კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 რა შემთხვევაში იზიარებს წინაპრის ტრაგიკულ ბედს გარდაცვლილის მემკვიდრე

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

ხშირად თუ არა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვსმენია უცნაური, ჟრუანტელის მომგვრელი ამბები იმის შესახებ, თუ როგორ ამყარებს გარდაცვლილი იმ ქვეყნიდან იდუმალ კავშირს ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, ნათესავებთან... და რა უბედურება შეიძლება, დაატყდეს ამის გამო მის ახლობლებს. მოსმენილი, რა თქმა უნდა, აჩენს უამრავ კითხვას: რატომ მოხდა ასე? რა უნდა გავაკეთოთ, რომ იგივე ჩვენც არ დაგვემართოს?.. და ასე შემდეგ. ამიტომ, ამ თავსატეხს რომ შესაბამისი ახსნა მოვუძებნოთ, რა თქმა უნდა, კომპეტენტური განმარტებაა საჭირო, რასაც ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგისგან, ქალბატონ მარიკას გ-სგან მოვისმენთ. ბავშვობაში ის უშუალოდ შეესწრო საშინელ ტრაგედიას, რომელიც სწორედ მიცვალებულის იმქვეყნიურ „გზავნილს“ უკავშირდებოდა. შემდგომში ეს ამბავი გახდა კიდეც მიზეზი იმისა, რომ ეზოთერიკა და სხვა შესაბამისი მიმდინარეობები საფუძვლიანად შეესწავლა.
– უპირველესად, უშუალოდ იმ ტრაგედიის შესახებ გვიამბეთ, რომელიც შემდგომში თქვენი ძირითადი საქმიანობის განმსაზღვრელი გახდა.
– იმ დროს ჩვენი ოჯახი საქართველოს ერთ-ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობდა. მეორე კლასში ვსწავლობდი და ისევე, როგორც ჩემს თანატოლთა უმრავლესობას, მეც ჩვეულებრივი, უღრუბლო ბავშვობა მქონდა. ერთ დღეს კი საშინელი ტრაგედიის უშუალო შემსწრე გავხდი. ჩემი თანაკლასელი თემო, საკუთარი სახლის ფანჯრიდან გადმოხტა და ეზოში მოთამაშე უამრავი მეგობრის თვალწინ დაენარცხა ძირს. ახლაც თვალწინ მიდგას მისი დაცემის მომენტი – როგორ ამოიხვნეშა რამდენჯერმე არაადამიანური ხმით, მერე სუნთქვა შეაჩერა და მოკვდა... ყველა, უპირველესად კი ახლობლები, საგონებელში ჩავარდნენ. ვერავის გაეგო, რა მოხდა. თემო ძალიან ჭკვიანი, ბეჯითი მოსწავლე იყო, ჰყავდა უამრავი მეგობარი და ყველანაირი ლოგიკით, თვითმკვლელობისთვის არანაირი საბაბი აქ გააჩნდა. მით უმეტეს, არც გარემოება, რადგან სანამ ფანჯრიდან გადახტებოდა, ის ძალიან მშვიდად, ჩვეულ რეჟიმში ამზადებდა გაკვეთილებს. წარმოუდგენელი იყო, რას უნდა აეძულებინა, რომ საშინაო დავალების შესრულება შუა გზაზე მიეტოვებინა – ქართულში თხზულებას წერდა და სიტყვაც კი დაუმთავრებელი დარჩა. გადმოხტომამდე მან ზურგჩანთა მოიკიდა, რომელშიც წინასწარ ჰქონდა ჩადებული მძიმე საგნები – მამამისის სავარჯიშო 2 ხუთკილოიანი ჰანტელი...და ეს გათვლილი იყო იმისთვის, რომ თვითმკვლელობა აუცილებლად სიკვდილით დამთავრებულიყო...
– რამ აიძულა რვა წლის ბავშვი, ასე მოქცეულიყო? რა იყო მიზეზი იმისა, რომ ამ ასაკის ბავშვი ასე ისწრაფვოდა სიკვდილისკენ?
– სწორედ იგივე კითხვები არ გვასვენებდა მაშინ ჩვენც. მიზეზი ამისა კი ამოიცნო მხოლოდ ბებიამ. მისი მტკიცებით, თემო ბედისწერის მსხვერპლი გახდა და ეს დედის გარდაცვალებას უკავშირდებოდა. თემოს დაბადებიდან ძალიან მალე თამარი (თემოს დედა) მძიმედ დაავადდა და მალევე გარდაიცვალა. მაგრამ სიკვდილის წინ მან ოჯახის წევრებს უცნაური თხოვნით მიმართა: ფურცელზე ფანქრით შემოეხაზათ თემოს პატარა ხელი და მისთვის კუბოში ჩაეყოლებინათ. ხალხური გადმოცემებისა და მინიშნებების მიხედვით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მიცვალებულისთვის ცოცხალი ადამიანისგან რაიმეს ჩაყოლება. სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა, რომ თემოს ძალიან სტანჯავდა დედის მონატრება, ხშირად ელაპარაკებოდა მას ძილში. თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე კი, როცა ის ბებიასთან ერთად სასაფლაოზე იყო, მეორე კლასელისთვის ძალიან უცნაური რამ უთქვამს: „ბებო, ამ წელს იქნება აპოკალიფსი“. მაშინ ბებიას ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ ტრაგედიის შემდეგ, დაჟინებით იმეორებდა: დანამდვილებით ვიცი, მაშინ თემოს ის ფრაზა დედამ იმ ქვეყნიდან უჩურჩულაო.
