კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 რატომაა ცუდსა და კარგ ქმრებს შორის „გაჭედილი“ მიშა ცინცაძე და რისი შეღებვა მოუხდა მას გოგა ხაინდრავას გამო

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

„კომედი შოუს“ მსახიობი მიშა ცინცაძე პროფესიით ჟურნალისტია და სანამ ბათუმიდან  დედაქალაქში საცხოვრებლად გადმოსვლას გადაწყვეტდა, ოთხი წელი აჭარის ტელევიზიაში მუშაობდა და როგორც თავად ამბობს, მისი სიუჟეტები საკმაოდ პოპულარული იყო. მიკროფონი ახლა არ ენატრება, რადგან მუსიკა და ხელოვნება უფრო მისია ხოლო მისი განსახიერებული იუმორისტული სკეჩები –დასამახსოვრებელი და სახალისო.
მიშა ცინცაძე: განვლილ წელს ბევრი საინტერესო რამ მოხდა და მინდა, ეს წელი კიდევ უფრო საინტერესო იყოს. ბათუმში გავიზარდე და იქ შევხვდი ახალ წელს. ის ურთიერთობები და ნოსტალგია გავიხსენე, რაც ამ ქალაქთან და მეგობრებთან მაკავშირებს.
– გამიკვირდა, როცა შენი „სეკრეტ სანტას“ საჩუქარი სოციალურ ქსელში ვნახე...
– ეს, ყველას უკვირს (იცინის). „საფეისბუქო“ აჭრელებულია ფოტოებით, ვის რა მიუტანა სანტამ, ხოდა, მეც დავდე ჩემი საჩუქარი – „კლუჩი“ და დავაწერე: – „ჩემი გამორჩეული სანტას საჩუქარი“. საჭირო ნივთია, არ არის ცუდი საჩუქარი, თუმცა, მე მისი ხმარება არ მეხერხება. ზოგადად, არაფერი გამომდის და საქმის ამბავში ორივე ხელით ცაცია ვარ (იცინის). ეს ნივთი უფრო ნათიას, ჩემს ცოლს გამოადგება, ის უფრო ხელმარჯვეა, მაგრამ მე როგორ მიმერთმია საყვარელი ქალისთვის ახალ წელს გაბანტული „კლუჩი“? (იცინის) მოკლედ, ისე გამომივიდა – „მულო, გითხარი, რძალო, გაიგონეო“, საახალწლო საჩუქარი, საკუთარ თავს ვაჩუქე და ცოლს ვანიშნე (იცინის).
თუმცა, ამბობენ, ძალიან მეოჯახე და გადასარევი ქმარი არისო. რაში გამოიხატება ეს გადასარევობა და მეოჯახეობა?
– დიახ, ოჯახის „მუჭუჭი“ კაცი ნამდვილად ვარ. თუმცა, გადასარევი ქმარი ვარ თუ არა, არ ვიცი (იცინის). ალბათ, არც კარგი ვარ და არც ცუდი, არსებობენ ჩემზე ცუდი ქმრებიც. ხოდა, სადღაც ამათ შუაში ვარ გაჭედილი (იცინის). ზოგადად, ბუნებით მეოჯახე ვარ. არიან კაცები, რომ ამბობენ ოღონდ სახლში ნუ მიმიყვან, იქ რა ჯანდაბა მინდაო. მე პირიქით ვარ. სულ სახლში მიმეჩქარება, ჩემს ცოლთან – ნათიასთან და ოთხი წლის შვილთან – ბარბარესთან. მათთან დროის გატარება მიყვარს. სახლი ის ადგილია, სადაც ვისვენებ და თავი სამოთხეში მგონია. ნათია საოცარი გოგოა, ბარბარეს კი ძალიან უყვარს მამიკუნა და ეს ბოლო დროა, დიდი დოზით დაიწყო შენიშვნების მოცემა. ხანდახან ხუმრობით ვეტყვი ხოლმე: ჰო, ახლა შენი კონტოლიღა მაკლია-მეთქი (იცინის). მოკლედ, შვილი ჩემი მთავარი მაკონტოლებელია, მამოძრავებელი ქალი კი – ცოლი.
– რამდენად ხშირად უხსნი ცოლს სიყვარულს. ეუბნები, რომ ძვირფასი ადამიანია შენთვის და სიურპრიზებს თუ უკეთებ?
– უკვე ხუთი წელია, ერთად ვართ და დღეში ათჯერ ვეუბნები: მიყვარხარ-მეთქი. სულ ვეფერები და საყვარელ ქალს სიურპრიზებსაც არ ვაკლებ. სხვათა შორის, ბუნებითაც ვგავართ ერთმანეთს. რთულია ხელოვან ადამიანს გაუწიო ცოლობა, სულ რომ დაფრინავს და ღრუბლებშია, მაგრამ მიტანს (იცინის). ჩემი ატანა კი არა, ნებისმიერი ადამიანის ატანაა რთული, თუ მასში მხოლოდ ცუდი დაინახე. თუმცა, ისეთი თბილი ვარ, უარყოფით თვისებებს ფარავს. ნათიაზე რომ ვიყავი შეყვარებული, ჩვენი ფოტო დავბეჭდე დიდ ფორმატში და დღემდე კედელზე გვიკიდია, როგორც ჩვენი სიყვარულის ისტორია და დღემდე მას შევყურებ (იცინის).
– ნათქვამია, ლამაზი ცოლის პატრონს, ცხენი სულ შეკაზმული უნდა ჰყავდესო...
