კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 ვინ ათავსებდა ფსიქიატრიულ კლინიკაში განწირულ პატიმრებს

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მთავარი გმირების სახელები შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
გაქცევა
1978 წლის 20 სექტემბერს მოსკოვის სერბსკის ფსიქიატრიული კლინიკიდან 32 წლის მალხაზ შონია გაიქცა, რომელიც იქ სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევაზე იმყოფებოდა. შონია ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის იყო ნასამართლევი და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. თუმცა, 1978 წელს, ექვსთვიანი პატიმრობის შემდეგ, შეურაცხადად სცნეს და გაათავისუფლეს. მაგრამ ერთ კვირაში უკვე მკვლელობის ბრალდებით, კვლავ დააპატიმრეს და მოსკოვში, სერბსკის კლინიკაში გაგზავნეს ექსპერტიზაზე.
მალხაზ შონია მძღოლად მუშაობდა და ტრაილერით გადაჰქონდა სხვადასხვა ტვირთები საბჭოთა კავშირის ყველა კუთხეში. ამის გამო მას ზოგჯერ კვირაობით უწევდა სახლიდან წასვლა. მალხაზს ჰყავდა მეუღლე, 26 წლის ბელა გერაშვილი, რომელზეც 6 წლის წინ იქორწინა, მაგრამ შვილი არ ჰყავდათ. ბელა საკმაოდ კარგი გარეგნობის იყო. თუმცა ძალიან უყვარდა ფული და ვერც საქციელით დაიკვეხნიდა. ქორწინების მიუხედავად, ქალს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა. საკმარისი იყო, მალხაზი სახლიდან გაეგულებინა, რომ ბელა დროსტარებას იწყებდა და კაფე-რესტორნებს არ იკლებდა. 1978 წლის 6 თებერვალს მალხაზი მორიგ რეისში გაემგზავრა კრასნოდარში და უთენია გავიდა სახლიდან. თუმცა, მანქანა თბილისის გასასვლელში გაუფუჭდა და სანამ პროფილაქტიკაში გააკეთებინა, შუადღეც შესრულდა. ამასობაში, მოშივდა და დიღომში მდებარე რესტორან „უშბაში“ შევიდა, სადაც თავის მეუღლეს წააწყდა უცხო მამაკაცთან ერთად. როდესაც ამბის გასარკვევად სუფრასთან მივიდა, შეკამათდნენ, რაც ჩხუბში გადაიზარდა და მალხაზმა ის მისივე მოქნეული დანით დაჭრა მუცელში. მალხაზი დააპატიმრეს და ბრალდება მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს. მაგრამ მალხაზმა სიგიჟე გაითამაშა, თან, გამომძიებელსა და მოსამართლეებს 30 ათასი მანეთი გადაუხადა და პატიმრობიდან „თეთრი ბილეთით“ გამოუშვეს. ფულის გადახდაში მალხაზს მისი ძმა, 37 წლის მურთაზი დაეხმარა. მალხაზი 13 აგვისტოს გამოვიდა ციხიდან და ძმას შეეკედლა. მურთაზი უცოლო იყო. ის საბურთალოზე, იმავე კორპუსში ცხოვრობდა, სადაც მალხაზი, ოღონდ, ერთი სართულით ზემოთ. დაჭერის შემდეგ მალხაზი სახლში არ დაბრუნებულა და ბინა ბელას დარჩა. 19 აგვისტოს ძმებმა  იქეიფეს და დაიძინეს. დილით კი დანით მოკლული მურთაზი უბნის ინსპექტორმა აღმოაჩინა, რომელმაც მალხაზს შემოწმებაზე მიაკითხა. ლეიტენანტმა კაკო მიქაშავიძემ მალხაზს მძინარეს დაადო ხელბორკილები და შემდეგ გააღვიძა. ოპერჯგუფმა კი ის მილიციის სამმართველოში წაიყვანა. ექსპერტიზამ დანაზე მალხაზის თითების ანაბეჭდები აღმოაჩინა და მიუხედავად უარყოფისა, „თეთრი ბილეთის“ მფლობელი მოსკოვში, სერბსკის კლინიკაში  სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე გაგზავნეს, საიდანაც ის ერთი თვის შემდეგ გაიქცა.
