კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 რას წარმოადგენდა ბერიას მიერ დაგეგმილი ოპერაცია „რკინის ჯვარი“

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

რაც უფრო მეტი დრო გადის ლავრენტი ბერიას მკვლელობიდან, მით უფრო ნათელი ხდება ამ ადამიანის უდანაშაულობა და ბრალდებების უსაფუძვლობა, რაც ბერიას 1953 წლის დეკემბერში, ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე წაუყენეს, რომელსაც თავად ბრალდებული არ ესწრებოდა, რადგან ის მანამდე მოკლეს. ისტორიის დოქტორი დიმიტრი ვერტოხვოსტოვი წერს: „ლავრენტი ბერია სტალინის გარდაცვალების მერე აშკარა ხიფათს წარმოადგენდა პარტიულ-ბიუროკრატიული ჯგუფისთვის, რომელსაც  ნიკიტა ხრუშჩოვი ედგა სათავეში და შედეგმაც არ დააყოვნა და ეს ჭკვიანი ადამიანი (ბერია) მოიშორეს კიდეც თავიდან, ქვეყნის მმართველობას დაეპატრონენ და იმ კატასტროფას დაუდეს სათავე, რასაც საბჭოთა კავშირის დაშლა ეწოდება. მავანს, შეიძლება, კურიოზულად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ლავრენტი პავლეს ძე ბერიას გეგმა იყო „პერესტროიკა“ და ეს გენიალური ადამიანი საბჭოეთის გარდაქმნას არა გორბაჩოვისეული უნიათობითა და მოღალატეობრიობით განახორციელებდა, არამედ ძალიან ოსტატურად და, ამასთან, ქვეყნის სუპერმოდერნიზაციასაც მიაღწევდა და გააძლიერებდა კიდეც. აშკარაა, რომ სტალინის სიკვდილის შემდეგ ლავრენტი ბერია იყო ერთადერთი  მმართველი ქვეყანაში, რომელსაც ქვეყნის (საბჭოთა კავშირის) განვითარების გეგმა ჰქონდა და ამის განხორციელების ყველა რესურსს ფლობდა. ლავრენტი ბერია ხრუშჩოვსა და მის კამპანიაზე თავისი ინტელექტითა და უნარებით გაცილებით მაღლა იდგა და ბედის ირონიაა, რომ სწორედ მათი მსხვერპლი შეიქნა ეს არაორდინარული ადამიანი. გენერალი პავლე სუდოპლატოვი ყვებოდა: „ლავრენტი ბერია გენიალური პიროვნება იყო. როგორც იტყვიან, ის ერთი დარტყმით წყვეტდა ერთბაშად რამდენიმე პრობლემას და ყველაფერი უმაღლეს დონეზე ხორციელდებოდა. მარტო ის რად ღირს, რომ „ენკავედეში“ ჩატარებული ყველა დიდი ოპერაცია, როგორც ომამდე და ომის დროს, ასევე ომის შემდეგაც, ლავრენტი პავლეს ძე ბერიას მოფიქრებული იყო და არცერთი არ ჩავარდნილა. უკვე აღარაფერს ვამბობ ატომურ, სარაკეტო და სხვა საიდუმლო გრანდიოზულ პროექტებზე, რომლებმაც ლავრენტი ბერიას პატრონაჟით ჩაიარა და წარმატებით განხორციელდა“.
