კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 პანჩო: ფულზე მეძინა და რა მექნა

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

სახელი: ლევანი, პანჩო.
გვარი: მგალობლიშვილი.
პროფესია: მუსიკოსი, მომღერალი.
– ბავშვობიდან რა გახსოვთ გასაკუთრებულად?
– ფილარმონიის მთავარი რეჟისორი ბაჭული გელოვანი იყო, დედაჩემის „პადრუშკის“ მეუღლე. პლეხანოველი დაქალები იყვნენ, ბავშვობიდან რომ ერთად მოდიან. სტუმრად რომ მივიდოდით, დამაყენებდნენ სკამზე, გავშლიდი ხელებს და ვმღეროდი – „ფანჯარაში მტრედია, ნეტა ვისი ბედია...“, თან ისე, რომ ისინი სიცილით სკდებოდნენ.
– ბავშვობაში რაიმე მეტსახელი თუ გქონდათ?
–  ბავშვობიდან დამერქვა პანჩო. როგოც მერე გაიხსენეს, ლევანჩოს მეძახდნენ. ხეებზე მიყვარდა აძრომა და ლევანჩო-მაკაკას მეძახდნენ. მერე ჩემმა ძმამ, ლევანჩო კი არა, პანჩოო და ასე – ლევანჩოდან წამოვიდა და დავრჩი პანჩო. ლევანს დედა მეძახდა და ცოლი მეძახის. მე მგონი, პირველი ცოლიც ლევანს მეძახდა. რა საინტერესოა, ახლა დავუფიქრდი.
– რაიმე თუ მოგიპარავთ?
– უფრო მეტად სახლიდან მომიპარია რაღაცები და წამიღია. პატარა ვიყავი. სახლში რემონტს ვაკეთებდით. მამაჩემს მანქანის ყიდვა უნდოდა. ერთხელაც, გამეღვიძა. ლეიბი ავწიე და ვხედავ, მანქანის ფულია ჩაწყობილი შეკვრებით. ყოველ დილით ვაძრობდი ამ შეკვრებიდან ფულს და ყიდვის დრო რომ მოვიდა და დაითვალეს, მოშნად აკლდა ფული, იასნია, ჩემი წაღებული იყო. მახსოვს, მაგრად მომხვდა. ცუდი ბავშვი კი არ ვიყავი, კარგი ცხოვრება მიყვარდა, ფულზე მეძინა და რა მექნა.
– ყველაფრის პატიება შეიძლება?
– არა, ყველაფრის პატიება არ შეიძლება. მე ცხოვრებაში არ მომსვლია ისეთი რამ, რომ ვერ მეპატიებინა. თუმცა შეიძლება, ისე მოხდეს, რომ ვერ ვაპატიო.
– რას აფუჭებთ?
– თუ რამეს ვაფუჭებ, ჩემი გაკეთებული უნდა იყოს. ისე – არაფერს.
– ეჭვიანი ხართ?
– კი. ქალთან დაკავშირებით ეჭვიანი ვარ. ჩემზეც ხშირად ეჭვიანობენ. ვცდილობ, რომ არ ვაეჭვიანო, მაგრამ, თუ უყვარხარ და ერთად ხართ, იასნია, რაღაც რომ მოხვდება თვალში ისეთი, რაც არ შეგესაბამებათ, რასაკვირველია, ეჭვი გაჩნდება.
– რას ნანობთ?
– ბევრ რამეს ვნანობ, რაც ისე გავაკეთე ცხოვრებაში, როგორც არ იყო საჭირო, მაგრამ მგონია, რომ სხვანაირად რომ გამეკეთებინა, მე იმ ცხოვრებას ვერ გავივლიდი, რომელიც გავიარე. აქედან გამომდინარე, არ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ. ვნანობ იმას, რომ მეუღლეს რომ დავშორდი, რაღაც მომენტში, შვილებს მოვაკელი ყურადღება. ეს ერთადერთი რაღაცაა, რომ გამეკეთებინა, მართლა კარგი იქნებოდა და ჩემს წინა ნათქვამს არ შეესაბამება.
– რას იზიდავთ?
– ვიზიდავ იმას, რასაც გავცემ – სითბოს და სიყვარულს და რაც კი ფეკალიაა მთელ თბილისში, ყველას მე ვიზიდავ, მაგნიტივით ვარ.
– რა არის ქალი თქვენთვის?
– ქალი ჩემთვის არის აუცილებელი ატრიბუტი. ქალი ჩემთვის არის მუზა. ადამიანს რამ აჭამა ვაშლი... რომ არ ეთქვა ის ვაშლი არ ჭამოო, არ აძვრებოდა და არ შეჭამდა. რომ გააფრთხილა, იმიტომ ჭამა და ამიტომ არის, ყველაფერი, რაც აკრძალულია, ისაა სასურველი.
– მეუღლის როლი თქვენს ცხოვრებაში.
– ჩემი მეუღლეც არის, მეგობარიც, ძმაკაციც და ექიმიც. არასდროს არაფერი უთხოვია, რაც მე არ შემისრულებია და მისი პლუსი ის არის, რომ არაფერი უთხოვია, არასდროს. მაღაზიებში რომ დავდივართ, მე ვთხოვ, რომ მოდი, რამე ვიყიდოთ-მეთქი. მაგ მხრივ, გამიმართლა, აღარ იყო დრო? სამი პაპიტკა გავაკეთე.
– ძლიერი ქალების კაცებს ეშინიათ?
