№5 ბრძნული აზრები
დიუმა (უფროსი): ბედნიერი ადამიანისთვის ლოცვა ერთფეროვანი და უაზრო სიტყვათა გროვაა, სანამ უბედურება ღრმა აზრს არ ჩააქსოვს იმ სიტყვებში, რომლებითაც უბედური ღმერთს მიმართავს.
მარკესი: თუ შენ უკან დგანან – დაიცავი! თუ გვერდით დგანან – დააფასე! თუ წინ გადაგეღობებიან – არ დაინდო!
ლონდონი: უხმო თამაშში არასოდეს გააკეთო პირველი სვლა.
ჩესტერფილდი: მშობლების პირველი პრობლემაა, ასწავლონ ბავშვებს კარგ საზოგადოებაში ქცევის წესები, ხოლო მეორე პრობლემა კარგი საზოგადოების პოვნაა.
ნიცშე: არ ვბრაზობ იმაზე, რომ მომატყუე. იმის გამო ვბრაზდები, რომ აღარ შემიძლია, მჯეროდეს შენი.
ტვენი: ოცი წლის შემდეგ თქვენ იმას უფრო ინანებთ, რაც არ გაგიკეთებიათ, ვიდრე იმას, რაც გააკეთეთ.
ფროიდი: შეცდომიდან შეცდომამდე დიდი ჭეშმარიტების აღმოჩენა შეიძლება.
მონტენი: სინამდვილეში, ადამიანთა უმეტესობას არ სურს თავისუფლება, რადგან ის პასუხისმგებლობას მოიცავს. ადამიანთა უმეტესობა კი სწორედ მას გაურბის.
დელაბერი: ვისაც საკუთარი აზრი არ აქვს, იგი ყოველთვის უპირისპირდება სხვის აზრს.
ნაპოლეონი: ძალაუფლება მხოლოდ იმათ ეძლევათ, ვისაც ყოფნის მისი ხელში აღების გამბედაობა. მხოლოდ ერთ რამეს აქვს მნიშვნელობა – შეგეძლოს გაბედვა.
ესენინი: ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გვიყვარდება და შემდეგ ვეძებთ ჩვენს მსგავს ადამიანებს.
ეგზიუპერი: სიმპათიაა, როცა მოგწონს გარეგნულად; შეყვარებულობაა, როცა მოგწონს გარეგნულად და ხასიათებით: ხოლო სიყვარულია, როცა მოგწონს ნაკლით.
დოსტოევსკი: ბედნიერება უბედურების მიზეზების მიხვედრაა.
დევისი: არა აქვს მნიშვნელობა, რა გააკეთე. მნიშვნელობა აქვს, რამდენი გაბედე.
კლიუჩევსკი: ახალგაზრდის გახრწნის ყველაზე იოლი გზაა, ასწავლო, მეტი პატივი სცეს იმათ, ვინც მასავით ფიქრობს, ვიდრე მათ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.
შოუ: პატიოსნება და ერთგულება – ეს ძვირად ღირებული საჩუქარია, რომელსაც არ უნდა ელოდო იაფფასიანი ადამიანებისგან.
ფროსტი: სიყვარული გადაულახავი სურვილია, იყო გადაულახავად სასურველი.
საფირი: სიყვარულის დროს კარგავენ გონებას, ამ დანაკლისს კი ქორწინების შემდეგ გრძნობენ.