კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 როგორ გახდა ივანე ნიკურაძე მსოფლიო მნიშვნელობის ჰიდრავლიკოსი და რა საკითხში იყო მისი ძმა ჰიტლერის მრჩეველი

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

არსებობს გადმოცემა, რომ როდესაც გერმანელები პარიზში შევიდნენ, გაჩნდა სერიოზული საშიშროება, ეპოვათ და მიესაკუთრებინათ საქართველოს ეროვნული საგანძური, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი იცავდა, ამ მძიმე მომენტში ექვთიმესთან გამოცხადდნენ „ესესის“ ფორმაში გამოწყობილი ძმები ნიკურაძეები და მიხეილ კედია (სალომე ზურაბიშვილის დედის ძმა) და მას განძის დამალვასა და გადარჩენაში დაეხმარნენ. სამწუხაროდ, ძმები ნიკურაძეების შესახებ დღეს ბევრმა არ იცის. მათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ვაჟა შუბითიძე გვიამბობს.
ვაჟა შუბითიძე: ძმები ნიკურაძეები სამტრედიაში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადნენ. 1919 წელს ივანე იმ რჩეულ ახალგაზრდებს შორის მოხვდა, რომელთაც ივანე ჯავახიშვილისა და პეტრე მელიქიშვილის რეკომენდაციით, სახელმწიფო თავისი ხარჯით უცხოეთში სასწავლებლად აგზავნიდა. ძმები რომ არ დაეშორებინა, ახალგაზრდების მამა სპეციალურად ჩამოვიდა თბილისში და უნივერსიტეტის რექტორს სთხოვა, მეც მოგეხმარებით სახსრებით და თუ მოხერხდება, ალექსანდრეც ძმასთან ერთად გაგზავნეთო. ასე მოხვდნენ ძმები გერმანიაში...
– საქართველოში ბევრი არ იცნობს ძმებ ნიკურაძეებს, რა ცნობები არსებობს მათ შესახებ?
– ნიკურაძეებზე ცნობები საქართველოში პირველად გურამ შარაძემ გამოაქვეყნა, შემდეგ ჩვენ ჩავუღრმავდით... ამჯერად ძმები ნიკურაძეების შესახებ ახალგაზრდა მკვლევრები – გიორგი მამულია და ედიშერ ჯაფარიძე მუშაობენ... ძმები ნიკურაძეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილისა და რექტორის, პეტრე მელიქიშვილის რეკომენდაციით, 1919 წელს საზღვარგარეთ, კერძოდ გერმანიაში სასწავლებლად გაემგზავრნენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში ახალი მიმართულების ასათვისებლად. ევროპაში სულ 70 ნიჭიერი ახალგაზრდა გაგზავნა ნოე ჟორდანიას მთავრობამ... უფროსმა ძმამ, ივანე ნიკურაძემ წარმატებით დაამთავრა გიოტინგენის უნივერსიტეტი და იმ დროის უდიდესი მეცნიერის პრანდტლის უსაყვარლესი მოწაფე გახდა. 1923 წელს ივანე ნიკურაძემ დიდი წარმატებით დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იმ დღიდან მას მეცნიერული სამყარო იოჰან ნიკურაძის სახელით იცნობს. როცა პრანტდლიმ ჰიდრავლიკურ კვლევა-ძიებათა ინსტიტუტი შექმნა, ასისტენტად ივანე ნიკურაძე მიიწვია და ისინი 1934 წლამდე ერთად მუშაობდნენ. ამ ინსტიტუტში ჩამოყალიბდა ივანე ნიკურაძე გამოყენებითი მექანიკისა და თერმოდინამიკის უდიდეს სპეციალისტად. 1934 წელს ივანე აახენის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის, ასევე, უნივერსიტეტის კათედრისა და კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი გახდა. 1945 წელს კი – მიუნხენის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის პროფესორი. მისი ავტორობით შეიქმნა სპეციალური სახელმძღვანელოები ჰიდროდინამიკასა და თერმოდინამიკაში – „იდეალურ დინებათა მექანიკა“, „სითხის დინამიკა“, „აერომექანიკა“... იგი იყო მიუნხენის, ეგრეთ წოდებული, მაგისტრთა კოლეგიის ერთ-ერთი დამაარსებელი, მსოფლიო მნიშვნელობის ჰიდრავლიკოსი, რომელმაც თავისი სკოლა შექმნა. ივანე ნიკურაძის სახელი უწოდეს ფორმულებს, მრუდებსა და დიაგრამებს... მის ნაშრომებს იყენებდნენ საბჭოთა მეცნიერებიც. ნიკურაძეს ეკუთვნის გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში დაკიდებული მატარებლის თერმოდინამიკული დამუშავება, ასევე მისი შექმნილია ცნობილი მსუბუქი ავტომანქანის, „პორშეს“ თერმოდინამიკური დამუშავება. ივანე ნიკურაძეს გერმანელი მეუღლე ჰყავდა – ჰილდე ემიგი. მასთან შეეძინა ვაჟი, რომელსაც ძმის პატივსაცემად, ალექსანდრე დაარქვა. ივანე 1979 წელს გიოტინგენში გარდაიცვალა. მისი მდიდარი არქივიც სწორედ გერმანიის ამ ქალაქშია დაცული.
– მისი ძმის, ალექსანდრე ნიკურაძის შესახებ რისი თქმა შეგიძლიათ?