ლავრენტი ბერია, გარდა იმისა, რომ წარმატებულ საიდუმლო ოპერაციებს ატარებდა, მის მიერ დაგეგმილ საქმეებს მეორე და არა ნაკლებ მნიშვნელოვანი მხარეც ჰქონდა. ეს იყო ფინანსური სარგებელი (თუ, რა თქმა უნდა, საქმე არ ეხებოდა მნიშვნელოვან დივერსიასა და დიდი საიდუმლოს მოპოვების მიზნით ვინმეს მოსყიდვას), რასაც იძლეოდა ესა თუ ის წარმატებული ოპერაცია. ერთ-ერთი ასეთი წარმატებული ოპერაცია იყო „რკინის ჯვარი“. გენერალი პავლე ფიტინი იხსენებდა: „მეორე მსოფლიო ომი რომ დასრულდა, მართალია, ფაშიზმი გავანადგურეთ და მისი „ბუნაგიც“ მიწასთან გავასწორეთ, მაგრამ უამრავი სხვა პრობლემა წარმოიშვა. მათთან სასწრაფო გამკლავება იყო საჭირო და ამაში ლომის წილი ჩვენს უწყებას, საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურს უნდა ეტვირთა. ეს იყო ატომური ბომბის სასწრაფოდ შექმნა, რათა ამერიკას ჩვენთვის არ დაერტყა. აგრეთვე, ნეოფაშისტური ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რომლებიც გერმანული ფაშიზმის ნიადაგზე აღმოცენდნენ. ყველაზე მთავარი და საშიში კი ის იყო, რომ ამ ახალ ძალებს ჩვენი გუშინდელი მოკავშირეები – ამერიკელები და ბრიტანელები უჭერდნენ მხარს. ჩვენ წინააღმდეგ აქეზებდნენ და მნიშვნელოვანწილადაც აფინანსებდნენ მათ. ჩვენ, საბჭოელებს, კი ყოველივე ამ სიბინძურის გასამკლავებლად თანხები არ გვყოფნიდა. ამიტომ იძულებულები ვიყავით, რომ საკმაოდ დიდი თანხები მოგვეხსნა სოციალური პროგრამებიდან და ამ საქმეში ჩაგვერთო. ეს კი ქვეყნის მოსახლეობის განვითარებას ძალიან აფერხებდა. ლავრენტი ბერია 1945 წელსვე გაეცნო საბჭოეთის ასეთ ურთულეს მდგომარეობას, ინოვაციური გეგმა შეიმუშავა და სტალინს წარუდგინა. ბელადმა გეგმა მოიწონა და განხორციელებასაც უმალვე შევუდექით. ამ გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი იყო ოპერაცია „რკინის ჯვარი“. ბერიას მითითებით, საბჭოთა უშიშროებამ შექმნა გერმანელ ფაშისტთა საიდუმლო ორგანიზაცია „რკინის ჯვრის ვეტერანთა კავშირი“. მასში თავდაპირველად გაწევრიანდნენ „იდეური“ ნაცისტები და სწორედ მათ დააარსეს ეს ორგანიზაცია. სინამდვილეში კი „რკინის ჯვრის“ მმართველობა საბჭოთა დაზვერვის მიერ გადაბირებული ფაშისტები იყვნენ. ამ ორგანიზაციის წესდებაში ეწერა, რომ უნდა გაეგრძელებინათ ფიურერის საქმე. რაც შეიძლება, ირგვლივ მეტი გერმანელი პატრიოტი შემოეკრიბათ  და  „მესამე რაიხი“აეღორძინებინათ. ბერიას ჩანაფიქრით, ამ ორგანიზაციის მეშვეობით უნდა გაკეთებულიყო ორი რამ: პირველი – მოეძებნათ გაქცეული ფაშისტი ჯალათები და დაესაჯათ ისინი. მეორე – მიეკვლიათ ფაშისტების მიერ გადამალული განძისთვის და ისინი საბჭოეთის აღორძინებისთვის გამოეყენებინათ. ერთსაც და მეორე ამოცანასაც წარმატებით გაართვეს თავი და 1946-1953 წლების განმავლობაში აღმოაჩინეს და გაანეიტრალეს 2 ათასზე მეტი ფაშისტი ჯალათი. საბჭოეთის ხაზინაში კი ამ 7 წლის განმავლობაში 5 მილიარდი მანეთის ღირებულების ქონება შევიდა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩვენი ქვეყნის სამხედრო-ეკონომიკურ განვითარებაზე...“ რაც უნდა პარადოქსული იყოს, ბერიას ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე ბერიას „მოღალატეობის“ ბრალდება რომ გაემყარებინათ, გამჟღავნდა ამ ოპერაციის საიდუმლო და გარდა იმისა, რომ ამით ყოველგვარი ეფექტი და სარგებლობა დაიკარგა, „რკინის ჯვრის“ ხელმძღვანელობა, ანუ ძვირფასი საბჭოთა აგენტები ნაცისტებმა და ნეონაცისტებმა დახოცეს... არცაა გასაკვირი საბჭოეთის მომავალი ბედი. რადგან ეს დიადი ქვეყანა ხრუშჩოვისა და მისი დამქაშების ხელში ჩავარდა, 40 წელიწადიც კი ვერ გაძლო და ისე დაიშალა, რომ მსოფლიო ერთპოლუსიანი, დაუცველი და აპოკალიფსური გახდა. ამჟამად უკვე საბჭოეთის შეურიგებელი მოწინააღმდეგეებიც კი აღიარებენ, რომ ლავრენტი ბერიას მკვლელობა არა მარტო საბჭოეთისთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც კი ცუდი იყო.“
скачать dle 11.3