კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 როგორ სჯიდა სტალინი სახელმწიფო სტანდარტების დამრღვევ პირებს

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მავანთა მტკიცება, რომ თითქოს სტალინი აბსოლუტური ტირანი იყო და საკუთარი მოსახლეობის ბედი იოტისოდენადაც არ აღელვებდა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამაში ყველა დარწმუნდება, თუკი საბჭოეთის განვითარების ისტორიას არატენდენციურად გადაავლებს თვალს... პროფესორი სერგეი ბობრინი წერს: „მავანთა მტკიცებას თუ ვირწმუნებთ, სტალინის დამოკიდებულების შესახებ ადამიანების მიმართ და დავიჯერებთ, რომ საბჭოთა ბელადისთვის ქვეყნის რიგითი მოქალაქეები ჭიაღუები იყვნენ, მაშინ გამოდის, რომ სტალინი მანიაკი იყო... ასეთი რამ კი აბსოლუტურად გამორიცხულია თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ მანიაკი ქვეყანას ვერ მართავს. მით უმეტეს, ვერ აიყვანს იმ სიმაღლეებზე, რომელზეც სტალინმა საბჭოთა კავშირი აიყვანა... სტალინი, სწორედაც რომ, განსაკუთრებულ ზრუნვას იჩენდა თავისი მოსახლეობის მიმართ და ეს ყოველივე საკანონმდებლო აქტებში ჰქონდა ასახული, მტკიცედ იცავდა მათ და დამრღვევებს კი უმკაცრესად სჯიდა. სტალინის უახლოესი თანამებრძოლი ანასტას მიქოიანი იხსენებდა: „სტალინი გენიალური პოლიტიკოსი იყო. სახელმწიფოს მშენებლობის საკითხი ყველაზე მეტად ესმოდა და ამაში მთავარ როლს რიგით ადამიანებს ანიჭებდა. ის ამბობდა: ფრთიანი ფრაზაა – „სახელმწიფოებს მშიერი მონები აშენებენ“, რაც აბსოლუტური ტყუილია და ადამიანების დამონებას ემსახურება. ჩვენს ქვეყანას კი თავისუფალი, განათლებული, გამრჯე ადამიანები ააშენებენ, კარგად იქნებიან გამოკვებილი და არა მშიერი მონებიო... და მართლაც, სტალინის სიტყვა გამართლდა და უზარმაზარი ქვეყანა ნამდვილად ღირსეულმა ადამიანებმა ააშენეს“...
განსაკუთრებულად საგულისხმოა, რომ ინდუსტრიალიზაციის რელსებზე დამდგარმა სტალინმა სოციალიზმის უმთავრესი პრინციპი: „ვინც არ მუშაობს, არ ჭამს“, 1936 წლის საბჭოეთის ახალ კონსტიტუციაში შეიტანა და შესაბამისად, ასახა სისხლის სამართლის 209-ე მუხლში, რომელსაც მუქთახორობა ეწოდებოდა და თუკი შრომისუნარიანი ადამიანი ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში არ მუშაობდა, მას ოთხწლიანი ციხე და იძულებითი სამუშაოები ემუქრებოდა. სტალინისვე ბრძანებით, შრომისა და თავდაცვის კომიტეტთან არსებული საკავშირო სტანდარტების კომიტეტის ფუნქციები უფრო დაიხვეწა, ყველა სახის პროდუქციასა და განსაკუთრებით საკვებ პროდუქტებზე უმკაცრესი სტანდარტები დადგინდა და მათ უმკაცრესად აკონტროლებდნენ. დამრღვევებს სასტიკად სჯიდნენ და ხვრეტდნენ კიდეც... ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „1937 წლის მაისში მოსკოვის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღსაზრდელები რძისგან მოიწამლნენ. 25 ბავშვიდან ერთი დაინვალიდდა – დამბლა დაემართა. ეს ამბავი სტალინისთვის იმავე საღამოს გახდა ცნობილი და მან სასწრაფო, საგულდაგულო გამოძიების ჩატარება და ყველა დამნაშავის უმკაცრესი დასჯა ბრძანა. როგორც დადგინდა, დამნაშავეები იყვნენ ¹8 რძის ქარხნის მთავარი ტექნოლოგი კრასკოვი, რომელმაც რძის სათანადო სტერილიზაცია არ განახორციელა და იმავე ქარხნის ექიმ-სანიტარი კოლსკი. ორივეს 25-25 წლიანი ციხე მიუსაჯეს და გვერდით ქარხნის დირექტორი, ორდენოსანი პაპაევიც მიუსვეს. მათთვის არავის არანაირი შეღავათი არ გაუწევია. ხოლო, როცა კვების მრეწველობის მინისტრმა სტალინს შეახსენა, რომ პაპაევი დამსახურებული ორდენოსანი ადამიანი იყო და იქნებ მისთვის მაინც გაეწიათ ანგარიში, სტალინმა მიუგო:
– პაპაევს დამსახურებისთვის შრომის წითელი დროშის ორდენი მივანიჭეთ და მე ის პირადად ჩამოვკიდე მკერდზე. ამით მისი დამსახურება დაფასდა. ხოლო დანაშაულისთვის კი 25 წელი მიუსაჯეს, ესეც სამართლიანია და არავის გვაქვს უფლება, ძველი დამსახურება ახალი დანაშაულის ჩადენის გასაქარწყლებლად გამოვიყენოთო.
ასეთ საკითხებში სტალინი შეუვალი იყო და პრინციპულად მიაჩნდა, რომ შიმშილგამოვლილი, ნატანჯ-ნაომარი საბჭოთა ადამიანები ჯანსაღ კვებასა და სრულფასოვან დასვენებას იმსახურებდნენ...“
ნიშანდობლივი ფაქტია, რომ საკვები პროდუქტებისა და სხვა საქონლის „სტალინისებური სტანდარტები“ მსოფლიოში ყველაზე მაღალი იყო. პირველ ადგილს იკავებდა და ჯობნიდა ისეთ ქვეყნებს, როგორებიც იყვნენ: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და იაპონია... ანასტას მიოქიანი იხსენებდა: „თავისი გენიალური გონებისა და უშრეტი ნებისყოფის წყალობით, სტალინმა შეუძლებელი შესძლო. 1935-1941 წლებში მან აგრარული, მშიერი, უმუშევარი ქვეყანა ინდუსტრიულ, მძლავრ სახელმწიფოდ გადააქცია, სადაც ყველა ადამიანისთვის მოიძებნებოდა სამუშაო. და ეს უზარმაზარი მასა პირველხარისხოვანი პროდუქტებით იკვებებოდა. 1938 წელს ჩვენთან ბრიტანეთის კვების მრეწველობის სპეციალისტები იყვნენ ჩამოსულები და მათ ერთხმად აღიარეს, რომ საბჭოეთში ყველაზე მაღალი კვების სტანდარტებიაო. ეს კი ცალსახად სტალინის დამსახურება იყო და მართალია, ჰიტლერთან ომმა დიდი უბედურება მოგვიტანა, მაგრამ გავიმარჯვეთ თუ არა, ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა ახალი ძალით განახლდა...“
ნიშანდობლივი და ფრიად საგულისხმოა, რომ დამანგრეველი ომის დამთავრებისთანავე, საბჭოთა ბელადი კვლავ თავისი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, მათი ცხოვრების ყოველმხრივ ამაღლებასა და განვითარებაზე ზრუნავდა და ეს ლიტონი სიტყვები არ ყოფილა, ეს რეალურად ხდებოდა“.
скачать dle 11.3