კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: გვესაუბრეთ ქედმაღლობის ცოდვის შესახებ. რამდენად მძიმეა ეს ცოდვა?
პასუხი:
ქედმაღლობა საკმაოდ მძიმე ცოდვაა. ის არა მხოლოდ იმ ადამიანს ამძიმებს, ვისაც ახასიათებს, არამედ სხვებზეც დამთრგუნველად მოქმედებს. ყველაფერი, რაც ადამიანს აქვს, უფალმა უბოძა, უფლის ნაბოძვარით ამპარტავნების უფლება კი არავის აქვს. ყოველი ადამიანი უნდა ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს, დაფიქრდეს, რა აქვს მას ისეთი, რითიც სხვებზე უკეთესად მიიჩნევს თავს. ქედმაღლობის მკურნალი სიმდაბლეა. სიმდაბლეს კი, ისევე როგორც სხვა მრავალ სათნოებას, ადამიანის გულში ეკლესია ააღორძინებს. ამისათვის ეკლესიაში უნდა იაროთ. ამგვარად არა მხოლოდ ქედმაღლობას, არამედ ბევრ სხვა მძიმე ცოდვასაც მოიშორებთ.
კითხვა: რატომ არის ძნელი საკუთარი ცოდვების დანახვა?
პასუხი: ადამიანი ოდითგანვე დამძიმდა ცოდვებისგან და შემდგომ კიდევ ხდებოდა ცოდვების დამატება, ამიტომ არის, რომ ყოველი მოკვდავი ადვილად მძიმდება ცოდვებით. თუმცა მაცხოვარი სწორედ იმიტომ მოევლინა ცოდვილ კაცობრიობას, რომ ცოდვებზე გავიმარჯვოთ. ადამიანი ცოდვებს დაშორდება, თუ უფალთან მიახლოებას დაიწყეს, შეუდგება ეკლესიურ ცხოვრებას და სხვაგვარად შეხედავს საკუთარ თავს. ამის გარეშე ადამიანი ვერ ამჩნევს, რომ ბევრი ცოდვა აქვს და სხვისი ცოდვების შემჩნევა უფრო უადვილდება.
კითხვა: როგორ უნდა დაკრძალოს მართლმადიდებელმა გარდაცვლილი ახლობელი, რომელიც მონათლული არ იყო?
პასუხი:
ყველა გარდაცვლილს სჭირდება გაპატიოსნება და დაკრძალვა. ღვთისმსახურება მხოლოდ იმ გარდაცვლილისთვის სრულდება, ვინც მართლმადიდებელი იყო. ღვთის მსახური მას უფლის სახელით შეუნდობს და შენდობის ლოცვას უკითხავს, რასაც წესის აგებას ვუწოდებთ. ეს ლოცვა გარდაცვლილს იმქვეყნად გადასვლაში ეხმარება. საერო ტრადიციით, ახლობლებმა უნდა შეუნდონ გარდაცვლილ ახლობელს, მიუხედავად მისი მრწამსისა. არამართლმადიდებელი მიცვალებულისთვის ახლობლებს შეუძლიათ სიკეთის ქმნა – მისი სახელით მოწყალების გაცემა.
კითხვა: ცნობილია, რომ ევროპაში საყოველთაოდ აღნიშნავენ წმიდა ვალენტინის დღეს და ეს წმიდანი სიყვარულის მფარველად ითვლება. ბოლო წლებში საქართველოშიც აქტიურად აღინიშნება ვალენტინობა. როგორ უყურებს ამ დღესასწაულს მართლმადიდებლობა?
პასუხი:
ეს დღესასწაული მართლმადიდებლური არ გახლავთ და მისი მართლმადიდებლურ ნიადაგზე გადატანა მიუღებელია. შესაბამისად, ჩვენი ეკლესია უარყოფითად აფასებს საქართველოში ამ დღისადმი მიძღვნილ სანახაობებს და ზოგადად, მის აღნიშვნას.
კითხვა: როგორც გავიგე, შავი გიშრის ჯვარი ავი თვალისგან იცავს. ხოლო გათვალვის შემთხვევაში, ის თავის თავზე იღებს დარტყმას და იბზარება. შეიძლება, ვატარო შავი გიშრის ჯვარი?
პასუხი:
შავი გიშრის ჯვარი, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი მასალისგან დამზადებული ჯვარი, შეგიძლიათ თამამად ატაროთ. რაც შეეხება გათვალვისგან თავის დაცვას, ეს ცრურწმენაა.скачать dle 11.3