კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: დიდი სურვილი მაქვს, ჩემს წინაპრებს, რომელთა შორის ზოგიერთის სახელიც არ ვიცი, პანაშვიდი გადავუხადო. როგორ მოვახერხო ეს?
პასუხი:
თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ თქვენი წინაპრები მართლმადიდებლები იყვნენ, პანაშვიდის გადახდა შეგიძლიათ. თუმცა, მათ ისედაც მოიხსენიებს საქართველოს ეკლესია წირვა-ლოცვის დროს, სიტყვებით: „წინაპართა სანატრელთა პირველგარდაცვალებულთა მამათა და ძმათა ჩვენთა“. მათთვის შეგიძლიათ, ყოველთვის ევედროთ უფალს დილის ლოცვებში, სადაც წერია: „მოიხსენე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა, მშობელთა ჩემთა და ყოველთა მონათესავეთა ჩემთა და სასოებით მკვდრეთით აღდგომასა და საუკუნოსა ცხოვრებისა ზედა გარდაცვალებულთა მამათა, ძმათა და დათა“.
კითხვა: საქართველოში კიდევ შემორჩა ტრადიცია, როდესაც მიცვალებულებს რაღაცებს ატანენ იმქვეყნად. როგორ უყურებს ამას ეკლესია?
პასუხი:
ეს ტრადიცია ჯერ კიდევ წარმართული პერიოდიდან მოდის. მაშინ ადამიანებს ასეთი რწმენა ჰქონდათ, რომ მიცვალებულს საიქიოში ამქვეყნიური ნივთები დასჭირდებოდა. ამიტომ, მდიდრებს განსაკუთრებულად ძვირფას ნივთებს ატანდნენ, სხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებს კი – შესაბამისად. ქრისტიანულ სწავლებას რაც შეეხება, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მისი სხეული მიწას უნდა შეუერთდეს (მიწა ხარ და მიწად მიიქეციო), ხოლო სული აგრძელებს სიცოცხლეს. აქედან გამომდინარე, გარდაცვლილისთვის ამქვეყნად დარჩენილებს მხოლოდ ლოცვა და მათი სახელით სიკეთის ქმნა შეუძლიათ.
კითხვა: არიან ადამიანები, ვინც პატიოსნად ცხოვრობენ, არიან კეთილები, ყველას ეხმარებიან და ცუდი არავისთვის უნდათ. თუმცა, არ ცხოვრობენ ეკლესიურად. როგორ უყურებს ეკლესია ასეთ ადამიანებს?
პასუხი:
ასეთი ადამიანი, რა თქმა უნდა, ღვთისთვის სათნოა, მაგრამ მას უნდა შთააგონოთ ეკლესიაში სიარულის აუცილებლობა. მაგრამ თუ თქვენ რამდენიმე შეგონების შემდეგ შედეგს ვერ დაინახავთ, აღარ გააღიზიანოთ. მოვა დრო და თავად მიხვდება ეკლესიაში სიარულის და უფალთან სიახლოვის აუცილებლობას.
კითხვა: საჭიროა თუ არა ხელმეორედ მონათვლა. როდესაც ადამიანი იეღოველი იყო და ისევ მართლმადიდებლობას უბრუნდება?
პასუხი:
მართლმადიდებლური ნათლობა სიცოცხლეში ერთხელ ხდება და მისი განმეორება შეუძლებელია. თუ ადამიანი სექტანტი გახდა და შემდეგ კვლავ დაუბრუნდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მას დაეკისრება ეპიტიმია (საეკლესიო სასჯელი). თუმცა, ასეთ დროს უმჯობესია საკითხის გადაჭრა ეპისკოპოსს მიანდოთ.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ახლობელს ვუამბო, რა მოვინანიე მოძღვართან და საერთოდ, რაზე ვესაუბრე მას. ამით ცოდვას ხომ არ ჩავიდენ?
პასუხი:
ამ თემაზე საუბარი, თუნდაც თქვენს უახლოეს ადამიანთან, არ არის მიზანშეწონილი. თქვენი ცოდვების შესახებ მოძღვრის გარდა ნურავისთან ისაუბრებთ, რადგან, შესაძლოა, მოგისმინონ და განუგეშონ, მაგრამ შემდეგ მაინც განგიკითხონ. ბერ-მონაზვნური წესით, მოძღვრის სენაკი უნდა იყოს სამარე ორისთვის.скачать dle 11.3