№4 წონაში დასაკლები და იმუნიტეტის გასაძლიერებელი ბროკოლის დიეტა
ბროკოლი ნაკლებად კალორიულია, ადვილად ანაყრებს, ამდიდრებს ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით, ვიტამინებით, მინერალებით და რაც მთავარია, იწვევს წონაში სწრაფ კლებას. 4-დღიანი დიეტის დაცვის შემდეგ თქვენ, დაახლოებით, 2-3 კილოგრამს დაიკლებთ და ორგანიზმის იმუნიტეტესაც გაამყარებთ. შეგიძლიათ, მომდევნო კვირაშიც გაიმეოროთ.
პირველი დღე
საუზმე: 200 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 წყლიან ჭიქა წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი თაფლი.
სადილი: 100 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 ულუფა ქათმის ბულიონი.
ვახშამი: 100 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, უშაქრო პიტნის ჩაი.
მეორე დღე
საუზმე: 200 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 ჭიქა ანანასის წვენი.
სადილი:150 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 ცალი ფორთოხალი.
ვახშამი: 200 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 ჭიქა თაფლიანი წყალი.
მესამე დღე
საუზმე: 200 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 ჭიქა 1-პროცენტიანი კეფირი.
სადილი: 200 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 ნაჭერი მოხარშული ქათმის ფილე, 1 ჭიქა ანანასის წვენი.
ვახშამი: 150 გრამი მოხარშული ძროხის მჭლე ხორცი, 1 ჭიქა წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი თაფლი.
მეოთხე დღე
საუზმე: 100 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ჭიქა თაფლიანი წყალი.
სადილი: 100 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 ულუფა ქათმის ბულიონი.
ვახშამი:150 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, პიტნის ჩაი თაფლით.