კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 გზა უფლისაკენ

ადამიანებს მხოლოდ ბაგეებით წარმოთქმული სიტყვების ხმა ესმით, ღმერთი კი უწინარეს ყოვლისა ისმენს იმას, რაც შიგნით, გულშია ნათქვამი. ამიტომაც შეიძლება, რომ მდუმარებაშიც იყო შესმენილი. სადაც არ უნდა იყო, ბაზრობაზე, მეგობრებთან თუ სადმე სხვაგან და რასაც არ უნდა აკეთებდე, ძლიერი ღაღადით მოიხმე ღმერთი – ვგულისხმობ, შინაგანი ხმით, – ირგვლივ მყოფთათვის შეუმჩნევლად.
***
სულიერი ცეცხლის თვისება ისეთია, რომ ის არ უშვებს, მიდრეკილება გვქონდეს რაიმე აქაურისადმი, არამედ გვავსებს სიყვარულით სხვა სამყაროსადმი. ხოლო ვისაც უკვე ეს სიყვარული აქვს, მისთვის ის ყველაფერს დათმობს – მთელ თავის ავლადიდებას, სიამოვნებას, პატივსა და სულსაც კი. რადგან იმ ცეცხლის სითბო, როდესაც გულში შემოდის, ძირს ამხობს უდებების სიმძიმეს და ყოველივეს ბუმბულზე უფრო მსუბუქს ჰყოფს. ასეთი, საბოლოოდ ეხილება რა მის გონების თვალი, იმყოფება მოუკლებელ შემუსვრილობასა და ლმობიერებაში. უხვად ღვრის ცრემლებს და ამაში ტკბილ ნუგეშს პოულობს. ისე არაფერი აახლოებს და აერთებს ადამიანს ღმერთთან, როგორც ცრემლები, ვისაც ცრემლის ნიჭი აქვს, ის თუნდაც ქალაქში ცხოვრობდეს, ისეა, როგორც უდაბნოში, მთებში ან მღვიმეში; არაფერ ყოფიერს ყურადღებას არ აქცევს, ტირილითა და ცრემლით ვერ ძღება და არა აქვს მნიშვნელობა, თავისთვის ღვრის ამ ცრემლებს თუ სხვებისთვის.
***
ყოველი მხრიდან შემოარტყი შენი სულის სახლს ფხიზელი ყურადღების კედელი და ნუ დატოვებ მასში ხვრელს, რომ მტერი არ შეძვრეს. სახლი არ გაგიძარცვოს და თავად არ გახდე საკუთარი დაღუპვის მიზეზი.
***
მცირედი დაუდევრობა წარმოშობს ცოდვას და პირიქით, მცირედი სიფხიზლე განარიდებს დიდ ცოდვას.
***
რატომ არის, რომ ზოგჯერ სული მარცხდება ზრახვებით? იმიტომ, რომ არ ეწინააღმდეგება მათ და ნებას აძლევს, შიგნით შემოვიდნენ, სადაც ისინი თავისთვის საკვებს პოულობენ და ნელ-ნელა სული მწყობრიდან გამოჰყავთ.
***
სანამ შენში ვნება ფეხს მოიკიდებს, მანამდე აღმოფხვერი ის შენგან, და სანამ ყლორტებს გამოიღებს, მანამდე ამოიძირკვე მთელი სიღრმიდან; რადგან, თუ დაუშვებ, რომ შენში დაინერგოს, მაშინ ის გძლევს და დაგეუფლება.
***
გულის ტკივილის გარეშე ვერავინ მიიღებს ზრახვების გარჩევის ნიჭს. როდესაც ღმერთი ვინმეს ან მადლს მიანიჭებს, მაშინ ის უკვე შესძლებს, განასხვავოს ზრახვანი ღვთის სულით.
***
ტირილი კი არ წარმოიშობა ცრემლისგან, არამედ – ცრემლი ტირილისგან. თუ ადამიანი სხვის ცოდვებს ყურადღებას არ აქცევს და მხოლოდ თავისას ხედავს, მაშინ ის მოიპოვებს ტირილს, რამეთუ ამ გზით იკრიბება მისი აზრები და ამგვარად შეკრებილი, შობს გულში ღმრთისმიერ მწუხარებას (იხ. 2 კორ. 7.10), ხოლო ეს მწუხარება ურვა და ცრემლია.
***
სიმდაბლის გამო საქმის გარეშეც შეიძლება, ბევრი შეცოდება მოგეტეოს; და პირიქით, სიმდაბლის გარეშე საქმეც უსარგებლოა. რაც არის მარილი ყოველგვარი კერძისთვის, ისევეა სიმდაბლე ყოველგვარი სათნოებისთვის. მის მოსაპოვებლად საჭიროა მოუკლებელი გონივრული წუხილი და თვითდამამცირებელი აზრი.
***
ერთ-ერთი წმიდანის მიერ დაწერილია: ვინც თავის თავს ცოდვილად არ მიიჩნევს, მისი ლოცვა არ შეიწყნარება უფლის მიერ.
ღირსნი ბარსანოფი და იოანეскачать dle 11.3