№5 დალიკა ანდღულაძის რეცეპტები ქალბატონებისთვის მხოლოდ „სოლო პერტეში“, როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ უფრო ახალგაზრდულად?!
ზამთარში ქალბატონებისთვის უფრო მეტად აქტუალური ხდება თემები: როგორ მოვუაროთ სიცივეში კანს, სად შეიძლება მაღალპროფესიონალური მომსახურების მიღება, სადაც ზუსტად იციან, რა სჭირდება თქვენს კანს. ასეთი ჩვენ მიერ გამოკითხვით შერჩეული ესთეტიკური ცენტრი თბილისში – „სოლო პერტეა“, რადიკალურად განსხვავებული ესთეტიკური კონცეფციითა და უნიკალური მოწინავე გამოცდილებით. ექიმი დერმატოლოგი დალიკა ანდღულაძე თავისი საქმის ნამდვილი ვირტუოზია, რომელსაც მაღალი პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას აძლევს, ჩაატაროს მანიპულაციები მინიმალური ჩარევითა და მაქსიმალური შედეგებით. ქალებისათვის ყველაზე საინტერესო და აუცილებელ საკითხებზე, კანის მოვლის პროცედურებსა და ,,სოლო პერტეში“ არსებულ მომსახურების სერვისზე ქალბატონ დალიკას ვესაუბრეთ:
– ზამთარში ტემპერატურის კლება და რიგი ფაქტორები უარყოფითად მოქმედებს სახის კანზე. რას ურჩევდით ქალბატონებს, როგორია ამ დროს სახის კანის მოვლის პროცედურა და რა განსაკუთრებულ ზომებს უნდა მიმართონ ქალბატონებმა, რომ კარგად გამოიყურებოდნენ? თქვენს კაბინეტში სახის მოვლის განსაკუთრებული პროცედურები ტარდება. მოგვითხრეთ მათ შესახებ.
– ზამთარში კანი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. სიცივე და სუსხი აუწყლოვანებს კანს. ცივი ჰაერის ზემოქმედების გამო ცხიმის უჯრედები პასიურდება და შესაბამისად, კანი კარგავს სიმკვრივეს. კანს ამ სეზონზე ყველაზე მეტად უჭირს. ყურადღება უნდა მივაქციოთ სწორად შერჩეულ სახის მოვლის საშუალებებს. ზამთრის პირობებში კრემი უნდა გვეხმარებოდეს ჰიდროლიპიდური ბალანსის შენარჩუნებაში. განვმარტავ – ეს არის ცხიმოვანი ფონის შექმნა კანისთვის, ასევე – დატენიანება.
სასურველია, ესთეტიკურ კაბინეტში ჩავიტაროთ შემდეგი პროცედურები: ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, კანის ღრმა წმენდა. ეს პროცედურები აღადგენს კანის ნორმალურ ფუნქციონირებას და ხელს უშლის მის გამოშრობას. არააქტიური მზის პერიოდში რეკომენდებულია ლაზერული პილინგის გაკეთება. კანის დაბერება ყველა ადამიანის შემთხვევაში ინდივიდუალურია, მზის სხივები, კვება, ცხოვრების რიტმი, სიცივე, ეს ყველაფერი ხელს უწყობს კანის დაბერებას. ელასტიურობის დაქვეითებასთან ერთად, სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით, კანზე თანდათანობით ჩნდება ნაოჭები, პიგმენტური ლაქები, იცვლება კანის სტრუქტურა. ლაზერული აბლაცია ნიშნავს კანის ზედაპირული შრეების მოცილებას ლაზერის მაღალი ენერგიის გამოყენებით. პროცედურის მიზანია, განახლდეს დაზიანებული ან დაბერებული კანი.
ჩვენს კლინიკაში პროცედურა ტარდება ოქროს სტანდარტად აღიარებული გერმანული კომპანია ASCLEPION LAZER TECNOLOGIES-ის, ბოლო თაობის ერბიუმის ლაზერით. ეს არის უნიკალური ლაზერული ტექნოლოგია, რომელიც დროის მინიმალურ პერიოდში აგვარებს კანზე არსებულ არაერთ პრობლემას, ცვლის კანის ხარისხობრივ მაჩვენებელს.
ამ პროცედურით კანის 10 პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი: 1. წვრილი ნაოჭები, ლაქები, ნაწიბურები (აკნეს შემდგომი ნაწიბურები), სტრიები და გაფართოებული ფორები და ასე შემდეგ. ჩემ მიერ ჩატარებული პროცედურების ფართო სპექტრიდან ეს ყველაზე ძვირფასი პროცედურაა. რაც მთავარია, კანი აღდგება საკუთარი რესურსების გამოყენებით და მიიღება თვალსაჩინო ეფექტი.
– რა ასაკიდან დავიწყოთ კანის გაახალგაზრდავების პროცედურები?
