კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 ბრძნული აზრები

შეიხი აზამი: როცა სამშობლოს დაცვას გადაწყვეტთ, პისტოლეტში ათი ვაზნა იქონიეთ: ერთი – დამპყრობლისთვის და ცხრა – მოღალატეებისთვის.
მონტენი: შური აბერებს, წყენა აავადმყოფებს, ბოროტება ასულელებს, სიყვარული აახალგაზრდავებს!
ვოლტერი: ძლიერი ადამიანი ის არ არის, ვინც სუსტს ამარცხებს, არამედ ის, ვინც სუსტს გაძლიერებაში ეხმარება.
ჩერჩილი: თუ გლანძღავენ, ესე იგი, საინტერესოდ ცხოვრობ; თუ გემუქრებიან, ესე იგი, მათთვის საშიში ხარ; თუ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ, ესე იგი, მათ არ გაუმარჯვიათ.
დოსტოევსკი: სინდისი, ეს არის ღმერთის მოქმედება ადამიანში.
ოშო: სიხარული სჯობს მხიარულებას, რადგან მხიარულება ქცევის მანერაა, სიხარული კი – სულის მდგომარეობა.
ბალზაკი: იმისთვის, რომ იყო ბედნიერი, უნდა გარისკო უბედურებით.
გოეთე: თუ ერთი ადამიანი მაინც გყავს ისეთი, ვისაც ყველაფერზე შეგიძლია ესაუბრო, გვერდით ღმერთი გყოლია!
თაგორი: ზედმეტი ნდობა დაგღუპავთ, ზედმეტი სიყვარული გულს გატკენთ, ზედმეტი სიმართლე ხალხს თქვენს თავს შეაძულებს.
ჩესტერფილდი: როცა გულწრფელი ხარ, მშვიდად ხარ, გტკივა და დუმხარ, გატყუებენ და გეღიმება, რადგან სიმართლე იცი.
ოთარ ჭილაძე: ღარიბის ოჯახში ღმერთი მეტია.
ალ პაჩინო: რას ერჩით ადამიანებს, რომლებიც თქვენს ზურგს უკან ლაპარაკობენ? სცოდნიათ თავიანთი ადგილი. მთავარია, დატოვოთ იქ და წინ არასოდეს გადმოიყვანოთ.
ვოვენარგი: მთელი სიცოცხლე ცხოვრების სწავლაში გადის.
ტოლსტოი: ფული ცვლის იმ ადამიანს, ვინც სულიერად ღარიბია.
ჰესე: ადამიანებს მხოლოდ მაშინ ენატრები, როდესაც ხედავენ, რომ მათ გარეშე ბედნიერი ხარ.
ლაროშფუკო: ყველაფრის შესახებ ცოტა რამ მაინც უნდა იცოდე და ცოტა რამის შესახებ კი – ყველაფერი.
სტენდალი: შეგიყვარებენ თუ არა, ბედის ამბავია, ხოლო რომ შეგიძულონ, ინდივიდუალობაა საჭირო.
სენეკა: ძლიერების იდუმალი შეგნება გაცილებით უფრო საამურია, ვიდრე აშკარა ბატონობა.
ნიცშე: ორი რამ ენატრება ნამდვილ მამაკაცს: ხიფათი და თამაში. ამიტომაც სურს ქალი – ყველაზე სახიფათო სათამაშო.
მოლიერი: ქალის კი არ უნდა გესმოდეს, ქალი უნდა შეიყვარო.скачать dle 11.3