№4 შეშლილი წინასწარმეტყველები
1970 წელი. ასათიანის სახელობის კლინიკური საავადმყოფო. ავლიპ ზურაბაშვილი – პაციენტს:
– ყმაწვილო, მაშ, თქვენი აზრით, დადგება დრო, როცა ადამიანები ფოტოსურათს ტელეფონით გადაიღებენ?
– დიახ! კატეგორიულად ვაცხადებ!
– გეთანხმებით, მაგრამ ტელეფონში ფოტოფირი, აბა, როგორ უნდა ჩადონ?
– ფოტოფირი არ იქნება საჭირო!
– მაშ, როგორ გადაიღებენ!
– ციფრული სისტემით!
ბატონი ავლიპი – უფროს მედდას:
– ქალბატონო სვეტლანა, მოათავსეთ ეს პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდა პალატაში, სადაც ბატონი „ისააკ ნიუტონია“! რას ამბობს ბატონი „ისააკი“, დრო მოვა, ტელევიზორებს შპალერივით კედელზე გააკრამენ და ნებისმიერი გასული გადაცემის უკან გადმოხვევა გახდება შესაძლებელიო?
– დიახ, ბატონო ავლიპ!
ავლიპ ზურაბაშვილი – თავისთვის:
– გაგიჟდება კაცი...
თამაზ ჭეიშვილი