კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 როგორ გავიწმინდოთ თირკმელები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ადამიანის ორგანიზმისთვის თირკმელების ჯანმრთელობასა და ნორმალურ ფუნქციობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამის უზრუნველსაყოფად კი აუცილებელია მათი პერიოდულად გაწმენდა. დიეტაში გარკვეული ცვლილებების შეტანა დაეხმარება თქვენს თირკმელებს ტოქსინებისგან გაწმენდაში და ამავე დროს დაგიცავთ კენჭების წარმოქმნისგან. გაეცანით საკვებისა და მცენარეების ჩამონათვალს, რომელიც ყველაზე მეტად ეხმარება თირკმელებს დეტოქსიკაციაში.
კენკრა ანტიოქსიდანტების უნივერსალური წყაროა. მას, აგრეთვე, აქვს სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლის ბუნებრივი თვისებები. კენკრის რეგულარულად მიღება ეხმარება თირკმელებს შარდის მჟავას გამოთავისუფლებაში. ეს კი მათ ჯანმრთელობას განამტკიცებს. ძალიან სასარგებლოა შტოში და ყურძენი. ისინი შეიცავს ქინინებს, რომლებიც ხელს უწყობს შარდის გამოყოფას, ამიტომაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თირკმელებისათვის.
ჯანჯაფილი (კოჭა) საუკეთესო გამწმენდი თვისებებით გამოირჩევა. ეხმარება თირკმელებსა და სისხლს წიდებისა და ტოქსინებისგან გათავისუფლებაში.
წითელი ბულგარული თირკმელების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად გამორჩეული საკვებია. ის მცირე რაოდენობით შეიცავს კალიუმს. სამაგიეროდ, მდიდარია A, B6, C ვიტამინებით, ფოლის მჟავითა და ბოჭკოებით. წითელ ბულგარულში უხვადაა, აგრეთვე, ლიკოპენი და ანტიოქსიდანტები, რომლებიც გვიცავენ სიმსივნური პათოლოგიისგან. შეეცადეთ, ეს ბოსტნეული ხშირად მიირთვათ. წითელი ბულგარული წიწაკით გაამდიდრეთ სალათები და სხვადასხვა კერძები. გახსოვდეთ, ამით ჯანმრთელობას არა მხოლოდ თირკმელებს, არამედ სხვა ორგანოებსაც უნარჩუნებთ.
იოგურტი ჯანსაღ საკვებად მიიჩნევა, რადგანაც შეიცავს სასარგებლო პრობაქტერიებს, რომლებიც თირკმელებს გაწმენდაში ეხმარება, რაც ასე მნიშვნელოვანია ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის. გაითვალისწინეთ – საკვებ რაციონში იოგურტისა და სხვა რძემჟავა პროდუქტების წილი დაბალანსებული უნდა იყოს.
გოგრის თესლი ბევრისთვის საყვარელი სასუსნავია. ის ტოქსინებისა და წიდების გამოდევნის ეფექტური საშუალებაა. მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც მნიშვნელოვანია თირკმელების ჯანმრთელობისთვის.
ნიახურის თესლი და ფესვები შარდმდენი თვისებებითაა ცნობილი. შარდის წარმოქმნის გაძლიერების ხარჯზე ხელს უწყობს ორგანიზმს ტოქსინებისგან გაწმენდაში. ნიახურის ფესვები, იმავდროულად, მდიდარია მინერალებით, კერძოდ, ნატრიუმითა და კალიუმით, რის გამოც თირკმელებისთვის მასტიმულირებელ საშუალებად გვევლინება.
ოხრახუში არომატული და მეტად სასარგებლო მცენარეა. ის გამორჩეულია მწვანილებს შორის და მზარეულებსაც განსაკუთრებულად უყვართ. ოხრახუშის დამატება საკვებში არა მხოლოდ ზრდის მის არომატსა და საგემოვნო თვისებებს, არამედ საკვებს სასარგებლოს ხდის თირკმელების ფუნქციობისთვის. ოხრახუში აქტიურად გამოდევნის ტოქსინებს თირკმელებიდან და საერთოდ, საშარდე გზებიდან. ის სასარგებლოა აგრეთვე კენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ.скачать dle 11.3