კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 როგორ აპირებდა ბერია ძირძველი ქართული მიწების დაბრუნებას

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერია სტალინური სახელმწიფოს მსხვილი საბჭოთა ფუნქციონერი იყო, ის მაინც ქართველ პატრიოტად რჩებოდა და ყოველთვის ცდილობდა, რაღაც, თუნდაც მცირე ხეირი მაინც მოეტანა საქართველოსთვის... პროფესორი აფანასი დონსკიხი წერს: „ლავრენტი პავლეს ძე ბერია რომ ქართველი პატრიოტ-ნაციონალისტი იყო, ამას „წყალი არ გაუვა“. ბერია რომ დააპატიმრეს, მის სეიფში აღმოჩენილ მრავალ საიდუმლო საბუთებს შორის იყო გეგმაც, რომლის მიხედვითაც საქართველოს უნდა დაბრუნებოდა თავისი ძირძველი, ისტორიული მიწები. ტაო-კლარჯეთზე პრეტენზია ქართველებს რომ თურქებთან ჰქონდათ, არავისთვის იყო საიდუმლო. აშკარა იყო ისიც, რომ ბერია ასე ვერაგულად რომ არ მოეკლათ და მას თუნდაც ხუთი წლით მაინც შეენარჩუნებინა ძალაუფლება, ის (ბერია), რა თქმა უნდა, თურქებს ქართულ მიწებს წაართმევდა. ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ძირძველი ქართული მიწების დასაბრუნებელ სიაში ბერიას სოჭი და კრასნოდარის მხარის მნიშვნელოვანი ნაწილი, აგრეთვე, ქალაქი ტუაფსე ჰქონდა შეტანილი... ანუ, ის ძირძველი ქართული, იმ პერიოდში საბჭოთა მიწები, რომელიც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შედიოდა. სხვათა შორის, ბერიას ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე გენპროკურორ რუდენკოს ეს უტყუარი დოკუმენტი არც კი უხსენებია. ხრუშჩოვსა და შეთქმულთა კამპანიას არ სურდა მიწების საკითხის წამოწევა და ამიტომ...“
აშკარაა, რომ ლავრენტი ბერია დავითისეულ, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმულ საქართველოზე ოცნებობდა და ეს სულაც არ იყო ფუჭი ოცნება, არამედ რეალური რამ, რასაც ბერიას მიერ გადადგმული ნაბიჯებიც მოწმობს.
ყოფილი საბჭოთა პარტიული მაღალჩინოსანი, გენერალი პავლე კარპოვი ყვებოდა: „ლავრენტი ბერია ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეშიივე დგამდა ისეთ ნაბიჯებს, რაც შემდგომში გააადვილებდა ისტორიული ქართული მიწების დაბრუნებას. ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ იმ ქართულ მიწებს, რომლებიც საბჭოეთის შემადგენლობაში იყო, თუმცა სხვა რესპუბლიკებს ეკუთვნოდათ. მე იმ პერიოდში კრასნოდარის მხარის „ენკავედეს“ უფროსის მოადგილე ვიყავი და ამ პროცესს უშუალოდ ვადევნებდი თვალ-ყურს. ბერია ამ ტერიტორიებზე საკმაოდ შეფარულად ასახლებდა ქართველებს. ამას მშენებლების, მეთევზეებისა და სხვა მრავალი პროფესიის მანტიით ნიღბავდა და ასე ქმნიდა ქართულ დასახლებებს. ხოლო ამ ყველაფრის „ცემენტირებას“ კი იმით ახორციელებდა, რომ ხელმძღვანელ პარტიულ, საბჭოთა და ძალოვან თანამდებობებზე ქართველები გადმოჰყავდა. მაგალითად, კრასნოდარის „ენკავედეში“ ერთ-ერთი მოადგილე ქართველი იყო. ორი ქართველი განყოფილებებს ხელმძღვანელობდა და ორიც განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ეშმაკი ბერია ქართველებს უშუალო უფროსებად არ ნიშნავდა, რათა ეს ფაქტი თვალში