კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 რა უნდა გაითვალისწინოთ და როგორ უნდა გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას 2019 წელს

თითეული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის, არსებობს ასტროლოგიური რეკომენდაციები ჯანმრთელობისთვის, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რათა თავი აარიდოთ შესაძლო დაავადებებს. ასე რომ, თუ მათ ყურადღებით გაეცნობით და სიფრთხილეს გამოიჩენთ, 2019 წელს საკუთარ ჯანმრთელობასაც დაიცავთ და ენერგიის სწორი გადანაწილებით შესძლებთ, თავიდან აირიდოთ მოსალოდნელ გართულებები.
ვერძი – ცხოვრებისა და მუშაობის არანორმალური რიტმი ორგანიზმზე იმოქმედებს და ხშირი დაღლილობა და სტრესი, ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. თუ საკუთარი ენერგიის სწორად ხარჯვა-გადანაწილებას არ ისწავლით, ეს უამრავი დაავადების პროვოცირებას გამოიწვევს და მომავალში ჯანმრთელობის პრობლემებიც იჩენს თავს. ნუ აიღებთ ისეთ ვალდებულებას, რომლის შესრულებაც გაგიჭირდებათ. აუცილებელია, ფიზიკური შრომა გონებრივი შრომით ჩაანაცვლოთ.
კურო – დინამიკური სამუშაოს შემდეგ საჭიროა, პასიური დასვენების დღეები მოიწყოთ და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ. ეს დახარჯული ენერგიის აღდგენის საუკეთესო საშუალებაა. გადახედეთ თქვენს საკვებ რაციონს და ამოიღეთ ყველა ის პროდუქტი, რომელიც ჯანმრთელობისთვის რეკომენდებული არ არის. ხშირად იარეთ ფეხით და მოერიდეთ საათობით ტელევიზორთან ან კომპიუტერთან ჯდომას. სჯობს, ეს დრო, სუფთა ჰაერზე სიარულს დაუთმოთ.
ტყუპები – ბევრი საქმის გამო დასვენებისთვის დრო არ დაგრჩებათ. ეს კი თქვენს ჯანრთელობაზე ცუდად იმოქმედებს და ერთ დღესაც მიხვდებით, რომ ენერგია და ძალა აღარ გყოფნით. კარგი იქნება, თუ ისეთ ადგილას მოახერხებთ დასვენებას, სადაც ტელევიზიას, მობილურ ტელეფონს და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებს არ გამოიყენებთ. ეს თქვენს ფსიქიკაზე ძალიან კარგად იმოქმდებს და სასიცოცხლო ძალებსაც ადვილად აღიდგენთ.
კირჩხიბი – კატეგორიულად გეკრძალებათ სარისკო ქმედებები და ექსპერიმენტები. ეს კვებასაც ეხება. დაიწყეთ ვარჯიში და ფეხით სიარული. სტრესული სიტუაცია თქვენს ფსიქოემოციურ ფონზე ცუდად აისახება. უმჯობესია, ყოველდღე ისეირნოთ და ხშირად მოაწყოთ ოჯახურ-მეგობრული გასვლები ბუნებაში. ამით დასვენებასა და ძალების აღდგენას ერთდროულად შეძლებთ.
ლომი – აუცილებელია, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, დაისვენოთ და გვარიანად გამოიძინოთ. მაქსიმალურად აკონტროლეთ წონა, უპირატესობა მიანიჭეთ ეკოლოგიურად სუფთა საკვებს, იმოძრავეთ, მაგრამ მოერიდეთ დიდ ფიზიკურ დატვირთვებს, ფსიქოლოგიურ სტრესებს. მომატებული ემოციური ფონით ნუ შეუქმნით თქვენს ჯანმრთელობას პრობლემებს. მშვიდად და დელიკატურად იმოქმედეთ და თავიდან აიცილეთ ოჯახური თუ პარტნიორული უთანხმოებები.