– ალექსანდრე ნიკურაძე ჯერ გიოტინგენის, შემდეგ კი მიუნხენის ორ სასწავლებელში – უნივერსიტეტსა და მიუნხენის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში სწავლობდა. 1927 წელს დაიცვა დისერტაცია და მოიპოვა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1932 წელს ის მიიწვიეს ჯერ გიოტინგენის, ხოლო რამდენიმე თვეში ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორად. 1928 წლიდან იგი მნიშვნელოვან გამოკვლევებს ბეჭდავს გერმანიის მთავარ სამეცნიერო ჟურნალებში. 1934 წელს გერმანიაში გამოქვეყნდა ალექსანდრე ნიკურაძის ცნობილი მონოგრაფია „თხევადი დიელექტრიკები“, რომელიც ითარგმნა საბჭოთა კავშირში, სადაც ამის ანალოგი არ არსებობდა. 1930-იანი წლების ბოლოს კი მან მიუნხენში დააარსა ელექტრონებისა და იონების კვლევა-ძიების ინსტიტუტი, რომელიც ევროპაში ცნობილი და აღიარებული სამეცნიერო ცენტრი გახდა. მანვე გაამზადა სამტომეული, რომელიც ატომების თეორიასა და მისი გამოყენების საკითხებს ეხებოდა, თუმცა იგი სრულად ვერ გამოვიდა. მან ფიზიკა-მათემატიკის დარგში სულ 35 სამეცნიერო ნაშრომი შექმნა, რომელთა დონე და ღირებულება მაღალია. ფიზიკა-მათემატიკის გარდა ალექსანდრე ნიკურაძე დიდად იყო დაინტერესებული პოლიტიკითა და ჰუმანიტარული დისციპლინებით – საქართველოს ისტორიით, ევროპოლოგიით, არქეოლოგიით, გეოპოლიტიკით, არქიტექტურით და ასე შემდეგ. ალექსანდრემ ხუთი ენა იცოდა და ნაშრომებს სხვადასხვა ენებზე აქვეყნებდა. მისი ნაშრომებია: „იაზონის მემკვიდრეობის გარშემო“, „ხალხთა მიმდინარეობანი აღმოსავლეთ ევროპაში“, „ევროპული სახელმწიფოს აღნაგობის საფუძველი“, „კავკასია“, რომლებიც სამჯერ გამოიცა გერმანულად, ქართულად კი დღემდე არ არის ნათარგმნი... ნაშრომებში – „ევროპის ფორმირებისთვის“, „ოცნებითგან ვიდრე საქმემდე“, „არგონავტების მითი“, „სკანდინავიელები და ქართველები პონტო-ბალტის სანაპიროზე“ – მოცემულია ახლებური და ძალიან საინტერესო იდეები, როგორც საქართველოს ისტორიისთვის, ასევე ევროინტეგრაციის იდეისთვის. ალექსანდრე ნიკურაძეს ლექციების წასაკითხად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იწვევდნენ, მონაწილეობდა ოქსფორდში და სხვა უნივერსიტეტებში გამართულ მსოფლიო სამეცნიერო კონგრესებში. ნიკურაძე დაახლოებული იყო გერმანიის მმართველი პარტიის ხელმძღვანელობასთან. მისი კურსელი და მეგობარი იყო ოკუპირებული აღმოსავლეთის ტერიტორიების მინისტრი ალფრედ როზენბერგი, რომელმაც ალექსანდრე ნიკურაძეს „კონტინენტალური ევროპის კვლევა-ძიების ინსტიტუტი“ შეუქმნა, სადაც მუშავდებოდა გერმანიის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების მართვის მოდელები, დამუშავდა კავკასიიის კონფედერაციის შექმნის გეგმა გერმანიისა და საქართველოს ლიდერობით (ამ ინსტიტუტში მუშაობდა ზურაბ ავალიშვილიც, რომელმაც ალექსანდრეს ხელში დალია სული 1944 წელს). იგი ყოფილა ჰიტლერის საიდუმლო მრჩეველი საბჭოთა კავშირის საკითხებში. 1951 წელს ალექსანდრე ნიკურაძემ პარიზის ქართულ სათვისტომოში წაიკითხა მოხსენება – „საზოგადო სურათები ქართულ-ევროპული წარსულიდან“, სადაც გამოთქვა ორიგინალური იდეები ქართულ-ევროპულ ურთიერთობათა შესახებ. 1952 წლის 22-24 სექტემბერს საფრანგეთში, ქალაქ კომპიენთან, „ლა ბრევიერის“ სასახლეში ალექსანდრე ნიკურაძის ინიციატივით გამართულმა მეცნიერთა კონგრესმა, მიიღო ნიკურაძის წინადადება – ცნება-ტერმინის „ევროპოლოგიის“ შემოღების შესახებ, რაც დღეს მსოფლიოს ყველა წამყვან უნივერსიტეტშია და გულისხმობს ევროპულ სამეცნიერო დარგების თავმოყრასა და ერთ სწავლებად ჩამოყალიბებას... ალექსანდრეს ინიციატივით, 1960-იანი წლებიდან გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში დაიწყეს ეკონომიკის საგნის სწავლება, რაც მალე სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. იგი ხშირად თარგმნიდა ქართულ შედევრებს უცხო ენებზე და აქვეყნებდა. გარდაიცვალა 80 წლის ასაკში ქალაქ მიუნხენში და იქვეა დასაფლავებული. მისი არქივი ჩამოტანილია და ამჟამად ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული.
скачать dle 11.3