№4 წლის რომელ კონკრეტულ დღესა და რიცხვშია კარგი მკურნალობის დაწყება და სასურველი შედეგის მომტანი დიეტის დაცვა
ასტროლოგიურად მიღებულია, რომ ყოველ ადამიანს, მათი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, საკუთარი ბედნიერი რიცხვები და კვირის დღეები აქვს, ამიტომ, მნიშვნელოვანი საქმეები, გადაწყვეტილებები თუ პირადი შეხვედრები სწორედ ამ დღესა და რიცხვში უნდა დაგეგმოთ. ამ დროს თქვენი იღბალი მომატებულია და ვარსკვლავებიც მეტ კეთილგანწყობას იმეტებენ. ასევე, ამ კონკრეტულ პერიოდში, საკმაოდ შედეგიანია დიეტის დაწყება, კარგია თმის შეჭრა, კოსმეტოლოგიური პროცედურების, ვარჯიშებისა და მკურნალობის კურსის დაწყება.
ვერძი – წარმატების მომტანი რიცხვები: 7, 10, 19, 28; იღბლიანი დღე – სამშაბათი.
კურო – წარმატების მომტანი რიცხვები: 6, 15, 24, 25; იღბლიანი დღე – პარასკევი.
ტყუპები – წარმატების მომტანი რიცხვები: 3, 7, 13, 16, 25; იღბლიანი დღე – ოთხშაბათი.
კირჩხიბი – წარმატების მომტანი რიცხვები: 2, 8, 12 17, 26; იღბლიანი დღე – ორშაბათი.
ლომი – წარმატების მომტანი რიცხვები: 1, 9, 18, 27; იღბლიანი დღე – კვირა.
ქალწული – წარმატების მომტანი რიცხვები: 3, 7, 16, 23, 25. იღბლიანი დღე – ხუთშაბათი.
სასწორი – წარმატების მომტანი რიცხვები: 5, 6, 15, 24, 25; იღბლიანი დღე – პარასკევი.
მორიელი – წარმატების მომტანი რიცხვები: 5, 7, 14, 23; იღბლიანი დღე – ორშაბათი.
მშვილდოსანი – წარმატების მომტანი რიცხვები: 4, 13, 14, 22, 24; იღბლიანი დღე – ოთხშაბათი.
თხის რქა – წარმატების მომტანი რიცხვები: 3, 8, 12, 18, 21, 28, 30; იღბლიანი დღე – შაბათი.
მერწყული – წარმატების მომტანი რიცხვები: 2, 9, 11, 20; იღბლიანი დღე – შაბათი.
თევზები – წარმატების მომტანი რიცხვები: 1, 4, 10, 14, 19, 24, 28; იღბლიანი დღე: – ხუთშაბათი.