კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 როგორ ამოვიცნოთ ექსტრავერტი ბავშვი და რატომ უჭირთ მათ დიდი ხნით ერთ რამეზე კონცენტრაცია

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

ბავშვების რამდენიმე ტიპი არსებობს, რომელთა შორის არის ექსტრავერტის ტიპი. ექსტრავერტი ბავშვი არის კომუნიკაბელური, მათი ენერგია მიმართულია გარე სამყაროსკენ და გარემოსგან იღებენ ენერგიას. შეიძლება თუ არა, მივხვდეთ ბავშვი ექსტავერტია თუ არა და როგორ მივუდგეთ მათ, გვესაუბრა ფსიქოლოგი ლელი ყიფიანი:არსებობს ადამიანის ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელი „ტემპერამენტი“, რომლის მეშვეობითაც ადამიანი რეაგირებს და მოქმედებს. ეს თანდაყოლილია და ფსიქოლოგები გამოყოფენ ადამიანთა რამდენიმე ტიპს და მათ შორის ერთ-ერთი ექსტრავერტია. ისინი კომუნიკაბელურები არიან, უყვართ საზოგადოებაში ყოფნა, ახალი ადამიანების გაცნობა. მათი ინტერესები მიმართულია  გარემოსკენ  და შესაბამისად, ადვილად იპყრობენ სხვების ყურადღებას. არიან იმპულსურები და ემოციურები, ზოგჯერ აგრესიასაც ავლენენ. თუმცა, არ არსებობს, რომ ბავშვი ერთმნიშვნელოვანად იყოს მხოლოდ ექსტრავერტი ან მხოლოდ ინტროვერტი.
– რა ასაკში ვლინდება ბავშვის ექსტრავერსია?
– ბავშვის ტიპის პირველადი ხასიათი, დაახლოებით, 2 წლის ასაკში ვლინდება. ბავშვი – ეს არის პიროვნება, თავისი ქცევის მანერებითა და ინდივიდუალური ხასიათით. თუ დავაკვირდებით ბავშვების ჯგუფს, დავინახავთ, რომ ზოგიერთი მათგანი ერთმანეთს  ჰგავს ემოციების გამოხატვით, კომუნიკაციის უნარით და ასე შემდეგ. ექსტრავერტ ბავშვებს არ უყვართ მარტო თამაში, ადვილად პოულობენ გასართობს, თუმცა მალევე კარგავენ ინტერესს, უჭირთ დიდი ხნით ერთ რაიმე აქტივობაზე კონცენტრირება. რამაც შესაძლებელია, ხელი შეუშალოს  სწავლაში. ასეთი ბავშვები მიისწრაფვიან ჯგუფში ლიდერობისკენ, ღიად გამოხატავენ საკუთარ ემოციებს და არიან იმპულსურები. ადვილად ეგუებიან ახალ სიტუაციებს. მოსწონთ ხმაურიანი გარემო, რაც  მათთვის შესაძლოა,  მასტიმულირებელი იყოს.
– როგორ ხასიათდებიან ექსტრავერტები?
– ექსტრავერტი ბავშვები ნაკლებად იცნობენ საკუთარ თავს,  არ არიან მიდრეკილნი რეფლექსიისკენ, არცთუ ისე კარგად იცნობენ საკუთარ შინაგან სამყაროს, გრძნობებს და წარუმატებლობის შემთხვევაში მიზეზსს ეძებენ არა საკუთარ თავში, არამედ გარემოში. როდესაც ასეთი ტიპის ბავშვს ვეკითხებით, რას გრძნობს, ის აღწერს მისთვის უსიამოვნო სიტუაციას და იმ ადამიანს, ვინც გააბრაზა და არა საკუთარ ემოციას. ბრაზი დიდხანს არ მიჰყვებათ. შეუძლიათ, ყურადღება რაიმე აქტივობით, ან ურთიერთობით მარტივად გადაიტანონ სხვა რამეზე .