№6 სტაფილოს 3-დღიანი ეფექტური დიეტა
ნინო კანდელაკი ანი რევია
ამ დიეტით მარტივად შეგიძლიათ, სამ დღეში, დაახლოებით, 2 კილოგრამი დაიკლოთ. თუმცა, მისი სამ დღეზე მეტხანს გაგრძელება არ შეიძლება – ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ.
გახეხეთ 1 ცალი სტაფილო, ჩააწურეთ 1 ცალი ლიმონის წვენი, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და უზმოზე მიირთვით. მთელი დღის განმავლობაში კი ჭამეთ სტაფილოში ჩახეხილი ვაშლი. შიმშილის დროს, ასევე, შეგიძლიათ, მიირთვათ მოხარშული ჭარხალი, მწვანე ვაშლი, კივი, გრეიპფრუტი, ფორთოხალი და ბროწეული. დღის განმავლობაში კი სვით რაც შეიძლება მეტი წყალი და უშაქრო ჩაი.