– ჰოდა, ჩემი ცოლის სილამაზის შემყურეს, სულ შეკაზმული მყავს ცხენი (იცინის). როცა ნათიას კომპლიმენტს ეუბნებიან, კი არ ვეჭვიანობ, გადასარევ ხასიათზე ვდგები. აბა, ისეთი ცოლია კარგი, ვისაც კომპლიმენტს არავინ ეუბნება, თვალს არ აყოლებს და არავისთვის სასურველი არ არის? ასე რომ, როცა ჩემს ცოლს უყურებენ, ჩემში დადებით ემოციას იწვევს. თუმცა, სიმპათიის გამოხატვასაც გააჩნია (იცინის). მე ასი პროცენტით ვენდობი ჩემს მეუღლეს და ის – მე, ამიტომ, საეჭვიანოც არაფერი გვაქვს. ცოლს არაფერს ვუმალავ, არც მიწერ-მოწერას ვშლი, არაფერი მაქვს დასამალი და წასაშლელი.
– ერთხელ თქვი, სოციალურ ქსელში არ მყავს ისეთი მეგობრები, ზღვარს რომ გადავიდნენ და მეფლირტავონო. ცნობადი სახე ხარ და დავიჯერო, თაყვანისმცემელი გოგონები არ გწერენ?
– ფლირტაობა კი ყოფილა, მაგრამ ჩემგან საბაბი – არა. ნათია ამაზე არ ეჭვიანობს, რადგან ამას არ ვმალავ. მე რომ რაღაცების დამალვა დავიწყო და მესიჯების წაშლა, უფრო არასწორი მგონია. არაფერი დაიმალება და მირჩევნია, ღია და გახსნილი ვიყო. ხუთი წელი კი, ცოტა არ არის, ჩემს ცოლს ჩემი ხასიათი შესწავლილი აქვს და იცის, მოღალატე ტიპი არ ვარ. მოკლედ, გაქანებული ერთმოყვარე ადამიანი ვარ (იცინის). ქუჩაში ხშირად მაჩერებენ უცხო ადამიანები და ჩემთან ფოტოებს იღებენ, ნათიამ რომ ყველაზე იეჭვიანოს, ხომ გამიგიჟდა (იცინის). ახლა დავფიქრდი და არავინ არაფერს მჩუქნის, მხოლოდ ფოტოებით შემოიფარგლებიან და ჩემი დანახვისას, ყველას ეღიმება.
– მართალია, რომ ცოლი ყველაზე ხშირად საყურეს გჩუქნის?
– ჩემთვის საყურე, ყველაზე კარგი საჩუქარია. ასევე, მიყვარს სათვალეები, ქუდები და საათები. ამათაც არ მაკლებს. მოკლედ, საყვარელი ქალისგან განებივრებული ვარ და რომ არა ნათია, კი ვიქნებოდი მიშა ცინცაძე, მაგრამ ისეთი წარმატებული ვერა. ჩემი თვითღირებულების გაზრდაში ნათიამ დიდი როლი ითამაშა. სულ მეუბნება, შენ მეტი შეგიძლიაო, სტიმულის მომცემი ადამიანია, ისეთი, როგორიც კაცს სჭირდება.
– შენი მეგობრები ხუმრობენ, მიშას ფეხსაცმლის ჩაცმა ავიწყდება და ჩუსტებით გადის გარეთო. მართლა ასეთი დაბნეული ხარ?
– დაბნეული ტიპი კი ვარ, მაგრამ უფესხაცმლოდ გარეთ არ გავსულვარ, მთლად ასეც არ გავშტერებულვარ (იცინის). უბრალოდ, გადაღლილობისგან ხან რა მრჩება სახლში და ხან – რა. ამიტომ, ხშირად მიწევს უკან დაბრუნება. მაგალითად, ქამრის გაკეთება მავიწყდება და მთელი დღე, შარვლის მაღლა ქაჩვა მიწევს (იცინის).
– „კომედი შოუში“ მეშვიდე წელია, შენი მუსიკალური ნომრებით საკმაოდ გამორჩეული პერსონაჟი ხარ. მუსიკა გასაგებია, მაგრამ გოგა ხაინდრავას როლი საკმაოდ წარმატებული და სახალისო აღმოჩნდა. პირადად თუ იცნობ მას?
– პირადად, ბატონ გოგა ხაინდრავას არ ვიცნობ, თუმცა მისი პაროდია, მგონი, კარგად გამომდის (იცინის). უბრალოდ, მის გამო წვერის შეღებვა მომიხდა (იცინის).
– გასაგებია, პრეზიდენტი ქალის გამო ყვავილებით ხელში დარბიხარ, მაგრამ ქალის გამო თუ გირბენია თაიგულებით?
– არა, ქალის გამო თაიგულებით ხელში არ მირბენია, თუმცა, ჩემმა გოგამ ქალი პრეზიდენტის გული კი მოიგო წითელი ვარდებით და გაპრეზიდენტების მერე პირველი ცეკვაც მე მერგო წილად (იცინის). პირველ პერზიდენტ ქალთან ცეკვა კარგი ყოფილა (იცინის). ეს ხუმრობოთ, მაგრამ ქალთან გრძნობის გამოხატვა, რატომღაც, ემოციით მირჩევნია, ვიდრე ყვავილებით და სუნამოებით. ასე, ურთიერთობა უფრო მძაფრია, კარგად მოქმედებს და ქვეცნობიერშიც დიდხანს რჩება. ჩემი ცოლიც ასე მოვხიბლე და არა ყვავილებით (იცინის).
скачать dle 11.3