კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 როგორ გრძნობდა თავს „გლეხი“ სტალინი „ცისფერსისხლიან“ დიდგვაროვანთა შორის

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მიუხედავად არათავადური წარმოშობისა, იოსებ სტალინს არაერთ „ცისფერსისხლიანთან“ ჰქონია ურთიერთობა და საბჭოთა ბელადი ამ დროს საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა ხოლმე... ისტორიის დოქტორი გალინა კონოვალოვა წერს: „ძველი გამონათქვამი რომ გამოვიყენოთ, სტალინი, იგივე იოსებ ჯუღაშვილი, მდაბიო წარმოშობის იყო და ის აზნაურიც კი არ ყოფილა. თუმცა, ფორტუნამ მას უმაღლეს, „ცისფერსისხლიან“ ადამიანების წრეში ტრიალი არგუნა და იქ ეს „მდაბიო“, არც თუ ისე ცუდად წარმოაჩენდა ხოლმე თავს. ხუმრობა და „ცისფერსისხლიანთა“ მიმართ სარკაზმი რომ გვერდზე გადავდოთ, ვიტყვი, რომ თავისი მოღვაწეობისა და მმართველობის პერიოდში იოსებ სტალინი არაერთ მონარქსა თუ მაღალი არისტოკრატიული წარმოშობის ადამიანს შეხვედრია და ყველა მათგანი გრძნობდა საბჭოთა ბელადის მრავალმხრივ სიძლიერეს. ხოლო, ვისაც ეს ძალა იმ წუთში არ უგრძნია, სტალინის „უმაღლესი ხელდასხმულობით“ (ირანის შაჰის ეპითეტი სტალინის მიმართ) მომავალში დარწმუნებულა. ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „1918 წლის მარტის მიწურულს, ვლადიმირ ილიჩმა (ლენინმა) სტალინს მირბახთან შეხვედრა დაავალა. მირბახი იმ დროს გერმანიის ელჩად იყო დანიშნული საბჭოთა კავშირში. უკვე მოსკოვში იმყოფებოდა და საბჭოთა მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდა. ლენინმა იცოდა მირბახის მედიდურობისა და ფხუკიანობის შესახებ, მის მიღებას თავი აარიდა. სტალინი კი იმიტომ გაგზავნა, რომ იცოდა, „გულანთებული კოლხიდელი“ (ამ სახელით მოიხსენიებდა ხოლმე ლენინი სტალინს თავის წერილებში) არისტოკრატ მირბახს თავს არ დააჩაგვრინებდა.
– გაითვალისწინე, კობა, რომ მირბახი გრაფია და შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ ამ უპირატესობას ხაზი არ გაუსვას, – უთხრა ლენინმა სტალინს და თითქოს წააქეზა კიდეც.
სტალინს გაეცინა და ილიჩს არაფერი უპასუხა.
მირბახი სასტუმრო „მეტროპოლის“ ლუქსში ცხოვრობდა. სტალინმა მეც მიახლა და გზაში მითხრა: აბა, ერთი ვნახოთ, რა ხილია ეს გერმანელი გრაფიო. მისაღებში რომ შევედით, ფრაკში გამოწყობილი კოხტაპრუწა მირბახი ოთახის შუაგულში დაგვხვდა და ჩვენკენ ნაბიჯიც არ გადმოუდგამს. გაჩერდა სტალინიც და რა თქმა უნდა, მეც. ანუ, სტალინმა ფანდი დაუგო გერმანელ დიპლომატ არისტოკრატს და არ ეახლა მას. მირბახი წამით შეცბა, მაგრამ წარბი ასწია და ცივი ხმით წარმოგვიდგა:
– ვილგელმ ფონ მირბახ-ხაფფი – გერმანელი გრაფი, ხაფფის ნაკრძალის მამულის მფლობელი, პრუსიის უმაღლესი პალატის წევრი, გერმანიის იმპერატორის წარგზავნილი, ვესტფალიის მეოთხე პოლკის რეზერვის როტმისტრი, სუვერენული  მალტის ორდენის საპატიო კავალერი.
მირბახის მთელი ამ რეგალიების მოსმენისას სტალინს ეშმაკური ღიმილი არ მოსცილებია სახიდან და დიპლომატმა რომ დაასრულა, ახლა უკვე სტალინი წარუდგა მას:
– იოსებ სტალინი. ეროვნებათა სახალხო კომისარი. გლეხი.
