნდა...“
მთელი ცხოვრების განმავლობაში წერეთელს მშვიდად არ შეუხედავს ყვავილებისა და ლამაზი სახისთვის. მისთვის ყვავილების სუნთქვა ტილოზე ისევე
მომხიბვლელია, როგორც ქალების გამომეტყველება – სევდიანები, ამაყები, გახარებულნი, სასოწრაკვეთილნი... მისთვის მოდელები იყვნენ. ასეა დღესაც. იგი ინესას ერთგულია. მან იცის, რომ ინესასავით აღარავინ შეუყვარდება – ასე შორეული და ასე ახლობელი ინესა, რომელიც მისი დროით ცხოვრობდა და მისი სიყვარულით სავსე გადავიდა სხვა სამყაროში, მაგრამ სილამაზე დღემდე დაუფარავ სიხარულს იწვევს მასში. მისი გაურკვეველი, უპიროვნო გატაცებები და ურთიერთობები სხვა ქალბატონებთან მისი ცვალებადი ხასიათის მაჩვენებელი როდია, პირიქით, ის შეიძლება, გამოწვეული იყოს სილამაზის შეუნელებელი ძიებით... მაგრამ, აბა, ვინ არიან ის ქალები, დღემდე რომ ახვევიან გარშემო, რა გრძნობა აკავშირებს მათთან? ეს სილამაზის შეუპოვარი ძიებაც კი რაღაც რომანტიკულ ელფერს ანიჭებს მისი ცხოვრების მხატვრულ გარემოს. ერთხელ ვნახე, როგორ გაუხარდა გვირილების დანახვა ღობის ძირას, მანქანა შეაჩერა და გადავიდა, პატარა ბიჭს ჰგავდა. გახარებული კრეფდა… მერე მოსკოვში ვნახე, როგორ გაუხარდა ულამაზესი პოლონელი ქალის დანახვა, მაშინაც პატარა ბიჭს ჰგავდა... რა გრძნობაა ეს? არ ვიცი, როგორ ავხსნა, მაგრამ ესაა ამ საოცარი რომანტიკოსის სიყვარულისადმი ერთგულება და სილამაზის დაუცხრომელი ძიება, თაყვანისცემა... იგი გულწრფელად აღტაცებულია ყვავილებით და ქალებით, ისევე რაინდულად ექცევა დამლაგებელ ქალს, როგორც კატრინ დენევს. ცნობილმა კანადელმა ჟურნალისტმა ჰაიდიმ დაწერა წერეთელზე: „რაც შეეხება ქალებს, ისინი მას ძალზედ უყვარს, გამუდმებით ფლირტაობს, მათ მიმართ დიდ ყურადღებას იჩენს, უყვარს მათი მოხიბვლა და შთაბეჭდილების მოხდენა – რას იზამ, ქართველია!“ ინესა ყოვლისმიმტევებელი ღიმილით შესცქეროდა მის მხატრულ დონჟუანურ გატაცებებსაც. „სილამაზე ძალიან მოქმედებს ჩემზე. ყვავილებსა და ქალებზე ჩემი მეუღლე არ ეჭვიანობს. ის ყველაზე კარგად მიცნობს“. ინესა მისთვის უფრო მუზაა, ვიდრე მოდელი მის შემოქმედებაში. მისი გავლენა გაცილებით ძლიერად აირეკლება, ვიდრე მისი ხატი. სიყვარულმა და ხელოვნებამ ჩამოაყალიბა ეს წყვილი... ინესა გამოირჩეოდა მაღალი ინტელექტით, განათლებით, საოცარი ინტუიციით, რაც მთავარია, კეთილშობილებით. მათი ურთიერთობა მეორე პლანზე არასოდეს გადასულა, მიუხედავად გაჭირვებისა და შემდეგ სიმდიდრისა. სიყვარულმა ისინი არ მიატოვა, მათ სიყვარული აცოცხლებდათ, ამოქმედებდათ... ზურამ 18-ჯერ გადამარჩინა სიკვდილსო – ესეც ინესას სიტყვებია. როგორც ძე ღმერთის არსს ვერასოდეს შეიცნობს გონება, ასევეა სიყვარული...
скачать dle 11.3