ქალწული – თუ არ ეცდებით ორგანიზმის გაკაჟებასა და ამოძრავებას, შესაძლოა, მთელმა რიგმა დაავადებებმა იჩინოს თავი. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თუნდაც პატარა ტკივილისა და დისკომფორტის იგნორირება დიდ პრობლემებს შეგიქმნით მომავალში. არ გირჩევთ, დიეტების ხარჯზე აშიმშილოთ ორგანიზმი და ამით დაიკლოთ ზედმეტი კილოგრამები. სწორად გაწერილი კვება და ვარჯიში ორგანიზმსაც ჩააყენებს ფორმაში და ენერგიასაც შეგმატებთ.
სასწორი – ემოციური დაძაბულობა, სტრესები და არასტაბილური სამუშაო გრაფიკი თქვენს ფსიქოემოციურ გადაძაბვას შეუწყობს ხელს. ეცადეთ, ხშირად მოხვდეთ ისეთ გარემოში, სადაც ნერვებს დაიმშვიდებთ და მხოლოდ სასიამოვნო ემოციებით დაიტვირთებით. მთავარია, ნერვიულობასა და დიდ სტრესებს მოერიდოთ, დააბალანსოთ კვების საათები და დაარეგულიროთ ღამის ძილი. ეს თქვენს ორგანიზმს საკმაოდ წაადგება და დაკარგული ენერგიის აღდგენასაც ადვილად შეძლებთ.
მორიელი – არ მისცეთ საშუალება საკუთარ ორგანიზმს გიღალატოთ. მეტი დრო გაატრეთ ენერგეტიკულად მისაღები და სასიამოვნო ადამიანების გვერდით. გაუფრთხილდით ფსიქიკას და ნეგატიურ და წარუმატებელ პერიოდებზე ბევრს ნუ იფიქრებთ. სჯობს, გონება დადებით მოვლენებზე დაძაბოთ და ამით თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური მომენტები მოიწყოთ.
მშვილდოსანი – თუ არ ებრძოლეთ უძილობასა და სტრესს, შესაძლოა, ამან დეპრესიაში ჩაგაგდოთ და როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე პროფესიონალურ საქმიანობაში უკან დაგხიოთ. ხშირად დაასვენეთ ორგანიზმი და მოერიდეთ დიდ ფიზიკურ დატვირთვას. კარგია, თუ ხშირად განმარტოვდებით და თქვენს მომავალ გეგმებზე დაფიქრდებით.
თხის რქა – ხშირად მოადუნეთ ორგანიზმი, გაატარეთ დრო მშვიდ გარემოში და არ იფიქროთ ნეგატიურ მოვლენებზე. ეს მოგცემთ ენერგიას და დასვენებული უკეთ შესძლებთ, აქტიურად და შემართებით მოაგვაროთ სამსახურის თუ პირადი პრობლემები. უნდა იყოთ აქტიური და ყოველდღე გააკეთეთ მსუბუქი ვარჯიშები.
მერწყული – ბევრი საქმე და პირადი პრობლემები არ მოგცემთ დასვენების და მოდუნების საშუალებას. ეს კი, თქვენს ჯანმრთელობაზეც ცუდად აისახება. თუ გუნება-განწყობა ხშირად გეცვლებათ, პესიმისტური ხდებით და წარსულში იხედებით, ჩათვალეთ, დეპრესია გიტევთ და მისგან დროულად თუ არ დაიძვრინეთ თავი, მერე გაგიჭირდებათ.
თევზები – სტრესი მთავარი მტერია თქვენი ჯანმრთელობისთვის, ამიტომ, მას მაქსიმალურად აარიდეთ თავი. ასევე, მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს. აკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ და არ გძაბავთ. ხშირად განმარტოვდით, რათა ადვილად აღიდგინოთ დაკარგული ენერგია, დამშვიდდეთ და მხოლოდ პოზიტივით დაიტვირთოთ.скачать dle 11.3