კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 როგორ მოვუაროთ სახსრებს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

სახსრების დაავადებებისას ერიდეთ მწარე, მჟავე და მლაშე კერძებს. ეცადეთ, მენიუ მცენარეული საკვებითა და ვიტამინებით გაამდიდროთ. განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე ჩაი, ვაშლი, ქლიავი, ლიმონი, მოცვი და ქაცვი. მოგეხსენებათ, არასწორი კვება კუჭ-ნაწლავის პათოლოგიებს იწვევს, რაც სახსრების ტკივილს კიდევ უფრო აუტანელს ხდის. უპირატესობა უჯრედისის შემცველ საკვებს – ფოთლოვან ბოსტნეულს, ხილს, ბარდასა და გასუფთავებულ ხორბლეულს მიანიჭეთ. რაღა თქმა უნდა, მიირთვით კალციუმით მდიდარი საკვები: რძის პროდუქტები, თევზი, თხილი, ნუში; სვით კალციუმის შემცველი მინერალური წყალი (სასმლის 1 ლიტრში ამ მინერალის შემცველობა 150 მგ-ზე მეტი უნდა იყოს).  რაც შეიძლება მეტი დრო ატარეთ სუფთა ჰაერზე – მზის სხივები კანში წარმოქმნის D ვიტამინს, რაც, თავის მხრივ, კალციუმის შეწოვას ეხმარება.
ჭარბი წონა მავნებელია, ეცადეთ, სწრაფად და დროულად მოიცილოთ ზედმეტი წონა, ვინაიდან ის დაავადებული სახსრებისთვის მუდმივი ტვირთი და რისკ-ფაქტორია. გადადით ცხოვრების აქტიურ რეჟიმზე. სწორი და ნორმირებული მოძრაობა დაზიანებული სახსრებისთვის შეუცვლელია. დადებითი შედეგი აქვს სწრაფ სიარულს და სირბილს სპეციალური, რბილძირიანი ფეხსაცმლით.
კვირაში ერთხელ, ნახევარი საათით, ცხელ წყალში მშვიდად წოლას კი ვერაფერი შეედრება. განსაკუთრებით სასარგებლოა წიწვოვან მცენარეთა აბაზანები.
 არ დაგავიწყდეთ: დილის ვარჯიშიდან უნდა გამორიცხოთ ხტუნვა და ჩაჯდომები, უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ მოძრაობებს, რომელთა შესრულებაც ჰორიზონტალურ მდგომარეობაში შეიძლება, მაგალითად, „ველოსიპედი“, „მაკრატელა“, „ფეხის საქანელა“ და სხვა.
სასურველია, თუ დღეში ორჯერ 10-15 წუთით მაინც ივარჯიშებთ. დაავადების მკვეთრი გამოვლენისას აკრძალულია ნებისმიერი სახის ვარჯიში ან სხეულის რაიმე ფორმით თვითნებური დატვირთვა, ასეთ დროს, კონკრეტული შემთხვევის, დაავადების სიმძიმისა და სტადიის გათვალისწინებით, სამკურნალო ვარჯიშის ნებისმიერ ფორმასა და ინტენსივობას მხოლოდ სპეციალისტი ადგენს და საზღვრავს.
სახსრების დაავადებების დროს აკრძალულია: ჩოგბურთი, ბადმინტონი, ფეხბურთი, რაგბი, ხელბურთი, ბოულინგი და ძალოსნობა.
ართროზით დაავადებულებმა უნდა გაითვალისწინოთ:
* როცა კბილებს იხეხავთ, ცალი ხელით პირსაბანს დაეყრდენით, ცალი ფეხი კი ოდნავ წინ წადგით;
* ჭურჭლის რეცხვის ან კერძის მომზადებისას თუ მოხრა გიწევთ, ცალი ფეხით სკამს დაეყრდენით.
* ნუ გაჩერდებით დიდხანს ერთსა და იმავე პოზაში – ამ დროს იკლებს სახსრების სისხლმომარაგება და მცირდება ხრტილოვანი ქსოვილის კვება;
* შეეცადეთ, მოძრაობის ისეთი რიტმი გამოიმუშაოთ, რომელიც საშუალებას მოგცემთ აქტიურ დატვირთვას დროდადრო დასვენება შეუნაცვლოთ;
* ავტომობილში ჩაჯდომისას თავდაპირველად დაჯექით, შემდეგ დაეყრდენით ხელებს და ფეხები სალონში სხეულის მობრუნებით გადაიტანეთ;
* ავტომობილის მართვისას თავი კომფორტულად რომ იგრძნოთ, სავარძელი წინ მისწიეთ, რათა საფეხურებს იოლად მისწვდეთ, ფეხები ოდნავ მოხარეთ, ხოლო ზურგი მყარ საზურგეს მიაყრდენით;
* ტვირთის აწევისას ძირითადი სიმძიმე „მკერდით აიტანეთ“. თუ ნივთი მიწაზე დევს, მუხლებში მოიხარეთ და სიმძიმე შემდეგ ასწიეთ, არავითარ შემთხვევაში არ დაიხაროთ;
* უმჯობესია ტვირთი ორივე ხელში თანაბრად გადაანაწილოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდხანს უნდა გეჭიროთ;
* უკეთესია, ტვირთი ზურგჩანთით ატაროთ და არა ხელით ან ცალი მხრით – ასე ხერხემალი ნაკლებად იტვირთება;
* სამსახურში შეარჩიეთ დაბალი სკამი, ფეხები იატაკზე ისე დააწყვეთ, რომ თეძოსა და მუხლს შორის მართი კუთხე წარმოიქმნას, ზურგი საზურგეს უნდა ეხებოდეს, კომპიუტერის ეკრანი თვალის გასწვრივ დააყენეთ;
* თუ მჯდომარე პროფესიის წარმომადგენელი ბრძანდებით, ეცადეთ, ზურგისა და ფეხების მდებარეობა ყოველ 15 წუთში ერთხელ შეცვალოთ.скачать dle 11.3