– გამოდის, ყველაფერი გარდაცვლილის კუბოში ჩატანებულ ნივთს უკავშირდებოდა, რის შესახებაც ათასგვარი რეკომენდაცია მოგვისმენია. იქნებ, თქვენ აგვიხსნათ, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს?
– როცა ადამიანი კვდება, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამქვეყნად უამრავი ნივთი რჩება, რომელიც ყოველთვის მას გაგვახსენებს. თუ რომელი უნდა დაიტოვოთ მათგან და რისი სახლში გაჩერება არ შეიძლება, ამ ტრადიციებზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. როგორც წესი, დაკრძალავის შემდეგ, სახლში მიცვალებულის ნაცნობ-ახლობლები იკრიბებიან და ოჯახის წევრები გარდაცვლილის მოსაგონებლად, მათ მის ნივთებს უნაწილებენ. რა შეიძლება, იყოს ესენი? საყოფაცხოვრებო ნივთები – იქნება ეს ჭურჭელი თუ ხელოვნების ნიმუში; მუსიკოსისთვის ინსტრუმენტი, რაზეც ის უკრავდა; მხატვრისთვის ფუნჯები და საღებავები; სპორტსმენისთვის – ჩოგბურთის ჩოგანი თუ ბურთი... მოკლედ, მსგავსი დანიშნულების ნივთები, რომლებიც გარდაცვლილთან ასოცირდებოდა, არ შეიძლება, აჩუქოთ მეგობრებს. პირდაპირი დანიშნულებით არასდროს გამოიყენოთ ის ჭურჭელი და ტანსაცმელი, რომელსაც უშუალოდ გარდაცვლილი მოიხმარდა, რადგან პატრონის ენერგეტიკას ატარებს. არ მოიხვიოთ გარდაცვლილი მეგობრისა თუ ნათესავის შარფი, არ ჩაიცვათ მისი ფეხსაცმელი, არ ჭამოთ იმ ჭურჭლიდან, რომლითაც ის სარგებლობდა. თუმცა, მათი შენახვა შეიძლება – თუნდაც დადეთ გამოსაჩენ ადგილას, მისი მფლობელის მოსაგონრად, გარკვეული მომენტების გასახსენებლად. რაც შეეხება სამკაულს, მასთანაც დიდი სიფრთხილეა საჭირო. ისიც პატრონის ენერგეტიკას ატარებს და თუ ის ადამიანი ტრაგიკულად დაიღუპა, ან უმძიმეს სენს ემსხვერპლა და იმ მომენტში ეკეთა აღნიშნული სამკაული, მისი ტარება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება – სიკვდილის ენერგეტიკას საკუთარ თავზე აიღებთ. თქვენც ხომ უამრავი საშინელი ისტორია გაგიგიათ ამა თუ იმ იდუმალებით მოცულ სამკაულთან დაკავშირებით. თუნდაც, როცა ბეჭედი მემკვიდრეს გადასცეს და მანაც წინაპრის ტრაგიკული ბედი გაიზიარა... და ბევრი სხვა, მსგავსი შემთხვევა. ასევე, კატეგორიულადაა აკრძალული, ისეთი ნივთების გამოყენება, დაკრძალვის ცერემონიას რომ დასჭირდა; კუბოში ან მის მახლობლად რომ ეწყო. რაც კი ჩასასვენებელშია, ყველაფერი მასთან ერთად უნდა დაიმარხოს. აღარ გაეკაროთ იმასაც, რაც სიკვდილის მიზეზი გახდა. მაგალითად, ავტომობილს, რომლის პატრონიც ავარიისას დაიღუპა, თუნდაც მანქანის სრული აღდგენა მოახერხოთ – ის ისევ ავარიაში მოხვდება. ასეთ დროს დამტვრეული მანქანის ნაწილების გამოყენებაც კი საშიშია. ასე რომ, ყველაფერი, რაც კი გარდაცვალების მიზეზი გახდა, ან სიკვდილის მომენტში თან ჰქონდა თუ ზედ ეცვა ადამიანს, უმჯობესია, მასთან ერთად დაიმარხოს, ანდა, თუ მოხერხდება, საერთოდ მოიცილოთ თავიდან. დაიტოვეთ მხოლოდ რაიმე სუვენირი – საკმარისია, თუნდაც ერთი ფოტო ჩარჩოში. ბევრს აინტერესებს, შეიძლება თუ არა გარდაცვლილის ნაქონი საათის ტარება. არც ამას გირჩევთ. როგორც ცნობილია, საათი მისი მფლობელის სიკვდილის მომენტში ჩერდება. ამიტომ, დრო თქვენთვისაც რომ არ გაჩერდეს, ასეთი საათი შეგიძლიათ, სახლში, ლამაზ კოლოფში ჩადებული შეინახოთ, პატრონის მოსაგონრად.
скачать dle 11.3