კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 რომელი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები შეცვალეს მათი ორეულებით

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერიას გენიალობა არა მხოლოდ მის ორგანიზატორულ ნიჭში, არამედ მის ინოვაციურ აზროვნებაში მდგომარეობდა და ის (ბერია) ისეთ რამეს მოიფიქრებდა ხოლმე, რაც ერთი შეხედვით, ფანტასტიკური და განუხორციელებელი ჩანდა...  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სამხედრო გენერალი კირილე პოტაპოვი წერს: „1949 წელს ლავრენტი ბერიას ინიციატივითა და მითითებით, საბჭოთა უშიშროებამ დაიწყო ასევე ზესაიდუმლო პროექტის განხორციელება, სახელწოდებით  – „ნამდვილი ორეული“. ამის შესახებ მე ვიცი მამაჩემისგან, ევსეი პოტაპოვისგან, რომელიც ამ პროექტში მონაწილეობდა. ამ პროექტის დანიშნულება კი, ძირითადად, დასავლელი პოლიტიკოსების ორეულების მომზადება და მათი შეცვლა, ანუ ჩანაცვლება იყო. „ენკავედეში“ მომზადებულ ორეულს უნდა დაეკავებინა რომელიმე X ქვეყნის ლიდერის ან ერთ-ერთი ლიდერის ადგილი და საბჭოეთისთვის ხელსაყრელი პოლიტიკა ეწარმოებინა. მამაჩემი პროექტში ჩართული იყო, როგორც ექიმი და სწორედ მან გამიმხილა, რომ 1949-1953 წლებში, თითქმის ხუთწლიან პერიოდში, ოცამდე ასეთი ორეული მომზადდა და მათ „საქმეში გაშვებას“ მხოლოდ და მხოლოდ ლავრენტი ბერიას სიკვდილმა (ვერაგულმა მკვლელობამ) შეუშალა ხელი...“
გენერალი პავლე სუდოპლატოვი წერდა: „მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერიამ უამრავი პროექტი, უდიდესი წარმატებით განახორციელა, დარწმუნებული ვარ, „ნამდვილი ორეული“ იყო მისი (ბერიას) საუკეთესო ინოვაცია, რაც უკვე დაწყებული გვქონდა და წარმატებითაც ვახორციელებდით, როდესაც ბერია მოკლეს. მე სრულიად ტყუილად დამაპატიმრეს და ციხეში თხუთმეტი წლით გამომაწყვდიეს.  დანარჩენი მონაწილეების 95 პროცენტი კი უგზო-უკვლოდ გააქრეს და მოდი და ამის შემდეგ ვინმემ თქვას, რომ ნიკიტა ხრუშჩოვი სამართლიანი და ჭკვიანი მმართველი იყო. იქნებ ვინმემ დამაჯეროს, რომ ხრუშჩოვი შეერთებული შტატების მიერ არ იყო მართული. დიახ. სამწუხაროდ, სწორედ ხრუშჩოვის ბრძანებით განადგურდა პროექტი „ნამდვილი ორეული“. თუმცა, მადლობა ღმერთს, რომ რამდენიმე ორეულმა მაინც დაიკავა იმ ქვეყნებში ის ადგილები, რომლებისთვისაც მათ ვამზადებდით და სპეციალური კურატორები ზედამხედველობდნენ. ხრუშჩოვის არასწორი გადაწყვეტილებების გამო მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი ისეთი დიდი არ იყო, როგორც ეს თავდაპირველად ჩაიფიქრეს, მაგრამ მათ  ნაწილობრივ მაინც შეასრულეს თავიანთი როლი და ამიტომ, მე არც ქვეყნებს დავასახელებ და არც იმ პიროვნებებს, ანუ ჩვენ მიერ მომზადებულ ორეულებს...“
1949 წლის იანვარში ლავრენტი ბერიამ თავისთან იხმო უშიშროების განყოფილება „დრ-ის“ უფროსი გენერალი, პავლე სუდოპლატოვი და პროექტ „ნამდვილი ორეულის“ შესახებ თავისი აზრი გაუზიარა. პავლე სუდოპლატოვი წერდა: „განყოფილება „დრ“ დივერსიულ საქმიანობას ახორციელებდა შეერთებული შტატებისა და „ნატოს“ სამხედრო ბაზებზე და საკმაოდ წარმატებულადაც. ბერიასთან რომ მივედი, მან ხელი ჩამომართვა, სავარძელზე მიმითითა – დაჯექიო და მითხრა:
– პაველ ანატოლიევიჩ, სტალინმა  მოკითხვა დამაბარა  და მითხრა, ჩემთან, აგარაკზე მოიყვანეო.
