№5 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2003 წლის 26 თებერვალს. მირჩიეთ, რომელ პროფესიებში მოსინჯოს ძალები, რომ წარმატებებს დაბრკოლებების გარეშე მიაღწიოს?
პასუხი: მისთვის მისაღები და წარმატებების მომტანია: მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, პედაგოგიური მოღვაწეობა, სოციოლოგია, ხელოვნების ფართო სპექტრი, გართობის ინდუსტრია, ფილოსოფია და ასტროლოგია.
კითხვა: დავიბადე 1997 წლის 27 თებერვალს. რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან იქნება ჩემი ქორწინება ბედნიერი და რომელი ასტროლოგიური ქვა ვატარო ყოველდღიურად?
პასუხი: სასიყვარულო-პარტნიორული ურთიერთობის თვალსაზრისით, კარგია ურთიერთობა: თევზების, თხის რქის, კუროს, მორიელისა და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. ასტროლოგიური ქვებიდან კარგია: მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი, ამეთვისტო, ლალი, ალმასი, აქატი, მალაქიტი, ძოწი და წითელი იასპი.