№6 ეს საინტერესოა
* ძველ რომში მაგისტრატურისა და პროვინციების გამგებლის ადგილის დასაკავებლად ან სხვა პრივილეგიების მისაღებად, რომის მოქალაქისთვის აუცილებელი იყო, ჰყოლოდა სამი შვილი, იტალიის მცხოვრებისთვის – 4, ხოლო პროვინციელისთვის – 5.
* ძველი რომაელები ნეკს აურიკულარისს, ანუ ყურისათვის განკუთვნილს უწოდებდნენ, შუა თითს – იმპუდიკუსს, ანუ გარყვნილს და აღვირახსნილს. საჩვენებელს კი – დემონსტრატუსს.
* ძველ რომში მდიდრები მოწყალებას გასცემდნენ ბავშვების შესანახად, ბიბლიოთეკებისთვის... თუმცა ყველაზე მეტად გლადიატორთა ბრძოლის გასამართად გაცემული შემოწირულობა ფასდებოდა.