კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 ქმარმა ჩემზე ახალგაზრდა ქალის გამო მიმატოვა და ახლა ნანობს

ყოველთვის სამაგალითო დედა და ცოლი ვიყავი, თუმცა, ჩემმა მეუღლემ, ჩემზე ახალგაზრდა ქალთან მიღალატა, მასთან არჩია ცხოვრება და შვილებთან ერთად მიმატოვა... სამი შვილი ისე გავზარდე, არ დამიწუწუნია, არც ქმრისთვის მომიკლია ყურადღება და არც სახლისთვის – სისუფთვე. ვცდილობდი, სანამ ჩემი მეუღლე სამსახურიდან დაბრუნდებოდა, ყველაფერი მომესწრო და სახლის საქმეებით გადაღლილ-გადაქანცული მისთვის საყვარელ კერძებსაც დიდი მონდომებით ვამზადებდი. მოკლედ, ერთ დღესაც, გავიგე, რომ ვიღაც ჩემზე ახალგაზრდა ქალთან დაძვრებოდა. იმ გოგოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს – ერთი ბედისგან დაჩაგრული ადამიანია, არ გაუმართლა, ქმარს გაშორდა და მარტო ცხოვრობდა. როგორც თავად ამბობს, როცა ჩემს ქმართან დაიწყო შეხვედრები, არ იცოდა, რომ ცოლი და სამი შვილი ჰყავდა. თუმცა, კარგად რომ გამოერკვია, ვისთან იწყებდა ურთიერთობას, ამის გაგება არ გაუჭირდებოდა. მეც ქალი ვარ და მას არ ვადანაშაულებ, ჩემი ქმარია მოღალატე. თუმცა, ახლა ნანობს და ამბობს, ეს ის შეცდომაა, რომელსაც მთელი ცხოვრება ვერ მოვინელებო. გასაგებია, მე ვერ ვუვლიდი თავს ისე, როგორც ის გოგონა, ამის არც დრო მქონდა და არც საშუალება, მაგრამ ამის გამო საყვარელი მამაკაცისგან ღალატი დავიმსახურე? ისე წავიდა სახლიდან, არ გვიჩხუბია. უბრალოდ, ამიხსნა: მიყვარხარ, როგორც ჩემი შვილების დედა, მაგრამ მაკო შემიყვარდა და მინდა, ცხოვრება თავიდან დავიწყო, მასთან ერთად შევქმნა ოჯახიო. ამის გამო, არც სკანდალი ამიტეხავს და არც ცრემლები მიღვრია, ზუსტად ვიცოდი, რამდენიმე ხანში ინანებდა ამ ნაბიჯს. უბრალოდ, ვუთხარი, რომ არასწორად იქცეოდა, მას არ გამოვეკიდებოდი და ჩემთანაც ვერასდროს დაბრუნდებოდა. მთელი ხუთი წლის განმავლობაში მე და ჩვენს შვილებს არც ფულს გვაკლებდა და არც აგარაკებზე დასვენებას. ახლახან კი მომადგა და აცრემლებულმა პატიება მთხოვა. რომ გამოვკითხე, მითხრა, შენ გვერდით სხვა სითბო და სიმყუდროვე მქონდა, ის კი რაღაცნაირად სხვანაირია, თითქოს ვერ მიგებსო. რა გასაკვირია? მათ შორის ასაკში დიდი სხვაობაა. ახალგაზრდა გოგო სულ გართობაზე ფიქრობს, შვილის გაჩენა არც კი უფიქრია და ჩემი ყოფილი ქმარი კი, მეოჯახე და სიმშვიდის მოყვარულია. ფაქტია, ეს გატაცება იყო და არა ის გრძნობა, რაც ჩემთან მთელი თხუთმეტი წლის განმავლობაში აკავშირებდა. ბევრი მეკითხება, რომ დაბრუნდეს, შეურიგდებიო? ჩემი პასუხია:  არავითარ შემთხვევაში! მეც მაქვს თავმოყვარეობა, გადავლახე ის ტკივილი, ვისწავლე, როგორ გავუმკლავდე პრობლემებს მარტო და ახლა, აღარ მინდა მის გვერდით ცხოვრება. ამხელა ქალი სათამაშო ხომ არ ვარ, დღეს ჩემთან უნდა, ხვალ – სხვასთან. გული მწყდება, რომ ასე მოხდა და გულწრფელად ვამბობ, გული მწყდება ჩემს ქმარს, სხვა ქალის გვერდით ბედნიერს რომ ვერ ვხედავ. თუმცა, იმ ტკივილს, რაც გულში დავიმარხე, არ ვაპატიებ. უკან მობრუნება ახლა უკვე გვიანია, რადგან ოჯახში ის იდილია და სითბო, რაც ადრე მის გვერიდით იყო, ვეღარ იქნება. ამიტომ არის ნათქვამი, სანამ ნაბიჯს გადადგამ, ასჯერ უნდა დაფიქრდეო. ვაღიარებ, მიყვარს ჩემი ყოფილი ქმარი, მისგან სამი შვილი გავაჩინე და თუ დასჭირდა ყოველთვის მის გვერდით ვიქნები, მაგრამ, ძველებურად არაფერი იქნება და ვერც იმ სიყვარულს დამიბრუნებს, რაც იმ გოგოს გამო უსამართლოდ წამართვა.
თინიკო, 42 წლისскачать dle 11.3