საცემი არ ყოფილიყო. ყველაზე დიდი ეფექტი კი დიდი რაოდენობის ქართული ოჯახების ჩასახლებას მოჰქონდა. ასე იქმნებოდა ქართული დასახლებები, სტანიცებიც კი. ქალაქ სოჭში კი უზარმაზარი, ქართველებით დასახლებული უბანი „პლასტუნკა“ შეიქმნა და ეს ბერიას წყალობით განხორციელდა. განსაკუთრებით სწრაფი ტემპები შეიძინა ამ პროცესმა სტალინის გარდაცვალებისთანავე და იმ სამთვე-ნახევრიან პერიოდში, რაც ბერია პოსტსტალინური საბჭოეთის ერთ-ერთი მმართველი იყო, მისი ძალისხმევით, თავიანთ ისტორიულ მიწებზე ოცდაათიათასამდე ქართული ოჯახი დასახლდა...“
ქართული ოჯახების რუსეთს მიკუთვნებულ ტერიტორიაზე ჩასახლების პარალელურად, ბერია „კავკასიის გაწმენდასაც“ ახორციელებდა და როგორც ზოგიერთი პუბლიცისტი ამტკიცებს, გეგმაში ჰქონდა, რომ თავისი თანამემამულეებისთვის საცხოვრებელი არეალი კავკასიაშიც საგრძნობლად გაეზარდა... კარპოვი აცხადებდა: „ბერიამ კავკასიის მთის ხალხები ამ ტერიტორიიდან იმ მიზეზით გაასახლა, რომ ისინი ფაშისტებს ეხმარებოდნენ  და მოღალატეებად იქნენ გამოცხადებული. ეს, რა თქმა უნდა, სიმართლეა, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ბერიას ამ ტერიტორიაზე თავისი თანამემამულეების დასახლებაც უნდოდა და ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეშივე შეადგენინა მთის განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც ქართველების მთაში დასახლებას გულისხმობდა...“
გენერალი კარპოვი, ალბათ, ცოტას მაინც აჭარბებს, მაგრამ ფაქტია, რომ ბერიას მითითებით, საქართველოში ფართო კამპანია იყო გაჩაღებული  და ადამიანებს მოუწოდებდნენ, რომ  ჩრდილოკავკასიელი ხალხებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე დასახლებულიყვნენ. როგორც ირკვევა, როგორც კი ბერია ვერაგულად მოკლეს, პროპაგანდა-აგიტაცია მაშინვე შეწყდა და გასამგზავრებლად გამზადებული ქართული ოჯახებიც ადგილებზე დატოვეს...
ანტიბერიისტი, საბჭოეთიდან გაქცეული პუბლიცისტი აბდურახმან ავტორხანოვი მხოლოდ და მხოლოდ ლავრენტი ბერიას სდებდა ბრალს ყველა კავკასიურ უბედურებაში და პირდაპირ აცხადებდა: ბერიამ ჩეჩენ-ინგუშები კავკასიიდან იმიტომ გაასახლა, რომ იქ ქართველები ჩაესახლებინაო... ბრალდება, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა და შეიძლება, სიმართლის უმცირეს მარცვალს მართლაც შეიცავდეს, მაგრამ უდავოა ისიც, რომ გადასახლებული ხალხები ფაშისტების მხარეზე იბრძოდნენ და იმ პერიოდისთვის მართლაც რომ ძალიან მსუბუქი სასჯელი მიიღეს და განადგურების ნაცვლად, მხოლოდ გადაასახლეს. ფაქტია ისიც და ამის საარქივო დადასტურებაც არსებობს, რომ სწორედ ბერიამ იშუამდგომლა სტალინთან და კავკასიიდან გასახლებული ხალხების გენოციდი აღკვეთა. ამ ზომას (დახვრეტას) კი ანასტას მიქოიანი მოითხოვდა და რომ არა ბერიას ძალისხმევა, ალბათ, სტალინი ასეთ სანქციას კიდეც გასცემდა. ირონიას ბადებს ისიც, რომ სწორედ მიქოიანი გამოიყვანეს ამ ხალხების რეაბილიტაციის ინიციატორად და არავის უხსენებია, რომ სწორედ მიქოიანი სთხოვდა სტალინს მათ განადგურებას და ეს ბერიამ აღკვეთა.
скачать dle 11.3