– გმადლობთ, მოკითხვისთვის, ლავრენტი პავლოვიჩ. ჩემთან რაიმე სასწრაფო საქმე აქვს  ამხანაგ სტალინს? – ვკითხე მე და ფეხზე წამოვდექი.
– დაჯექი, დაჯექი, პაველ, – მითხრა ბერიამ და დაამატა, – სტალინი შენი მუშაობით კმაყოფილია და უნდა, რომ ეს კმაყოფილება პირადად გამოხატოს, ამიტომაც გიწვევს აგარაკზე. აი, მე კი შენთან უსერიოზულესი და უსაიდუმლოესი საქმე მაქვს.
– გისმენთ, ლავრენტი პავლოვიჩ. ბრძანეთ, – ვუთხარი ბერიას.
ბერიამ სწორედ მაშინ გამაცნო „ნამდვილი ორეულის“ ზესაიდუმლო პროექტი და მითხრა, რომ „ენკავედეში“ ყალიბდება განყოფილება „იგრეკი“ და რომ სწორედ ეს განყოფილება იმუშავებს ამ პროექტზე და რომ მე ვინიშნები ამ განყოფილების ხელმძღვანელად. საქმის კურსში რომ ჩამაყენა, ბერიამ მითხრა:
– აბა, რას იტყვი, გენერალო, ძალიან ფანტასტიკურად ხომ არ ჩანს ეს ყველაფერი?
– მხოლოდ ერთი შეხედვით, ლავრენტი პავლოვიჩ. ხოლო, თუკი ზუსტად შევასრულებთ ყველაფერს, სავსებით რეალურსა და რაც მთავარია, ძალიან საჭირო საქმეს გავაკეთებთ, – მივუგე ბერიას.
– ჰოდა, კარტები ხელში გაქვს. მიდი, შეასრულე, ჩვენ შენი დიდი იმედი გვაქვს. სტალინს შენი კანდიდატურა მე შევთავავაზე და ისიც უყოყმანოდ დამეთანხმა, – მითხრა ბერიამ.
განყოფილება „იგრეკს“ მოსკოვის მახლობლად იზოლირებული ინფრასტრუქტურა გამოუყვეს და მუშაობას მეორე დღიდანვე შევუდექი. ამ პროექტს პირადად ბერია კურირებდა და მისი მიმდინარეობის თაობაზე ჩემგან ყოველკვირეულ მოხსენებას ისმენდა...“
როგორც გენერალი სუდოპლატოვი ამბობს, „ნამდვილი ორეულის“ ეგიდით ხუთიოდე შეცვლა მაინც განხორციელდა. თუმცა, პავლე ანატოლიევიჩი არც ქვეყნებს ასახელებს და არც იმ თანამდებობებს, რომლებიც შეცვლილმა ორეულებმა დაიკავეს. ყველაზე საგულისხმო და საინტერესო კი ისაა, რომ როდესაც ხრუშჩოვის ბრძანებით „იგრეკი“ გაანადგურეს, იქ უკვე ამზადებდნენ მოწინავე კაპიტალისტური ქვეყნების ლიდერების ორეულებს და მათ შორის იყო დუაიტ ეიზენჰაუერის ორეულიც. ეს არმიის გენერალი 1953-1961 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო და როგორც ჩანს, ბერია მის შეცვლას აპირებდა. მამაჩემი იმ იშვიათთაგანი იყო, ვინც „იგრეკის“ დარბევას სასწაულებრივად გადაურჩა, ერთი საათითაც არ ყოფილა დაკავებული და არა მხოლოდ სიცოცხლე შეუნარჩუნეს, არამედ დააწინაურეს კიდეც. მამა შესანიშნავი ქირურგი იყო და მისი გადარჩენის საიდუმლო იმაში მდგომარეობდა, რომ ხრუშჩოვების ოჯახის წევრებს არა მარტო მკურნალობდა, არამედ ნიკიტა ხრუშჩოვის ცოლსა და ქალიშვილს, რომლებსაც ქალური პრობლემები ჰქონდათ, ქირურგიული ოპერაციებიც ჩაუტარა. მხოლოდ სიცოცხლის მიწურულს გამიმხილა მამამ (ის 97 წლის ასაკში გარდაიცვალა) „ნამდვილ ორეულში“ მუშაობის შესახებ. თუმცა, მხოლოდ ზოგადად და კონკრეტულ დეტალებზე სიტყვაც კი არ დასცდენია. მამა მხოლოდ იმას ამბობდა, რომ ეს პროექტი გენიალური ბერიას გენიალური ჩანაფიქრი იყოო...“
скачать dle 11.3