– მე ისეთ ქალს არ შევხვედრივარ, რომ შემშინებოდა. ჩემს თავზე არ მაქვს ეს გამოცდილი და ამიტომ ვერ გეტყვი, მაგრამ ძლიერი ქალები კაცებს იზიდავენ. კაცებს უყვართ ძლიერი ქალები, ოღონდ ორი ვარიანტია. ან მის ქუსლქვეშ უნდა იყო, ან შენ უნდა იყო  იმაზე ძლიერი, რომ ის მოთოკო და ის
იყოს შენ ქვეშ. არის ასეთი ოჯახები, ქალიც ძლიერია, კაციც, მაგრამ ქალს მიჰყავს პარადი. მაგრამ, რა ძლიერიც არ უნდა იყოს, შინაგანად მაინც ქალია.
– სად უყურებთ ქალს პირველად?
– ქალს რომ ვუყურებ, სადაც არ ვუყურებ, იქაც ყველაფერს ვხედავ. ქალს თვალებში რომ უყურებ, ხედავ როგორ ფეხზე დგას. ერთი ვზგლიადი გინდა და ეგაა.
– სიყვარული ეს არის...
– სიყვარული არის ბედნიერება და უბედურება ერთად, სიმშვიდე და სიგიჟე – ყველაფერი ერთად არის. სიყვარული არის ისეთი რამ, რა დროსაც ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს – ცუდიც და კარგიც. ესე იგი, სიყვარული არის ჩვეულებრივი ცხოვრება, ის მომენტი, როდესაც პეპლები დაფრინავენ მუცელში.
– ქალის გამო სიგიჟეები ჩაგიდენიათ?
– კი, უამრავი, ადრეულ წლებში. იმ გოგოს, რომელიც მიყვარდა, დიდი რუსი მხატვრის ნახატი ეკიდა ოთახში და მოვიპარე, ისე, რომ სახლში იყვნენ. სტუმრად მივედი, მოვხსენი და წამოვიღე.
– ვნება და სიყვარული ერთმანეთში აგრევიათ?
– უფრო პატარა ასაკში – ვინც გაიხდიდა, ყველა მიყვარდა.
– როდის მიდის კაცი ქალისგან?
– კარგი ქალი კაცს არ გაუშვებს. ქალზეა დამოკიდებული. მიდის მაშინ, როცა აღარ შეუძლია ამ ქალთან ცხოვრება, მაგრამ იდეაში, ვიღაცასთან ხომ უნდა, ესე იგი, ქალს გააჩნია. თუ ქალი კაცს აძლევს ყველაფერ იმას, რაც ამ კაცს უნდა, კაცი მისგან არასდროს წავა.
– მიგიღიათ ადამიანი, ვინც თქვენგან წასულა?
– კი. მიმიღია არაცოლქმრულ ურთიერთობაში. დავშორებულვართ, მერე ისევ შევრიგებულვართ, მერე ისევ დავშორებულვართ და ასე შემდეგ...
– დაოჯახება გინანიათ?
– დაოჯახება მინანია იმ კუთხით, რომ ის გრძნობა, რაც იყო მისაცემი, არ უნდა მიმეცა. იყო ასეთი შემთხვევა, რომ მინანია, საერთოდ რატომ დავიწყე.
– თქვენთან ურთიერთობა რთულია?
– არ ვიცი, ჩემს ცოლს უნდა ჰკითხოთ. არ მგონია, რთული იყოს, მაგრამ რაღაც მომენტებში, ძალიან ჯიუტი ვარ. თუ მე მჯერა, რომ ეს ასეა და ვიტყვი, აზრს ვერ შემაცვლევინებ.
– სიზმრების გჯერათ?
– საერთოდ არ მჯეროდა. სამი დღის წინ ჩამოვედი ბაკურიანიდან და სანამ წავიდოდი, ცოლმა მითხრა, სიზმარი ვნახეო. კომპიუტერში სიზმრის ახსნა წაიკითხა – რთული მგზავრობა გექნებათო. ბაკურიანში წავედი და ხერხემლით წვეტიან ყინულზე ისე დავეცი. ჭახანი გაადინა და პირველი ეგ ვიფიქრე ჩემს ცოლზე, თვალებს ამოგიღებ-მეთქი – თვალები უციმციმებდა. მე, პირადად, არ მქონია შემთხვევა – სიზმარი ვნახე და ამიხდა. ძმაკაცი მყავს ახალგაზრდობაში გარდაცვლილი და ის დამსიზმრებია მაშინ, როცა არასწორად ვცხოვრობდი, სიზმარში მაჯანჯღარებდა. ინტუიცია მაქვს არანორმალურად განვითარებული.
– რით არ გინდათ, რომ თქვენი შვილები დაგემსგავსონ?
– იმდენი რამით არ მინდა, ჩემი შვილები მგავდნენ, მაგის ჩამოთვლა რომ დავიწყო, თქვენი ჟურნალი არ ეყოფა. ყველა ადამიანს აქვს, რაღაც ისეთი მხარე, რომელიც თვითონაც არ მოსწონს.
– ფულის მნიშვნელობა თქვენს ცხოვრებაში?
– მაქვს თუ არ მაქვს, ერთნაირად მაცვია და ერთნაირად ვცხოვრობ. შეიძლება, რაღაცები ვიყიდო, მაგრამ მე არ მეტყობა. ხუთი ათას დოლარიან ფეხსაცმელს არ ჩავიცვამ. ტანსაცმელს არასდროს ვაქცევდი ყურადღებას. როცა პატარა ვიყავი, მაგის პრობლემა არასდროს არ მქონია, რადგან ბაბუაჩემი, მამა, დედა შტატებში ცხოვრობდნენ.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ?
– რჩევა კი არა, გამონათქვამია, რომელიც შემდეგ ბეჭედზე გადავიტანე – „სანამ სუნთქავ, გქონდეს იმედი“.
скачать dle 11.3