კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 სასულიერო პირების როგორი საქციელი მოქმედებს მრევლზე ცუდად

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

დღეს ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. რთული, განსაცდელებით სავსე ცხოვრება გვაქვს, რომელსაც ყოველდღიურად არაერთი ტრაგედია ემატება. ადამიანებს შიშში გვიწევს ცხოვრება, რასაც ურთიერთდაპირისპირებები და ერთმანეთის განკითხვა ემატება. როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს ქრისტიანი, როგორც უნდა ვითხოვოთ უფლისგან დახმარება, ამ ყველაფრის შესახებ გვესუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

​– ესა თუ ის დიდი მოვლენა, საეკლესიო იქნება თუ საერო, ერთი დღით არ ამოიწურება. ჩვენ გავიარეთ შობა, ნათლისღება, რომელთა გააზრებისთვის ერთი და ორი კვირა არ არის საკმარისი. ამიტომ არსებობს სხვა დღეები, რომლებიც ამ დღესასწაულებს ავსებენ. დღესასწაულებზე ხალხი მოდის ეკლესიაში, ეზიარებიან, ნათლისღებას ნაკურთხი წყალი მიაქვთ...  მაგრამ შემდეგ დღეებში აღარ ბრუნდებიან, ისინი, ვინც დღესასწაულების გარდა, სხვა დღეებშიც ესწრებიან წირვა-ლოცვას, შინაური მორწმუნე ადამიანები არიან, რომლებსაც ბოლომდე სურთ, იზეიმონ მაცხორის შობა. ვიღაც იტყვის: გუშინ ხომ ვიყავი ეკლესიაში, დღეს რატომ წავიდეო? მაგრამ ვისაც უყვარს ღმერთი, სურს მისი სული გაძლიერდეს, უფრო მეტად იყოს ახლოს ღმერთთან, ყოველთვის მიდის ეკლესიაში. იმდენად დიდი პრობლემებია ქვეყანაში, რომ ჩვენ უფრო მეტად უნდა ვილოცოთ.
– დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ერთი მხრივ, ეკლესიში არსებული დაპირისპირება, მეორე მხრივ, ის საშინელი ტრაგედიები, რომელიც საქართველოში ხდება. უკვე არაერთი ადამიანი გარდაიცვალა სხვადასხვა მიზეზით.
– ეკლესიიდან დავიწყებ. ერთ-ერთი ლამაზი კუთხის მღვდელმთავარი ისე  გალაღდა, რომ პატრიარქი უდიერად მოიხსენია. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, მან ამით საკუთარი თავი დააშორა ეკლესიას. იმათაც დააშორებს, ვინც მას დაუჯერებს. ეს საკმაოდ რთული პრობლემაა და მომავალში კიდევ უფრო მეტ სირთულეს წარმოქმნის. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად იმოქმედებს მრევლზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც ეკლესიაში აპირებენ მოსვლას. არავის განვიკითხავ, მაგრამ ვილოცოთ იმისთვის, რომ ეს ეპისკოპოსი გონს მოეგოს, შეინანოს, რადგან ყველა შეიძლება შეცდეს. იუდაც შეცდა და გამორიცხული არ არის, რომ ეპისკოპოსიც შეცდეს. შეცდომებისგან დაზღვეული არავინ ვართ. განკითხვა ადვილია, ლოცვა კი – რთული. შემდეგი მწუხარების კასკადი იყო „ღორის გრიპი“, რომელმაც არაერთი ადამიანი შეიწირა. რამდენიმე დღის წინ საცხოვრებელი სახლი აფეთქდა და ადამიანები გარდაიცვალნენ. ამ ყველაფრის ფონზე, რომ ზიხარ სახლში და ამბობ: ნაკურთხი წყალი ხომ წავიღე, რატომ წავიდე ეკლესიაში, უარესი მოხდება. უფალი ბრძანებს: სული მხნეა, ხორცი უძლური. ილოცეთ, რომ განსაცდელში არ ჩავარდეთო. მხოლოდ ლოცვაც არ იქნება საკმარისი. ერთმანეთს კი არ უნდა ვეჩხუბოთ, შევჭამოთ, პირიქით ერთმანეთს უნდა შევურუგდეთ, გვერდიგვერდ უნდა დავდგეთ. შევინანოთ მოყვასის, პატრიარქის, ერთმანეთის წინაშე და დავინახავთ, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელსაც სახარებასა შინა ლაზარე ჰქვია, ისე ყარს, რომ მისი სუნი უკვე გვცემს. თუ შენ ეს ყველაფერი გულზე გხვდება, დაანებე ზედმეტ ჭამა-სმას თავი, მოუხშირე ეკლესიაში სიარულს, აღსარების თქმას. როცა იესო ქრისტე ხედავს, რომ იოანე შეიპყრეს, ის იწყებს ქადაგებას. მანამდე კი მათე მახარებელი ამბობს: ხალხმა, რომელიც ბნელში იჯდა, ნათელი იხილა. იჯდა და არა იდგა. სანამ ქრისტესთან მიხვალ, უმოქმედო ხარ, პარალიზებული, არაფერს წარმოადგენ, გარდაცვალებული ხარ. ნათელი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ შობას და ნათლისღებას, სწორედ იესო ქრისტეა. უარესი განსაცდელები გადაგვიტანია და ურესებს გადავიტანთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ განსაცდელის ფორმულა.
