კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 როგორ გავიადვილოთ ცხოვრება და ავიცილოთ პრობლემები

მთვარეს განსაკუთრებით ძლიერი გავლენა აქვს დედამიწაზე. მთვარის ცვალებადობასთან ერთად ადამიანის ენერგიაც იცვლება, ახალმთვარეობაზე ქვეითდება და მთვარის ზრდასთან ერთად კი – იმატებს. მზარდი მთვარის პერიოდში, კარგია ყველაფერი ახლის დაწყება, მომავლის დაგეგმვა, ბიზნესში აქტიურობა. ამიტომ, სწორედ ამ დროს უნდა წამოიწყოთ, თქვენთვის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმე. სავსე მთვარის პერიოდში კი, ადამიანი ადვილად იღლება, ორგანიზმის რეაქციები შენელებულია. ერთი სიტყვით, ადამიანი კარგავს ენერგიას და ნაკლებად აქტიური ხდება.  ამ ემოციური ვარდნისა და ფიზიკური დასუსტების პერიოდში მიზანშეწონილია, შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით, რომლებიც განსაკუთრებულ ძალისხმევას არ საჭიროებენ.
ახალი მთვარის პერიოდში, ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში მინიმუმამდე უნდა შეამციროთ. კარგია, შემოქმედებითი მუშაობა და ფსიქოლოგიური აზროვნება. ასევე, ამ პერიოდში კარგია, ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, გეგმების შემუშავება. თუმცა,  სჯობს, აქტიური ნაბიჯები მათი განხორციელებისათვის ჯერ არ გადადგათ. ახალი მთვარის პერიოდის განმავლობაში არ არის სასურველი გადაწყვეტილების მიღება და უმჯობესია, თავი შეიკავოთ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაზე, მსჯელობებზე და არ დათანხმდეთ ახალ შემოთავაზებებს.
ზოგადად, როგორც აღვნიშნეთ, მთვარის ციკლს და ზოგადად,  მის ენერგეტიკას დიდი გავლენა აქვს ადამიანების ცხოვრებაზე. ამიტომ, აუცილებელია, კონკრეტულად იცოდეთ, მთვარის რომელი დღეებია უფრო ნეგატიური ენერგეტიკით დატვირთული, რათა სამომავლოდ გაგიადვილდეთ ამა თუ იმ პრობლემის თავიდან აცილება. კერძოდ:
ახალი მთვარიდან მეცხრე დღე – ჭორების, ინტრიგების დღეა. ადამიანებში იკლებს ოპტიმიზმი, ადვილად ვემორჩილებით სხვების ნეგატიურ გავლენას. იმატებს ნერვული დაძაბულობა.
მთვარის მეთხუთმეტე დღე – ააქტიურებს ენერგოვამპირებს, იმიტომ რომ, ამ პერიოდში შეინიშნება ენერგიის ზოგადი მატება ადამიანებში, რომლის სწორად მართვასაც ბევრი ვერ ახერხებს. შესაძლოა, შეგაწუხოთ ჯანმრთელობის პრობლემებმა.
მთვარის მეცხრამეტე დღე – აქტიურ საფრთხეს შეიცავს მანიპულატორი ავანტიურისტი ხალხის მხრიდან. იზრდება ფინანსური აფიორებისა და მოტყუების ალბათობა. ამ დღეს ადვილია ადამიანი ტყუილშიც კი მარტივად დააჯეროთ.
მთვარის ოცდამესამე დღე – ძალიან სახიფათო დღეა. აქტიურდება ქრონიკული დაავადებების საფრთხე. კატეგორიულად იკრძალება ქირურგიული ოპერაციები, იმატებს არტერიული წნევის ცვალებადობა. ადამიანები არაორგანიზებული და დაბნეულები არიან.
მთვარის ოცდამეცხრე დღე –  მას „მილეულ მთვარეს“ უწოდებენ. აქტიურდება შავი ძალების ზეგავლენის ალბათობა. უნდა მოერიდოთ არასასიამოვნო ხალხთან კონტაქტს და დღე მაქსიმალურ სიმშვიდესა და კომფორტში უნდა გაატაროთ.
скачать dle 11.3