ექსტრავერტები არიან უფრო მეტად ზედაპირულები, მაგრამ უფრო კონტაქტურები, ოპტიმისტები და ინციატორები, ასეთი ბავშვები თანატოლთა ჯგუფისთვის საყრდენები არიან. მათთან ურთიერთობით სიამოვნებას იღებენ. მათ ყოველთვის აქვთ რაიმე მოსაყოლი... თუმცა, ზოგი ექსტრავერტი ადამიანი შესაძლებელია, ძალიან ეგოისტი იყოს. მათთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი. უპირველეს ყოვლისა, წინ საკუთარ ინტერესებს აყენებენ, რის გამოც ყველაფერზე არიან წამსვლელები. ექსტრავერტი ბავშვები თანატოლებთან ურთიერთობაში  ცდილობენ, იყვენ ლიდერები, სურთ საკუთარი აზრი დაამკვიდრონ და სხვებს არ უსმენენ. მებრძოლები არიან და ხშირად მოსალოდნელ შედეგებზეც არ ფიქრობენ. გარდა ამისა, ექსტრავერტები ძალიან  ემოციურები არიან, რის გამოც ხშირად მოსდით კონფლიქტი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ ვასწავლოთ თანამშრომლობა, ჯგუფში მუშაობა სხვების აზრის გათვალისწინება და ასე შემდეგ. ექსტრავერტები ენერგიას გარე სამყაროსაგან იღებენ – მოქმედებებისგან, ადამიანების, ადგილებისა და საგნებისაგან. თუ ისინი დიდხანს უსაქმურად არიან, შინაგან სამყაროზე კონცენტრირდებიან, უწევთ მარტო ყოფნა ან ერთ ადამიანთან ურთიერთობა – ეს ყველაფერი მათ ცხოვრების აზრის შეგრძნებას აკარგვინებთ. ექსტრავერტებს შეუძლიათ, საზოგადოებას ბევრი რამ შესთავაზონ: მათ ადვილად შეუძლიათ საკუთარი აზრის გადმოცემა, ისინი კონცენტრირდებიან შედეგებზე, უყვართ ბევრ ხალხში ყოფნა და მოქმედება. ექსტრავერტები მზის ბატარეებივით არიან. მათთვის მარტოობაში ან შინაგან სამყაროში ყოფნა, მძიმე და მკვრივი ღრუბლების ქვეშ ყოფნაა. მზის ბატარეის დატენვისათვის მზე აუცილებელია, ექსტრავერტებისათვის კი ხალხში ყოფნაა აუცილებელი.
– როგორ იქცევიან ექსტრავერტი ბავშვები სკოლაში?
– ექსტრავერტ ბავშვებს უყვართ ბევრი ლაპარაკი, რითაც შესაძლებელია, პრობლემა შეექმნათ, განსაკუთრებით სკოლაში – გაკვეთილზე მასწავლებელი გააღიზიანოს. ექსტრავერტი ბავშვები გაკვეთილებზე აქტიურები არიან, უყვართ  კითხვებზე პასუხის გაცემა, დაფასთან გასვლა, ჯგუფში ლიდერობა. თუმცა  ეს მისწრაფება  შესაძლებელია არაპროდუქტიული იყოს,  ჰქონდეთ სხვა ბავშვებზე ან მასწავლებელზე ძალაუფლების მოპოვების სურვილი. მათთვის მნიშვნელოვანია დღის რეჟიმის დაწესება,  დავალებები უნდა მივცეთ რიგითობით და მუდმივად ჩავრთოთ სხვადასხვა  აქტივობაში, რადგან სხვა შემთხვევაში,  შეიძლება, „მოიწყინოს“ და მოძებნოს  არასაკმარისად „კონსტრუირებული“ საქმიანობა, პროვოცირება მოახდინოს და ჩაერთოს კონფლიქტში.
– როგორ მივუდგეთ ექსტრავერტ ბავშვებს?
– ექსტრავერტ ბავშვებს აქვთ  მოზღვავებული ენერგია, ამიტომ კარგი იქნება, მისი ჭარბი ენერგია გარკვეული მიმართულებით წარვმართოთ, დავაკავოთ ფიზიკური აქტივობით. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ  შესაძლებელია ინტერესების ცვლილება:  ვთქვათ, დღეს  ფეხბურთზე დადის,  ხვალ ცურვაზე სიარული მოუნდეს, ამიტომ მივცეთ არჩევნის საშუალება.  ფიზიკური აქტივობა არა მარტო ენერგიის  დახარჯვას შეუწყობს ხელს, ასწავლის გუნდში მუშაობასა და სხვების აზრის გათვალისწინებას,  ემპათიასა და ასე შემდეგ. აუცილებელია  პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება, რათა მათი თავისუფლებისკენ სწრაფვა არ გასცდეს გარკვეულ ჩარჩოებს და მშობელმა და მასწავლებელმა ბავშვის ქცევის მართვა შესძლოს.
скачать dle 11.3