№5 კიდევ რა საერთაშორისო ჯილდოებისა და ტიტულის მფლობელი გახდა მრავალგზის აღიარებული, წარმატებული მკურნალი თინათინ მაჩაიძე
ექიმისა და პაციენტის რომელ ნამდვილ ამბავზე მოგვითხრობს ცნობილი მუსიკალური პროდიუსერი
ქალბატონ თინათინ მაჩაიძეს – ამერიკა-კანადის ბიოენერგოთერაპევტთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრს, ბიოენერგოთერაპევტსა და ფიტოთერაპევტს – ჟურნალ „თბილისელების“ მკითხველის წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ჩვენს ერთგულ მკითხველს არაერთხელ ვუამბეთ ამ შესანიშნავი ქალბატონის, ნამდვილი პროფესიონალის ნიჭისა და შესაძლებლობების შესახებ და მის მრავალრიცხოვან მადლიერ პაციენტთა შორის ჩვენი არაერთი მკითხველიც აღმოჩნდა. თუმცა ქალბატონი თინათინი ცდილობს, საზოგადოებას მუდმივად არ შეახსენოს თავი და თავისი საქმე ჩუმად, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე აკეთოს, დღეს მაინც გადავწყვიტეთ, გიამბოთ იმ სიახლეებზე, რაც თინათინ მაჩაიძეს უკავშირდება. ჩვენს საყვარელ მკურნალს საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიაზე „პერსონა 2018-ის“ ტიტული ალტერნატიული მედიცინის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის მიენიჭა. ის, ასევე, წარდგენილი გახლდათ მედიკოსთა ეროვნულ დაჯილდოებაზე, სადაც „წლის ექიმი 2018“ გახდა. ქალბატონ თინათინს აღიარება არ აკლია, ის არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი სერტიფიკატისა და ჯილდოს მფლობელია, თუმცა მუდმივად განაგრძობს წინსვლას და თავის საქმეს ღირსეულად ემსახურება, ამიტომაც, მისი პაციენტების თქმით, მუდმივად ამართლებს მათ ნდობასა და იმედებს, მრავალ მათგანს დაუბრუნა ჯანმრთელობა და შესაბამისად, მშვიდი ცხოვრება, რაც დღესდღეობით დიდი ფუფუნებაა.
აქვე შემოგთავაზებთ იმ დაავადებათა არასრულ სიას, რასაც ქალბატონი თინათინი თავისი კომპლექსური მეთოდით უპრობლემოდ კურნავს, ესენია: ნევროზები და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა – უძილობა, შფოთვა, დეპრესია, აგრესია, ფობიები (შიშები), აკვიატებული აზრები, თავის ტკივილი, ჰიპერტონია, ენერგიის ნაკლებობა, ოსტეოქონდროზი, მარილები, რადიკულიტი, ნერვის ანთება; საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები; ბრონქიტი; ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების გვერდითი მოვლენების მოხსნა და მრავალი სხვა. ჩვენს დღევანდელ სტატიას კი დავასრულებთ ცნობილი მუსიკალური პროდიუსერის, ორგანიზაცია „ქართული გვარების“ პრეზიდენტის, ინგა სიორიძის ფეისბუქ-პოსტით, რომელიც ქალბატონ თინათინ მაჩაიძეს მიუძღვნა და ვფიქრობთ, ძალიან კარგად ასახავს თინათინ ექიმის ზებუნებრივ ძალას: „ნამდვილი ამბავი ექიმისა და პაციენტისა – აი, ასე დავიწყებდი ჩემს გულთბილ წერილს, ამას იმიტომ ვწერ, ძალიან კარგად ვარ და მინდა, ახალი წელი ყველას საუკეთესო ენერგიით სავსე გქონდეთ. ვინც მიცნობს, ძალიან კარგად იცის, რა სტრესები გადავიტანე – გარდამეცვალა ახალგაზრდა ძმა (ზვიადი) და და (ნინელი). ოთხი თვის განმავლობაში, დღითი დღე, ჩემში დაითრგუნა დადებითი ენერგია. გაქრა სიხარული და გულის არეში ყოველდღიურად (უწყვეტლივ) ვგრძნობდი ჩხვლეტებსა და ძლიერ ტკივილს. ასევე, მაწუხებდა ჰაერის უკმარისობა და უამრავი შიშის შემცველი ემოცია, რომელიც უწყინარ ტელეფონის ზარს მოჰყვებოდა. ფაქტობრივად, სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელი ადამიანი უცებ იმდენ ჩივილს წავაწყდი, რომ სათვალავი ამერია – გულის ტკივილი, ჰაერის უკმარისობა, დაღლილობა, უნებლიე ტირილი, გაურკვეველი ნერვული შემოტევა და არეული ძილი. მაგრამ მოხდა სასწაული... უცებ ყველაფერი განათდა! ქალბატონმა თინათინ მაჩაიძემ სეანსებისა და ფიტოთერაპიის საშუალებით უკეთესობისკენ შემცვალა! შინაგანად გავბედნიერდი და ფიზიკურადაც ვბრწყინავ! ყველას გირჩევთ, უიმედობის ჟამს გაგახსენდეთ პროფესიონალი ფსიქობიოენერგოთერაპევტი თინათინ მაჩაიძე, რომელიც კომპლექსური მეთოდით დაანგრევს ჩივილებს და დაგიბრუნებთ სიცოცხლის ენერგიას. თინათინ, მიყვარხარ! დიდი მადლობა ყველაფრისთვის“.