კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 როგორ დავიგრძელოთ და გავიხშიროთ წამწამები

ნინო კანდელაკი ანი რევია

გრძელი და ხშირი წამწამები ქალის სილამაზეს განსაკუთრებულ შტრიხს მატებს. წამწამების დასაგრძელებლად და მის გასახშირებლად რამდენიმე მარტივი მეთოდი არსებობს. მაგალითად:
* კომპრესები – შესანიშნავი დამამშვიდებელი და ანტისეპტიკური საშუალებაა გვირილის კომპრესები. ბამბის დისკები დაასველეთ გვირილის გაწურულ ნაყენში. დაიდეთ თვალებზე და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. ის წამწამებს ცვენისგან იცავს და ბუნებრივად ლამაზ, ბრწყინვალე იერს უნარჩუნებს. ხშირი და გრძელი გახდება წამწამები ასევე, თუ არ დაგეზარებათ და გაიკეთებთ კალენდულისა და შავი ჩაის კომპრესებს. კერძოდ, ნაყენში დაასველეთ ბამბის დისკები და დაიდეთ ქუთუთოებზე 15-20 წუთით. კომპრესის გაკეთება რეკომენდებულია კვირაში 1-2-ჯერ.
* ზეთები – მათი რეგულარული გამოყენებით წამწამები სიგრძეში იზრდება და ხშირდება კიდეც. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ერთი სახეობის მკვებავი ზეთი ან გააკეთოთ სხვადასხვა კომპონენტის კომბინაცია. ძალიან ეფექტურია, მცენარეულ ზეთში დამატებული E და A ზეთოვანი ვიტამინები. კარგად გარეცხეთ ძველი ტუშის ჯაგრისი, ამოავლეთ ზეთების მომზადებულ ნაზავში, აცადეთ, რომ კარგად დაიწრიტოს და წაისვით, როგორც ტუში. წამწამების დაგრძელება და გახშირება, ასევე, შეგიძლიათ აბუსალათინის ზეთით. ზეთი უნდა წაისვათ ყოველ საღამოს ძველი ტუშის სუფთა, კარგად გარეცხილი ფუნჯით. თუ წამწამების უფრო სწრაფი და ეფექტური გახშირება და მისი სწრაფი გაზრდა გსურთ, ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით აურიეთ ძირკავასა და აბუსალათინის ზეთი და წაისვით იგივე წესით.
* წამწამების მკვებავი ნიღაბი – ერთმანეთში კარგად აურიეთ ერთი ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი, ამდენივე კალენდულასა და გვირილის ექსტრაქტი და წაისვით თვალის ქუთუთოებზე ისე, რომ წამწამებზე გადავიდეს. ეს ნიღაბი აჩერებს წამწამების ცვენას და ის უფრო ხშირი ხდება.
ზოგადად, წამწამების მოვლისას მთავარია ტუშის ყოველდღიური ჩამოშორება. არ დაგეზაროთ, ის აუცილებლად მოიცილეთ დაძინებამდე.  გამოიყენეთ მხოლოდ ახალი ტუში, ყიდვისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ვარგისიანობის ვადას.
თუ წვეულებაზე მიდიხართ და გსურთ სწრაფად მიიღოთ გრძელი წამწამის ეფექტი, პირველი ფენა ტუშის წასმის შემდეგ, პუდრით დაიფარეთ წამწამები, შემდეგ კი მეორე ფენა ტუში გადაისვით.  ეცადეთ, პუდრი თვალში არ მოგხვდეთ! ასევე, შეგიძლიათ, სამი ფენა ტუში წაისვათ ისე, რომ თითოეული კარგად გააშროთ. სამივე ფენა ტუშის გაშრობის შემდეგ კი გამოიყენეთ წამწამების ასახვევი მაშა და წაისვით გასახშირებელი ტუშის ერთი ფენა. როცა ეს ფენა გაშრება, წაისვით დასაგრძელებელი ეფექტის ტუში.скачать dle 11.3