– როგორია ეს ფორმულა?
– როგორც კი ერმა და ბერმა, მეფემ და მონამ, გლეხმა დაივიწყეს რჯული ქრისტესი, გამრავლდა გარყვნილება, ურწმუნოება, ანგარება, ამპარტავნება, მაშინ ღმერთი როგორც კალიას, ისე მოგვისევდა ხოლმე ურჯულოებს. ახლაც ასე ხდება. გამოსავალი ერთადერთია, უნდა გავერთიანდეთ ერი და ბერი, თავი უნდა დავანებოთ მღვდელმთავრებმა, მღვდლებმა, მრევლმა ერთმანეთის განკითხვას, უწმიდესის უდიერად მოხსენიებას, თორემ ეს ყველაფერი ძვირად დაგვიჯდება. ბევრნი არიან ის სასულიერო და საერო პირები, რომლებსაც ერთი სული აქვთ, წაიქცეს პატრიარქი და ჩვენი ეკლესია გარკვეულ მდგომარეობაში ჩააყენონ. დასვენების, გალაღების დრო უფრო მეტად შევკვეცოთ, უფრო მეტი ლოცვაა საიჭირო და უფრო მეტი გონიერი დამოკიდებულება ეკლესიასთან. ნუ გგონიათ, რომ 40 დღე რომ იმარხულეთ, ეს საკმარისია. მალე აღდგომის მარხვა დაიწყება და ამისთვის უნდა შევქმნათ განწყობა. გარდა დადგენილი მარხვებისა, რომ ვხედავ ეკლესიაში, ოჯახში, ქვეყანაში დაგროვილ პრობლემებს, პატრიარქს აუგად მოიხსენიებენ, მე ცოტა ნაკლები უნდა ვჭამო, ნაკლები უნდა მეძინოს, უფრო მეტად უნდა აღვშფოთდე. უნდა ვთქვა: ღმერთო, დაიფარე ეს ეპისკოპოსი, ეს ოჯახი, ეს ადამიანი, აღარ გვინდა ამდენი უბედური, მშიერი ადამიანის ყურება, ამდენი სიბინძურის. ხომ წარმოგიდგენიათ, ხვალ რა მოხდება. რატომ გადაება ამდენი მწუხარება ერთმანეთს, იმიტომ რომ ერთს რომ დაგარტყამენ, ვერ ხვდები, რატომ დაგარტყეს, მერე მეორედ გარტყამენ, მეორედაც რომ ვერ ხვდები, უკვე მესამედ გარტყამენ. ერთი წკეპლა ხომ საკმარისი უნდა იყოს, რომ მიხვდე. მაგრამ ერთხელ რომ მოგარტყეს, მეორედ, მესამედ, ხომ უნდა მიხვდე. ძველ აღთქმაში წერია: ხარმა და ვირმა იცის თავისი პატრონი, მაგრამ ისრაელმა ერმა ვერ გაიგო, ვინ არის მისი პატრონიო. ასე ვართ ჩვენც. განა შეიძლება, ასეთმა პატარა ქვეყანამ ამდენი აიტანოს. სად გვაქვს ამდენი დასაღუპი ადამიანი. მაგრამ ყველაფერს ისე ვუყურებთ, თითქოს არაფერი მომხდარა. ის დაიღუპა, ის კორპუსი აფეთქდა, გგონიათ, რომ ეს ყველაფერი თქვენ არ შეგეხებათ? რა თქმა უნდა, შეგეხებათ და ჩვენც დაგვემართება. ამიტომაც სულიერად და ფიზიკურად უნდა გავერთიანდეთ. ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდში. ერთი რაბინი თავის სულიერ შვილებს, ებრაელებს დავალებას აძლევდა: ჯიბეში ორი ქაღალდი უნდა გედოთ, მარჯვნივ და მარცხნივ. ერთზე უნდა გეწეროთ: ღმერთმა, შენთვის შექმნა ეს სამყარო. მეორეზე: კოღო, ბუზი, მატლი შენზე ადრე შექმნაო. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ყველაზე მეტად დამწუხრდები, იტყვი: რა უბედური ვარ, რა ცუდ მდგომარეობაში ვარ, მაშინ ამოიღე მარჯვენა ჯიბიდან ქაღალდი და წაიკითხე: ეს სამყარო შენთვის შეიქმნა და მაშინვე დამშვიდდები. უნდა გახსოვდეს, რომ ეს სამყარო, ყველაფერი შენთვის არის შექმნილი, ადამიანისთვის და თუ გონიერება გაგაჩნია, მაშინვე დამშვიდდები. მაგრამ თუ ძალიან გალაღდები, თავში აგივარდება: მანქანა მყავს, სახლი, შვილები, კარგი სამსახური, მე არაფერი დამემართება, მაშინ მეორე ქაღალდი უნდა ამოიღო, სადაც წერია: კოღო, ბუზი, მატლი, თევზი, შენზე ადრეა შექმნილიო. მიხვდები, რომ არ უნდა ჩავარდე ამპარტავნებაში, არ უნდა აგივარდეს თავში. თუმცა ერთი რამ სულ უნდა გვახსოვდეს: ღმერთი ჩვენ გვერდით არის და მუდმივად ჩვენთან იქნება.
скачать dle 11.3