კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 შპს „ჰორიზონტი“ – ენდეთ გამოცდილებას!

დეველოპერული სამშენებლო კომპანია შპს „ჰორიზონტი“ (ქ. ბათუმი) 1997 წელს დაფუძნდა. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. აშენებული აქვთ საოფისე და საქარხნე ფართები. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო სამშენებლო პროექტებს, არქიტექტურული, კონსტრუქციული და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, შესრულებულს უახლესი ტექნოლოგიებითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით. ყველა ეტაპზე კომპანია ამოწმებს და ადგენს დოკუმენტს შესრულებული სამუშაოს ან მასალის ხარისხზე,  მის სტანდარტებთან შესაბამისობაზე.
წლების განმავლობაში, საწყის ეტაპებზევე კომპანიამ დაიმკვიდრა მომხმარებლის ნდობა. კომპანია დაკომპლექტებულია გამოცდილი პროფესიონალებით, რომლებიც სამუშაოებს მათთვის განკუთვნილ ვადებში ხარისხიანად და პროფესიონალურად ასრულებენ.
უფრო დაწვრილებით შპს „ჰორიზონტის“ დამფუძნებელს, ბატონ დავით ბერიძეს გავესაუბრეთ.

– ბატონო დავით, დღეისთვის სამშენებლო ბაზარზე დიდი კონკურენციაა (განსაკუთრებით ბათუმში). ამ მიმართულებით თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ. რით გამოირჩევით სხვა კომპანიებისგან და როგორ მოიპოვეთ მომხმარებლის ნდობა?
– გეთანხმებით, დღეისთვის მშენებლობების ბუმია. წლების განმავლობაში მოპოვებულ მომხმარებლების
ნდობას არ ვღალატობთ და ვცდილობთ, კიდევ უფრო გავიზარდოთ. ხარისხი (ეკოლოგიურად სუფთა გარემო), საიმედოობა (კომპანიის საკუთარი ბიუჯეტი), სტილი (თანამედროვე და დახვეწილი დიზაინი), სტაბილურობა (მრავალწლიანი გამოცდილება), სამუშაოების დათქმულ ვადაში შესრულება და ხარისხი, რომელიც ფასზე მაღალია ჩვენი კომპანიის მთავარი დევიზია.
– მუშაობის რა ეტაპზე ხართ და სად შენდება ახალი საცხოვრებელი კომპლექსი?
– გენერალ ასლან აბაშიძის 22 ნომერში ვაშენებთ 17-სართულიან კომპლექსს, რომელიც დასრულების
სტადიაშია და ბინის მეპატრონეებს 2019 წლის დეკემბერში ჩაბარდება.
– ფასები გადამწყვეტ როლს თამაშობს, რამდენად ხელმისაწვდომია ბინების შეძენა?
– თეთრი კარკასის მდგომარეობით – მაქსიმალურად რეალური. ასევე, ვთავაზობთ გადახდის მექანიზმს, მომხმარებელზე მორგებულ პირობებს, გვაქვს შიდა განვადებები.
გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა #22.
კომპანია „ჰორიზონტი“ წარმოადგენს ახალ პროექტს, 17-სართულიან მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა ¹22-ში.
ბინების ფასების ღირებულება მაქსიმალურად რეალურია – 350-500$ თეთრი კარკასის მდგომარეობით.
კომპლექსის პირველ და მეორე სართულზე განთავსებულია მისაღები, სავაჭრო და გასართობი ცენტრი, კეთილმოწყობილი სარეკრეაციო ზონა.
სახლი ზღვასთან 1200 მეტრის მოშორებით მდებარეობს, ულამაზესი ხედებით ქალაქზე.
ბინების ფართებია 34-103 კვ. მ2.
კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს მორგებულ საგადასახადო პირობებს, მშენებლობის დასრულებიდან 2-წლიან შიდა განვადებებს, რომლის პირველი შენატანი მხოლოდ 30%-ით განისაზღვრება.
ქ. ბათუმი, ტელ: 574-700-960, 591-700-914.

скачать dle 11.3