– გამაახალგაზრდავებელი პროცედურების აქტიური გამოყენება 30 წლიდან არის რეკომენდებული, თუმცა კანის დაბერების ნიშნები ხშირად 23-25 წლის ასაკიდანაც კი შეიმჩნევა. მიზეზი არის დაბინძურებული ჰაერი, დაუბალანსებელი კვება, სტრესი, ულტრაიისფერი გამოსხივება და ასე შემდეგ. რაც უფრო ადრე დავიწყებთ კანის სწორ მოვლას, მით მეტხანს შევინარჩუნებთ ახალგაზრდულ კანს.
– კიდევ რა სახის პროცედურები ტარდება „სოლო პერტეში“?
– „სოლო პერტეში“ კეთდება აბსოლუტურად ყველა სახის პროცედურა, რაც ესთეტიკურ მედიცინაში არსებობს. წარმოდგენილია სრული სპექტრით (აპარატულიც და თერაპიულიც). პირადად ჩემი სლოგანია – შევინარჩუნოთ ბუნებრივი მიმიკა და სახის გამომეტყველება! ეს ნიშნავს, რომ კორექციები ყველა პაციენტზე ინდივიდუალურადაა მორგებული და საბოლოო შედეგს მაღალი ხარისხის პრეპარატებისა და პროცედურების საჭირო კომბინაციით ვიღებ.
– დღეს რომელი მიიჩნევა ყველაზე გავრცელებულ გამაახალგაზრდავებელ პროცედურად?
– „ანტიეიჯ“ პროცედურებიდან ყველაზე გავრცელებული პროცედურაა კონტურული პლასტიკა, რომელიც მოცულობას აძლევს იმ არეებს, სადაც მისი დეფიციტია. პროცედურა ხორციელდება ბიოლოგიურად შეთავსებადი გელების, ფილერების საშუალებით. ფილერებით მიიღწევა სრული სახის რეკონსტრუქციული მოდელირება: ყვრიმალის კონტურისა და ნიკაპის გამოკვეთა, ტუჩის გადიდება და ფორმის შეცვლა, ჩავარდნილი თვალების ამოვსება, ცხვირ ტუჩის ნაოჭების შევსება. დღეისათვის, ასევე, ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა ცხვირის კონტურის შეცვლაც, კავკასიური გენის გათვალისწინებით, ცხვირის უსისხლო რინოპლასტიკა უკანასკნელ ტრენდად არის მიჩნეული და „სოლო პერტეში“ მას განსაკუთრებულად ეფექტურად ვაკეთებთ. ეს გახლავთ მარტივი, უმტკივნეულო პროცედურა, რომლის დროსაც ფილერის შეყვანით, 5 წუთში, ვიღებთ პრაქტიკულად უნაკლო ცხვირს. გვარდება ისეთი პრობლემები: როგორიცაა – კეხი, ცხვირის წვერის დაწევა, ოპერაციული ხარვეზების გამოსწორება, ცხვირის დათხელება და ასე შემდეგ. ასევე კეთდება მიმიკური ნაოჭების კორექცია უმაღლესი ხარისხის ბოტულინო-ტოქსინით. ინიექციები კეთდება ინსულინის ნემსით თვალის ირგვლივ, შუბლსა და წარბებს შორის მიდამოში.
– ცნობილია, რომ „სოლო პერტეში“ უნიკალური დიოდური ეპილაციის აპარატურაა.
– დიახ, ჩვენთან შესაძლებელია არასასურველი თმის სამუდამოდ მოცილება. გთავაზობთ ბოლო თაობის დიოდურ ეპილაციას, კომპანია ASCLEPION LAZER TECHNOLOGIES MEDIOSTAR NEXT PRO-ს აპარატს, რომელსაც აქვს 2 უახლესი თავაკი, რის საშუალებითაც პროცედურა ტარდება სრულიად უმტკივნეულოდ, რამდენადაც თავაკი აღჭურვილია ბოლო თაობის გაგრილების დინამიკური სისტემით, რაც იცავს კანს დამწვრობისა და დაზიანებისაგან. არ იწვევს გართულებებს, ხედავს ყველა ტიპის თმას, პროცედურა ტარდება გარუჯულ კანზეც. პროცედურის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, დამოკიდებულია ზონების რაოდენობაზე. სხივის სიგრძე საშუალებას იძლევა ეფექტურად და სამუდამოდ გათავისუფლდეთ როგორც მუქი და ჟღალი ფერის, ასევე ქერა და ღინღლოვანი სტრუქტურის თმისგანაც. ჩვენთან მოსულ პაციენტებს დახვდებიან უმაღლესი დონისა და გამოცდილების ექიმი-ლაზეროთერაპევტები, რომელთაც გავლილი აქვთ სპეციალური გადამზადების კურსი გერმანიაში, რაც უზრუნველყოფს პროცედურების მაღალკვალიფიციურად ჩატარებას.