№5 ეს საინტერესოა
* მხატვარი არჩიბალდო თავის ნაწარმოებებს ყვავილებითა და ხილით ქმნიდა. მეფე ჰეროდეს პორტრეტის დასახატავად კი მან ჩვილთა გვამები გამოიყენა.
* 2003 წელს, როდესაც არნოლდ შვარცენეგერი გუბერნატორი გახდა, როგორც კანონი მოითხოვდა, მას ფილმებში გადაღება აუკრძალეს ერთადერთი, რის შესრულებაც მას შეეძლო, საკუთარი – არნოლდ შვარცენეგერის როლი იყო.
* ცოტა ხნის წინ გამოუშვეს ერთი ტკივილგამაყუჩებელი წამლის სარეკლამო პლაკატი, რომელიც 3 ფოტოსაგან შედგებოდა. პირველზე ტკივილისაგან შეწუხებული ქალი იყო გამოსახული, მეორეზე - იგივე ქალი წამლის სმის პროცესში, მესამეზე კი, იგივე ქალი – გაბადრული და ბედნიერი სახით. ასეთმა სარეკლამო კამპანიამ საუდის არაბეთში სრული ფიასკო განიცადა, რადგან არაბები ტექსტს მარჯვნიდან მარცხნივ კითხულობენ, ასე აღიქვეს ფოტოებიც.