№5 თეძოების, ბარძაყებისა და დუნდულების არეში ცხიმის დამწველი დიეტა
ამ დიეტის დაცვა მარტივი არ არის, სამაგიეროდ, ზედმეტი ცხიმი სწრაფად ქრება დუნდულებიდან, თეძოებიდან და ბარძაყებიდან. დაახლოებით, ერთ კვირაში შედეგს საკუთარი თვალით ნახავთ. დიეტის შედეგია სხეულის ქვედა ნაწილების ზომებში საგრძნობლად შემცირება და წონის სწრაფი კლება – მინუს 5 კილოგრამი.
პირველი-მეორე დღე
გაღვიძებისთანავე, უზმოზე დალიეთ ნახევარი ლიტრი წყალი.
საუზმე: ნახევარი ფილა შავი შოკოლადი და ერთ ჭიქა თბილ რძეში გახსნილი 1 ჩაის კოვზი თაფლი.
სადილი: 1 პომიდვრის, 1 კიტრის, ხახვისა და ლიმონის წვენისგან მომზადებული სალათა, 1 ნაჭერი ინდაურის ფილე, 100 გრამი იოგურტი.
ვახშამი: 1 ვაშლი, 1 ჭიქა წყალში გახსნილი ნახევარი ლომონის წვენი.
მესამე-მეოთხე დღე
გაღვიძებისთანავე, უზმოზე დალიეთ 2 ჭიქა წყალი.
საუზმე: ნახევარი ფილა შავი შოკოლადი, უშაქრო მწვანე ჩაი.
სადილი: 1 ცალი გახეხილი უმი სტაფილოს, ბოლოკის, მწვანე ხახვისა და მწვანე სალათის ფურცლების სალათა, რამდენიმე ნაჭერი ანანასი.
ვახშამი: ორთქლზე მომზადებული თევზის ნაჭერი, ახლადგამოწურული გრეიპფრუტის წვენი.
მეხუთე-მეექვსე დღე
გაღვიძებისთანავე, უზმოზე 2 ჭიქა წყალი.
საუზმე: ნახევარი ფილა შავი შოკოლადი და თაფლიანი რძე.
სადილი: 250 გრამი უცხიმო ხაჭო, 1 ჩაის კოვზი თაფლი, რამდენიმე ნაჭერი ანანასი.
ვახშამი:1 ჭიქა იოგურტი, 1 ცალი გრეიპფრუტი.
მეშვიდე დღე
გაღვიძებისთანავე, უზმოზე, 1 ჭიქა წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი თაფლი.
საუზმე: 100 გრამი უცხიმო ხაჭო, 1 ჭიქა იოგურტი.
სადილი: უცხიმო, მოხარშული თევზი ან ინდაურის ფილე, ახლად გამოწურული გრეიპფრუტის წვენი.
ვახშამი: 1 ნაჭერი ყველი, თაფლიანი ჩაი ან რძე.