№6 ეჭვიანი ხართ?
გაწონასწორებული ეჭვიანობა, რაღაც დოზით, კარგიც არის, მაგრამ თუ თქვენში ოტელოს „სძინავს“, შეიძლება, ნებისმიერ დროს გაიღვიძოს. ნუ დაგეზარებათ, გულახდილად გაეცით პასუხები ტესტის შეკითხვებს:
1. როგორი რეაქცია გაქვთ, როცა ის ტელეფონზე ხმადაბლა საუბრობს?
ა) მაშინვე ვკითხულობ, ვისთან საუბრობს;
ბ) საუბარს რომ მორჩება, ვკითხავ, ვინ იყო;
გ) ყურადღებას არ ვაქცევთ.
2 . რას ფიქრობთ სიყვარულზე?
ა) ის მუდმივია;
ბ) ადამიანს შეიძლება, ცხოვრებაში რამდენჯერმე უყვარდეს;
გ) კარგი იქნებოდა, სიყვარული მთელი ცხოვრება გრძელდებოდეს, მაგრამ ეს არაეალურია.
3. რას ფიქრობთ, როცა ერთმანეთისგან შორს ხართ?
ა) ვფიქრობ, ჩემმა მეორე ნახევარმა მომენტით ხომ არ ისარგებლა;
ბ) ხშირი სატელეფონო კონტაქტი მექნება;
გ) არ ვფიქრობ ამაზე.
4. კითხულობთ თუ არა თქვენი მეორე ნახევრის მესიჯებს, ელექტრონულ ფოსტას?
ა) არა;
ბ) მხოლოდ მაშინ, თუ რამე მნიშვნელოვნია;
გ) კი, ყოველთვის, ოღონდ მისგან ფარულად.
5. თუ საჭიროა საწოლის ყიდვა თქვენ...
ა) ვყიდულობ ორადგილიან საწოლს;
ბ) ცალ-ცალკე საწოლებს ვამჯობინებ;
გ) ვათანხმებ პარტნიორთან და ერთად ვირჩევთ.
6. თუ გაქვთ მტკიცებულება, რომ თქვენი მეორე ნახევარი გღალატობთ?
ა) ამაზე აუცილებლად დაველაპარაკები;
ბ) შევეცდები, შური იმავე ხერხით ვიძიო;
გ) ვიფიქრებ, რომ ცხოვრება დამენგრა.
7. ხვდებით, რომ ერთმანეთს ნელ-ნელა შორდებით...
ა) თავს ვინუგეშებ, რომ ყველაფერი გაივლის;
ბ) მიზეზის გაგებას შევეცდები;
გ) ქცევებზე დავაკვირდები.
8. თქვენი რეაქცია ეჭვიანობაზე...
ა) სისულელედ და სასაცილოდ მიმაჩნია;
ბ) მაწუხებს;
გ) სიტუაციას ყოველთვის ვფლობ. ურთიერთობაში ისე ვარ, როგორც თევზი წყალში.
ტესტმა დაადგინა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი პასუხების უმრავლესობა არის „გ“, სასწრაფოდ უნდა დააბალანსოთ ეჭვის დონე. ეჭვიანობთ ყოველთვის და ყველაფერზე. ფრთხილად იყავით, აფეთქებამდე არაფერი გიკლიათ. დიდი შანსი გაქვთ, პარტნიორი სულ ტყუილად დაადანაშაულოთ ღალატში და სამუდამოდ დაკარგოთ.
პასუხების პირველი და მეორე ვარიანტი სრულიად შეესაბამება ნორმალური ადამიანის მდგომარეობას. საღი აზრი თქვენში ყოველთვის მძლავრობს. ფიქრობთ და მხოლოდ ისე მოქმედებთ. კარგად გესმით პარტნიორის პრობლემები და ადამიანური სისუსტეები.