ეძიეთ ქალი
სერბსკის სახელობის კლინიკაში ჯალათი საბჭოთა ფსიქიატრები არაადამიანურ ექსპერიმენტებს ატარებდნენ და პაციენტები იქიდან ან საერთოდ ვერ გამოდიოდნენ, ან თუ გამოდიოდნენ, ფაქტობრივად, გათიშულები იყვნენ და ყოველგვარი ქმედითუნარიანობა დაკარგული ჰქონდათ. ამ კლინიკაში კი სწორედ ამის გამო გზავნიდნენ, განსაკუთრებით პატიმართა კონტინგენტს და მალხაზ შონიაც ამის მსხვერპლი  გახდა. საქმე კი ის იყო, რომ სანამ მალხაზი ექვსი თვე ციხეში იჯდა, ბელამ მუდმივი საყვარელი, 49 წლის „ცეხავიკი“ ჯანსუღ ნარიმანიძე გაიჩინა. სწორედ ნარიმანიძის ჩანაფიქრი იყო მალხაზის მოშორება და სადმე სამუდამოდ გამომწყვდევა. ეს კი მხოლოდ საგიჟეთში იყო შესაძლებელი. ამიტომ, ნარიმანიძემ ორ მეძავს ფული გადაუხადა, რომლებმაც ძმებს ბანგიანი ღვინო დაალევინეს, მათ დაძინებას დაელოდნენ და შემდეგ კი სასწრაფოდ წავიდნენ. ამის მერე, ერთი სართულით ქვევით მცხოვრებმა ბელამ საკუთარი ხელით მოკლა ყოფილი მაზლი და დანაზე მალხაზის თითის ანაბეჭდები დააფიქსირა. დანარჩენი კი უკვე ფულისა და ტექნიკის საქმე იყო და მოხდა ის, რაც მოხდა – „ძმის მკვლელი“ მალხაზი ჯერ მილიციაში, ბოლოს კი კლინიკაში მოხვდა. ბელასა და ჯანსუღ ნარიმანიძეს იმედი ჰქონდათ, მალხაზს საგიჟეთში ამოალპობდნენ. თუმცა, მალხაზი  ფსიქიატრიული კლინიკიდან მოჩვენებასავით გაქრა. მასზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა...
ორმაგი შურისძიება
როგორც მალხაზის დაჭერაში, ასევე მის გაქცევაშიც ქალი ერია და ის 35 წლის ნუნუ ბოკუჩავა იყო. პროფესიით ეკონომისტი და რაც მთავარია, ჯანსუღ ნარიმანიძის ყოფილი ცოლი. ნუნუს ეს ნაბიჯი სწორედ ყოფილ ქმარზე შურისძიების დაუოკებელმა სურვილმა გადაადგმევინა და ის მოსკოვში გაემგზავრა. შურისმაძიებელმა ქალმა სერბსკის კლინიკის ახალბედა ექიმი, ლიდა სობოლევა მოისყიდა, მას 1 500 მანეთი გადაუხადა და მალხაზი იმ ჯოჯოხეთიდან გამოიყვანა. ნუნუს ქმართან გაყრის შემდეგ საკმაოდ დიდი ქონება დარჩა. მას უზრუნველად, თავის გემოზე შეეძლო ცხოვრება, მაგრამ პატივმოყვარეობა არ ასვენებდა და მალხაზს უთხრა:
– შენც შეურაცხყოფილი ხარ და მეც. ამიტომ შურისძიების გეგმა მაქვს და მინდა, მის განხორციელებაში დამეხმარო. შემდეგ კი ერთად დავტკბეთ შედეგებითო...
მალხაზმა ჯერ მადლობა გადაუხადა ქალს საგიჟეთიდან გამოხსნისთვის. შემდეგ კი დახმარება აღუთქვა  და შეჰპირდა, რომ ყველაფერში გვერდით დაუდგებოდა მას.
1978 წლის 31 დეკემბერს, დილის 9 საათზე დაბა წყნეთის ერთ-ერთ ფეშენებელურ აგარაკზე, რომელიც ჯანსუღ ნარიმანიძეს ეკუთვნოდა, მილიციამ სისხლით მოთხვრილი „ცეხავიკი“ აღმოაჩინა, რომელსაც სასქესო ორგანო ჰქონდა მოკვეთილი. იქვე, აგარაკზე დააპატიმრეს ბელა გერაშვილიც, რომელსაც ღრმად ეძინა. მოგვიანებით კი დანაზე მისი თითების ანაბეჭდები აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ ქალი უარყოფდა ნარიმანიძისთვის სასქესო ორგანოს მოკვეთის ფაქტს, ქალი საბოლოოდ სერბსკის კლინიკაში მოხვდა და იქვე გარდაიცვალა. ორგანომოკვეთილმა ნარიმანიძემ კი ცხრა თვის მერე ინფარქტით განუტევა სული და მიუხედავად იმისა, რომ ამის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობდა, ხმა გავარდა – ყველაფერი ეს ნუნუმ და მალხაზმა მოაწყვეს და საზღვარგარეთ გაიქცნენ ნარიმანიძის ქონებასთან ერთად, რომელიც წყნეთის აგარაკზე ამოთხარესო...
скачать dle 11.3