პროტოკოლით,  მათ ერთმანეთისთვის ხელი უნდა ჩამოერთმიათ, თუმცა ჩვენსა და მირბახს შორის ექვსიოდე მეტრი იყო. სტალინი კი ადგილიდან არ იძროდა. მირბახი მიხვდა, რომ გადაამლაშა და სწრაფი ნაბიჯებით გამოემართა ჩვენკენ. სტალინმა დინჯად გადადგა ერთი ნაბიჯი და მირბახის გამოწვდილ ხელს ხელი შეაგება. შემდეგ, ჩვენ სავარძლებში განვთავსდით და მირბახის პირველი შეკითხვა იყო:
– ბატონო სტალინ, ბოდიშს გიხდით, მაგრამ მე კარგად ვიცნობ რუსეთის არისტოკრატიულ წოდებებს და გლეხი პირველად მესმის.
– მე რუსი არ ვარ, გრაფ. ქართველი ვარ და არც გლეხია არისტოკრატიული წოდება. გლეხებს საქართველოში მიწაზე მომუშავეებს უწოდებენ, თუმცა მამაჩემი მეწაღე იყო.
მეწაღის შვილთან თანასწორი შეხვედრა მაინცდამაინც არ ეპიტნავა გრაფს, თანაც, აშკარად უკვირდა, სად აითვისა ამ გლეხმა ასე სუფთად გერმანული ენა. სტალინმა რომ ილიჩს მოუყვა მირბახთან შეხვედრის ამბავი, ლენინმა გულიანად იცინა.
– ვლადიმირ ილიჩ, უთხრა სტალინმა მას, – რაც არ უნდა იყოს, აზნაურული წარმოშობა გაქვთ და გრაფ მირბახს თქვენ უფრო ერგებოდით რანგით, ვიდრე მეო.
ლენინმა კი მიუგო:
– არა უშავს, კობა, დროა, მიეჩვიონ ეგ ვაჟბატონები, რომ მუშებთან და გლეხებთან თანასწორუფლებიანი ურთიერთობები მოუწევთო.
მოგვიანებით, უკვე საბჭოთა კავშირის მეთაურობისას, სტალინი ხშირად იხსენებდა ხოლმე გრაფ მირბახთან შეხვედრასაც და ლენინის კომენტარსაც მასზე...“
1918 წლისგან განსხვავებით, 1952 წელს სტალინი უკვე მთელი სამყაროსთვის კარგად ცნობილი, „დიადი გამარჯვებული“ იყო და რომ არაფერი ვთქვათ პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებზე, მას „ცისფერსისხლიანებიც“ კარგად ცნობდნენ და პატივს სცემდნენ. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვინც კადნიერებას იჩენდნენ და საბჭოთა გენერალისიმუსს ულტიმატუმურ მოთხოვნებსაც უყენებდნენ, რაც, რა თქმა უნდა, კომიკურად გამოიყურებოდა და საბჭოთა ბელადიც მათ შესაბამისი პათოსით პასუხობდა. 1952 წლის 6 თებერვალს მას მერე, რაც ჯორჯ მეექვსე გარდაიცვალა, ბრიტანეთის მონარქი 25 წლის ელისაბედ მეორე გახდა. მას ჯერ გვირგვინიც კი არ ჰქონდა დადგმული (კორონაცია 1953 წლის 2 ივლისს გაიმართა), რომ 9 თებერვალს, სპეციალური, სამეფო ღერბიანი ბარათით მიმართვა გაუგზავნა  სტალინს, რომლითაც კატეგორიულად სთხოვდა კორეის ომის შეწყვეტას.  სტალინმა ბარათის მეორე გვერდზე ინგლისურადვე, საკუთარი ხელით მიაწერა: „ნორჩ პრინცესას, გილოცავთ ტახტზე ასვლას! აგრეთვე, გირჩევთ, რომ რაც შეიძლება მალე აითვისოთ პოლიტიკის ანბანი. თანაც, გაცნობებთ, რომ კორეის ომში ჩვენ არ ვმონაწილეობთ და მისი შეწყვეტა მხოლოდ მეომარ მხარეებს შეუძლიათ. პატივისცემით, იოსებ სტალინი“. სტალინის ეს პასუხი, მისი უდიდებულესობის (ელისაბედ მეორის) არქივში ინახება და ალბათ, ოდესმე იხილავს დღის სინათლეს და ფართო საზოგადოება საკუთარი თვალით წაიკითხავს, თუ რა კადნიერება გამოიჩინა უბრალო ქართველმა გლეხმა „ცისფერსისხლიანი“ მონარქის მიმართ.
скачать dle 11.3